... (S-5006), XVIII ს.

1517. ავთანდილს: და: ფრიდონს: უძღუნა: უსაზომო: დიდი: ძღვენი: ძვირფასისა: უნაგირი: უკეთესი: თვითო: ცხენი: თვითო: კაბა: თვალიანი: უცხო: ფერთა: შუქთა: მფენი: მოახსენეს: მადლი: რა: ვთქვათ: სვიანმცაა: დავლა: თქვენი:

1518. ტარიელ: მადლსა: გარდიჴდის: ტურფა: სიტყუითა: ენითა: დიდად: ვიამე: მეფეო: პირველ: ნახვითა: თქუენითა: მერმე: აგუავსენ: მრავლითა: ტურფა: ფერითა: ძღვენითა: ვიცი: შორი: შორ: არ: ჩავლა: ჩუენ: თქუენი: კარგად: ვქენითა:

1519. ზღვათა: მეფე: მოახსენებს: ჴელმწიფეო: ლომო: ქუელო: მოახლეთა: სიცოცხლეო: ვერ: მჭურეტელთა: შორით: მკლუელო: მგზავსი: თქუენი: რამცა: მეძღვნა: შვენიერო: სანახველო: რა: მოგშორდე: რა: მერგების: საჭვრეტელად: სასურველო:

1520. ტარელ: ფატმანს: უბრძანა: მე: თავი: შენი: მიდია: დავ: გული: შენი: ჩემზედა: გარდაუხდელი: დიდია: აწ: რაცა: ქაჯთა: საჭურჭლე: ქაჯეთით: ამიკიდია: მამიცემია: წაიღე: არ: კიდე: მომიყიდია:

1521. ფატმან: ხათუნ: თაყვანისსცა: ჰკადრებს: მადლსა: მეტის: მეტსა: მე: მეფეო: შენი: ნახვა: მიდებს: ცეცხლსა: დაუშრეტსა: რა: მოგშორდე: რა: ვიქნები: მე: დამაგდებ: ვითა: რეტსა: ახ: ნეტარძი: მოახლეთა: ვაგლახ: თქუენსა: ვერა: მჭვრეტსა:

1522. ზღუათა: მეფესა: ეტყუიან: ორნივე: შუქთა: მაფენი: კბილნი: ბროლნი: და: ბაგენი: სადაფთა: მოსადაფენი: უთქუენოდ: მყოფსა: არ: გვინდა: ნიშანნი: საჩანგდაფენი: მაგრა: გაგვიშვენ: ჟამია: წავიდეთ: ვართ: მოსწრაფენი:

1523. შენ: იყავ: ჩვენი: მშობელი: და: ჩვენგან: საესავიო: მაგრა: ამასცა: ვიაჯით: გვიბოძო: ერთი: ნავიო: მეფემან: ბრძანა: არა: მშურს: სამიწოდ: თქუენად: თავიო: რადგან: ისწრაფი: რა: გკადრო: წა: გიწინამძღვრდეს: მკლავიო:

1524. მეფემან: ნავი: ხომალდი: მოჰკაზმა: ზღვისა: კიდესა: გამოემართა: ტარიელ: გამყრელნი: ცრემლსა: ღვრიდესა: თავსა: იცემდეს: იგლეჯდეს: თმაწუერსა: გაიყრიდესა: ფატმანის: ცრემლთა: შედენით: თვით: ზღვაცა: გაადიდესა:

ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მისვლა:

1525. გამოვლნეს: ზღუანი: სამთავე: ერთგან: ძმად: შენაფიცართა: კულავ: ამტკიცებდეს: სიტყუათა: მათ: პირველ: დანამტკიცართა: ჰშვენის: მღერა: და: სიცილი: მათ: მისთა: არუვიცართა: ბაგეთათ: შუქი: შეადგის: ზედან: ბროლისა: ფიცართა:

1526. მუნით: კაცი: ასმათს: თანა: მათ: გაგზავნეს: მახარობლად: კულავ: ფრიდონის: თავადთასა: ნაომართა: მათთა: მთხრობლად: მანდა: მოვა: მოიმაღლებს: მზე: მნათობთა: მამაგრობლად: ჩვენ: დამზრალნი: აქანამდის: აწ: გავხედით: დაუზრობლად:

1527. იგი: მზე: შესვეს: კუბოსა: იარეს: გზა: ზღუის: პირისა: მიყმაწვილობდეს: უხარის: მათ: გარდახდომა: ჭირისა: მივიდეს: სადა: ქუეყანა: იყო: ნურადინ: გმირისა: მოეგებნიან: ისმოდის: ჴმა: სიმღერისა: ხშირისა:

1528. მუნ: მიეგება: ყოველი: ფრიდონის: დიდებულები: ასმათი: სავსე: ლხინითა: ვის: აღარ: აჩნდა: წყლულები: ნესტანდარიჯს: მოიჭდნვა: რომე: ვერ: გახსნის: ცულები: აწ: გაუსრულა: ყოველი: მან: მისი: ნაერთგულები:

1529. ნესტანდარეჯან: ეხვევის: პირსა: აკოცებს: პირითა: უბრძანა: ჩემო: ვაგლახ: მე: შენცა: აგავსე: ჭირითა: აწ: ღმერთმან: მოგუცა: წყალობა: ვცან: მისი: არსიძვირითა: მე: გულსა: შენსა: ეზომსა: არ: ვიცი: გარდვიხდი: რითა:

1530. ასმათ: ჰკადრა: მადლი: ღმერთსა: ვარდნი: ვნახენ: არდაზრულნი: ბოლოდ: ასრე: გააცხადნა: გონებამან: დაფარულნი: სიკუდილიცა: სიცოცხლედ: მჩანს: ოდეს: გნახენ: მხიარულნი: სჯობან: ყოვლთა: მოყუარულთა: პატრონყმანი: მოყუარულნი:

1531. დიდებულთა: თაყვანისსცეს: მოახსენეს: დიდი: ქება: რომე: ღმერთმან: გაგვახარნა: კურთხეულა: მისი: ღმრთება: ჩვენ: გვიჩვენნა: პირი: თქვენი: აღარა: გვწვავს: ცეცხლთა: დება: წყლულსა: მისგან: დაკოდილსა: მასვე: ძალუც: განკურნება:

1532. მოვიდეს: და: პირი: ხელსა: დასდვეს: აგრე: გარდაჰკოცნეს: მეფე: ეტყუისძმათა: თქუენთა: თავნი: ჩუენთუის: დაიჴოცნეს: იგი: შვებას: საუკუნო: ცხადად: პოვეს: არ: იოცნეს: ერთსა: მიხუდეს: საზიაროდ: დიდებანი: იასოცნეს:

1533. თუცა: მე: მათი: დახოცა: მტკივის: და: სატკივარია: მაგრა: მათ: მიხუდა: უკვდავი: მუნ: დიდი: საჩუქვარია: ესე: თქუა: ნელად: ატირდა: და: წვიმა: თოვლსა: არია: ნარგისთათ: იძვრის: ბორიო: ვარდსა: ზრავს: იანვარია:

1534. მუნ: ატირდეს: ყველაკანი: რა: ტირილად: იგი: ნახეს: რაცა: ვისცა: დაჰკლებოდა: მათ: ტირილით: სულთქმით: ახეს: დადუმდეს: და: მოახსენეს: რადგან: ბრძენთა: მზეებრ: გსახეს: თქუენთა: მჭურეტთა: მღერა: ჰმართებს: რასათუისმცა: ივაგლახეს:

1535. ვინ: ღირსა: თქუენგან: ეგზომსა: ტირილსა: შეჭირვებასა: თქუენთვის: სიკვდილი: დია: სჯობს: მიწათა: ზედან: რებასა: კულავ: ფრიდონ: ჰკადრა: მეფესა: ნურათ: იქთ: გამწარებასა: ღმერთიმცა: მუქფად: მოგიზღავს: ათასსა: გახარებასა: