... (S-5006), XVIII ს.

თათბირი ტარიელისა სამთაგანვე ციხეს შესხდომა და აღება:

1479. ტარიელ: უთხრა: მე: თქუენი: ვცან: გმირთა: მეტი: გმირობა: თქუენსა: ძალგულსა: თქუენივე: ჰგავს: თათბირობა: პირობა: ვიცი: გწადს: ომი: ფიცხელი: არ: ცუდი: ჴრმალთა: ღირობა: კაციმცა: მაშინ: თქუენ: გახლავს: რა: ომმან: ქნას: გაჭირობა:

1480. მაგრა: იყუენით: ჩემთუისცა: საქმისა: რასმე: რჩევითა: ჴმა: ესმას: ჩემსა: ხელმქმნელსა: ზედა: გარდმოდგეს: მზე: ვითა: თქუენ: გქონდეს: ომი: ფიცხელი: უომრად: მნახოს: მე: ვითა: ესე: მე: დამსვრის: ნუ: უბნობთ: სიტყვითა: თქუენ: სათნევითა:

1481. მაგა: თათბირსა: ესე: სჯობს: ვქმნათ: ჩემი: მონახსენები: გავიყოთ: კაცი: ასასი: რა: ღამე: ჩნდეს: ნათენები: სამთავე: სამგნით: მივმართოთ: ფიცხლად: დავსხლიტოთ: ცხენები: მოგვეგებვიან: ვემცრობით: ჩვენ: ჴრმალსა: მივსცემთ: მძლედ: ნები:

1482. ფიცხლად: შევებნეთ: შევსჯარნეთ: ვერ: მოგვასწრებენ: კარებსა: სამთაგან: ერთი: შევუვალთ: სხვა: გარეთ: ვსცემდეთ: გარებსა: მან: ერთმან: შიგნით: შიგანნი: მივსცნეთ: სისხლისა: ღვარებსა: ჴელი: კვლა: ვჰხადოთ: აბჯარსა: მას: ჩვენგან: მძლედ: ნაჴმარებსა:

1483. ფრიდონ: ლაღი: ამხაანგობს: საუბართა: ესოდენთა: მაგა: ცხენსა: ჩემეულსა: წამოასწრობს: კართა: ვერა: ოდეს: გიძღუენ: არ: ვიცოდი: ქაჯეთს: გვინდა: ქაჯთა: მზერა: თუარა: ყოლა: არ: გიძღუნიდი: ჩემი: გითხრა: სიძუნწე: რა:

1484. ფრიდონ: ლაღი: ამხაანგობს: საუბართა: ესოდენთა: ამაზედან: გაიცინნეს: მათ: წყლიანთა: სიტყვა: ბრძენთა: ერთმანეთსა: ელაღობნეს: ლაღობათა: მათთა: მშუენთა: გარდახდეს: და: დაეკაზმნეს: უკეთესთა: შესხდეს: ცხენთა:

1485. კვლავ: ერთმანერთსა: მიუგეს: სიტყვები: არ: პირმკუახები: დაასკვნეს: იგი: თათბირი: ტარიას: განაზრახები: გაიყუეს: კაცი: ასასი: ყველაი: გმირთა: სახები: ცხენებსა: შესხდეს: აიღეს: მათ: მათი: ჩაბალახები:

1486. იგი: ჭაბუკნი: შუქითა: ვნახენ: მზისაცა: მეტითა: მათ: სამთა: შვიდნი: მნათობნი: ჰფარვენ: ნათლისა: სვეტითა: ტარიელ: შავსა: ზედა: ზის: ტანითა: მით: წერწეტითა: დალივნეს: მტერნი: ომითა: ვითა: მჭვრეტელნი: ჭვრეტითა:

1487. ჩემი: აწ: ესე: ნათქვამი: მათი: სახე: და: დარია: რა: ზედა: წვიმდეს: ღრუბელნი: და: მთათა: აღტყდეს: ღვარია: მოვა: და: ხევთა: მოგრაგნის: ისმის: ზათქი: და: ზარია: მაგრა: რა: ზღუათა: შეერთვის: მაშინ: ეგრეცა: წყნარია:

1488. თუცა: ფრიდონ: და: ავთანდილ: სიკეთე: მიუწდომნია: მაგრა: ტარიას: შემბმელნი: არვისგან: მოსანდომნია: მზე: მნათობთაცა: დაჰფარავს: არცაღა: ნათლად: ჴომნია: აწ: იყურებდით: მსმენელნო: გესმნენ: ფიცხელი: ომნია:

1489. სამთავე: სამად: გაიყვეს: თვითომან: თვითო: კარები: თანა: ჰყვა: კაცი: სამასი: ყუელაი: გმირთა: დარები: მას: ღამით: უქნეს: სადარნო: უცრუო: ანაჩქარები: გათენდა: გაჩნდეს: მიმართეს: თავისთავ: ჰქონდა: ფარები:

1490. პირველ: ამოდ: მიდიოდეს: მგზავრთა: რათმე: მაგიერად: მათ: შიგანთა: ვერა: უგრძნეს: ვერცა: დახვდეს: გულხმიერად: გულსა: შიში: არა: ჰქონდა: ამოდ: დგეს: და: ნებიერად: მიდგეს: გარე: მუზარადნი: დაიხურეს: ჟამიერად:

1491. ანაზდად: ცხენი: გაქუსლეს: მათრახმან: შექნა: წრიალი: რა: ნახნეს: კარნი: გაახვნეს: ქალაქით: გაჰჴდა: ზრიალი: სამთავე: სამგნით: მიმართეს: თავსა: მით: უყვეს: რიალი: იკრეს: ნობსა: და: დაბდაბსა: შეიქნა: ბუკთა: ტკრციალი:

1492. მაშინ: ქაჯეთს: მოიწია: უსაზომო: რისხვა: ღმრთისა: კრონოს: წყრომით: შემხედველმან: მოიშორვა: სიტკბო: მზისა: მათვე: რისხუით: გარდუბრუნდა: ბორბალი: და: სიმგრგვლე: ცისა: ველნი: მკუდართა: ვერ: იტევდა: გადიადდა: ჯარი: მკვდრისა:

1493. კაცსა: უკრავად: დაბნედდის: ჴმა: ტარიელის: ხაფისა: აბჯარსა: ფრეწდის: გაცუდდა: სიმაგრე: ჯავშან: ქაფისა: სამგნითვე: კართა: შესჯარნეს: ჭირი: არ: ნახეს: კაფისა: რა: ქალაქს: შეჰჴდეს: შეიქნა: სიხარკე: ციხეს: სწრაფისა:

1494. ავთანდილ: და: ლომი: ფრიდონ: შიგნით: ერთად: შეიყარნეს: მტერნი: სრულად: აეწყუიდნეს: სისხლი: მათნი: მოეღვარნეს: უყივლეს: და: ერთმანერთი: ნახეს: დიდად: გაეხარნეს: თქუეს: ტარიელ: რა: იქნაო: მისად: ჭვრეტად: თვალნი: არნეს:

1495. ერთმანცა: არა: იცოდა: ვერა: ცნეს: ტარიერისა: ციხესა: კარსა: მიჰმართეს: რიდი: არ: ჰქონდა: მტერისა: მუნ: ნახეს: რიყე: აბჯრისა: ნალეწი: ჴმალთა: წვერისა: ათი: ათასი: ნობათი: უსულო: მსგავსი: მტვერისა:

1496. ციხისა: მცველნი: ყველაი: იდვა: მართ: ვითა: სნეული: თავით: ფერჴამდი: დაჭრილი: აბჯარი: მუნ: დახეული: ციხისა: კარნი: განხმულნი: კართა: ნალეწი: სრეული: ცნეს: ნაქმრად: ტარიელისად: თქუეს: საქმე: არს: მისეული:

1497. გზანი: დახვდეს: შეკაზმულნი: შევიდეს: და: გაძურეს: ჴვრელსა: ნახეს: მზისა: შესაყრელად: გამოეშვა: მთვარე: გველსა: მუზარადი: მოეჴადა: შვენის: აკვრა: თმისა: ლელსა: მკერდი: მკერდსა: შეეწება: გარდაეჭდო: ყელი: ყელსა: