... (S-5006), XVIII ს.

1574. მივიდეს: შიგან: გარდაჰჴდეს: ქუაბსა: მას: დიდთა: კლდეთასა: ასმათს: უც: ჴორცი: ირმისა: იქს: მასპინძლობა: კვეთასა: ამხანაგობდეს: ლაღობდეს: წასულასა: მათ: საქმეთასა: ღმერთსა: მადლობდეს: შეცვლასა: ლხინად: ჭირისა: დღეთასა:

1575. მოიარეს: ქუაბოვანი: თამაშობდეს: მხიარულნი: პოვნეს: იგი: საჭურჭლენი: ტარიასგან: დაბეჭდულნი: ვერცა: ვისგან: დანათვალნი: ვერცა: ვისგან: შეგებულნი: არ: იტყუიან: თუ: არა: გვაქუსო: იგ: ამისთვის: გულნაკლულნი:

1576. უბოძა: ტურფა: მრავალი: მათ: მათი: შესაფერები: კულავ: ფრიდონისნი: აავსნა: სპა: ჰყუა: თუ: სპასალარები: აივსო: კაცი: ყუელაი: მაშინ: მათ: თანა: ნარები: მაგრა: ძეს: რომე: საჭურჭლე: გვანდა: კაცდაუკარები:

1577. ფრიდონს: უთხრა: ვალი: შენი: ჩემგან: ძნელად: გარდიჴდების: მაგრა: თქმულა: კარგის: მქმნელი: კაცი: ბოლოდ: არ: წაჴდების: აწ: საჭურჭლე: რაზომიცა: აქა: ძეს: და: ან: იდების: შენი: იყოს: ყუელაკაი: შენ: წაიღე: ვითა: გხვდების:

1578. ფრიდონ: მდაბლად: თაყვანი: სცაჰკადრა: მადლი: მეტისმეტი: მე: მეფეო: რად: გგონივარ: უჭკუო: და: აგრე: რეტი: მტერი: ყოვლი: ჩალად: გიჩანს: ვინმცა: იყო: ვითა: კეტი: ჩემი: ლხინი: მუნამდისა: ვირე: ვიყო: შენი: მჭვრეტი:

1579. ფრიდონ: კაცნი: დააბრუნნა: მოსასხმელად: აქლემისად: სახლსა: მისსა: მისაღებლად: მის: ყუელასა: საჭურჭლისად: აწ: მუნითგან: გაემართნეს: არაბეთით: წავლად: გზისად: ავთანდილ: დგა: გალეული: შესაყრელად: მთვარე: მზისად:

1580. მიხუდეს: არაბთა: საზღვარსა: რა: ვლეს: მრავალნი: ხანები: დახუდა: სოფლები: ციხები: ჴშირჴშირად: თანისთანები: მუნ: შიგა: მყოფსა: ემოსა: ტანსა: ლურჯი: და: მწვანები: ავთანდილისთვის: ყუელაი: ცრემლითა: არს: ნაბანები:

1581. ტარიელ: კაცი: გაგზავნა: წინაშე: როსტან: მეფესა: შესთალა: გკადრებ: მეფეო: სურვილით: სიიეფესა: მე: მოვალ: მეფე: ინდოთა: დარბაზსა: თქუენსა: სეფესა: გიჩვენებ: ვარდსა: კოკობსა: უფრჭუნელსა: მოუკრეფესა:

1582. მაშინ: თქუენ: ჩემი: გეწყინა: ნახვა: მიწისა: შენისა: ცდა: შეპყრობისა: ავი: ჰქმენ: შემოტეობა: ცხენისა: მე: შენთა: სპათა: ვაჩვენე: ნიშანი: რამე: წყენისა: დავჰჴოცე: მონა: მრავალი: მსახურნი: სრისა: თქუენისა:

1583. აწ: ამად: მოვალ: წინაშე: დავჰყარენ: ჩემნი: გზანია: შემინდოთ: რაცა: შეგცოდე: ჰქნეთ: გაწყრომისა: კმანია: ძღვენი: არა: მაქუს: გუმოწმობენ: ფრიდონ: და: მისნი: ყმანია: ოდენ: ძღუნად: თქუენი: ავთანდილ: მე: თქუენთვის: მომიტანია:

1584. რა: მიუვიდა: მეფესა: მახარობელი: ჟამისა: ვით: გაეხარნეს: ვერ: იტყუის: ენა: ერთისა: წამისა: თინათინს: ღაწვთა: ემატა: ელვა: შუქისა: სამისა: ბროლსა: და: ლალსა: აშვენებს: მუნ: ჩრდილი: წარბწამწამისა:

1585. ტაბლაკსა: ჰკრეს: და: გაისმა: სიცილი: თქართქარებისა: ლაშქარნი: რბოდეს: მი: და: მო: ქნა: სწადდა: მათკენ: რებისა: დაიწყეს: მოსხმა: ცხენისა: მოღება: უნაგრებისა: შესხდა: სიმრავლე: მოყმისა: მკლავფიცხელ: გულმაგრებისა:

1586. მეფე: შეჯდა: გაეგებნეს: თავადნი: და: სრულად: სპანი: ვისცა: ესმის: მოვიდიან: მას: წინაშე: სხვაგნით: სხვანი: ყველაკაი: ღმერთსა: მადლობს: გაამაღლნეს: მათნი: ჴმანი: თქუეს: ბოროტსა: უმყოფოა: კეთილნია: შენთვის: მზანი:

1587. რა: ერთმანერთი: აუჩნდა: მიგებულ: მოსაგებავთა: ავთანდილ: ეტყუის: ტარიელს: სიტყუათა: დანაზებავთა: აგერა: ხედავთ: მინდორთა: მტვერითა: შენაღებავთა: ამად: მედების: საოუმილი: გულსა: ეცხელა: ებავთა:

1588. ისია: ჩემი: გამზრდელი: და: თქუენდა: მოგებებულა: იქი: ვერ: მივალ: მრცხვენიან: გულსა: საჴმილი: დებულა: ჩემად: არაკად: სულდგმული: კაცი: არ: გაწბილებულა: რასაცა: მიზამთ: თქუენ: იცით: ფრიდონ: თქუენადვე: ხლებულა:

1589. ტარიელ: უთხრა: კარგსა: იქ: შენ: პატრონისა: კრძალვასა: აწ: დადეგ: იქი: ნუ: მიხვალ: იქმცა: უჩემოდ: ხალვასა: მე: მივალ: უთხრობ: მეფესა: შენგან: თავისა: მალვასა: ვეჭვ: ღ~თითა: ადრე: შეგყარო: მზესა: მას: ტანად: ალვასა:

1590. მუნ: დადგა: ლომი: ავთანდილ: დაიდგა: მცირე: კარავი: ნესტანდარეჯან: მუნვე: დგას: იგია: მჭურეტთა: მზარავი: მისთა: წამწამთა: ნიავი: ქრის: ვითა: ქარი: არავი: წავიდა: მეფე: ინდოთა: მისრული: მიუპარავი:

1591. ტარიელცა: თაყუანი: სცა: მივა: კოცნად: სასალამოდ: მეფე: ყელსა: აკოცებდა: მართ: ბაგისა: დასაამოდ: გაკვირვებით: ეუბნების: არის: მისგან: სათამამოდ: შენ: მზე: ხარო: შენი: გაყრა: არის: დღისა: შესაღამოდ:

1592. გაეკვირვა: მეფე: მისსა: თუალადობა: სიტურფესა: პირსა: უჭურეტს: გაკვირვებით: უქებს: მკლავთა: სიალფესა: კულავ: ფრიდონცა: უსალამა: თაყუანი: სცა: მან: მეფესა: მას: მეფესა: ავთანდილის: ნახვისათვის: მოსწრაფესა:

1593. მეფე: ტარიას: ქებასა: დაჰკრთების: დაეღონების: ტარიელ: ეტყუის: მეფეო: აწ: გული: შენ: გემონების: მიკვირს: თუ: ეგრე: სიკეთე: თქვენ: ჩემი: რად: გეგონების: რადგან: ავთანდილ: შენია: სხვა: რად: ვინ: მოგეწონების: