... (S-5006), XVIII ს.

2036. თინათინ: ნესტანდარეჯანს: კვლავ: მოუთქუნა: სინაზეენი: პირი: მზისა: უნათლესი: თმა: გიშერი: ვითა: ტევრნი: აწ: ვაგლახ: მე: ვით: დამალეთ: შუქთა: სხივნი: ბევრის: ბევნი: ჰია: ჰია: ჩემთუის: მოიწივნა: საშინელნი: მოსაწევრნი:

2037. ამისთანათა: სიტყუათა: გრძლად: და: გულმდუღრად: ტიროდა: მერმე: ადგა: და: ქუანიცა: ტიროდეს: ასრე: სულთქმიდა: ტაგრუცსა: გაესალამა: ტანსა: ძაძასა: იცმიდა: თავსა: ნაცარსა: იყრიდა: არა: გუირგუინსა: ირქმიდა:

2038. გასრულდა: მათი: ამბავი: ვითა: სიზმარი: ღამისა: გარდაჴდეს: გავლეს: სოფელი: ნახეთ: სიმუხთლე: ჟამისა: ვის: გრძლად: ჰგონია: მისთუისცა: არის: ერთისა: წამისა: ვსწერ: ვინმე: მესხი: მელექსე: მე: რუსთველისად: ამისა:

2039. ქართველთა: ღმრთისა: დავითის: ვის: მზე: მსახურებს: სარებლად: ესე: ამბავი: გავლექსე: მე: მათად: საკამათებლად: ვინ: არის: აღმოსავლეთით: დასავლეთს: ზართა: მარებლად: ორგულთა: მათთა: დამწველად: ერთგულთა: დამამაგრებლად:

2040. მე: ვთქვი: ქება: თამარისა: და: ჴმელთა: შინა: მნათისა: ვთქუი: მათი: ქება: მიზეზად: მქონდა: ქებისა: მათისა: რომანულისა: თვალისა: მის: ბრილისა: და: სათისა: მემცა: ვით: მექო: ვერ: აქებს: ბრძენნი: თუ: შეკრბენ: ათისა:

2041. დავითის: ქნანი: ვითა: ვთქუნე: სიჩალხე: სიხაფეთანი: ესე: ამბავნი: უცხონი: უცხოთა: ჴელმწიფეთანი: პირველ: ზნენი: და: საქმენი: ქებანი: მათ: მეფეთანი: ვპოვენ: და: ლექსად: გარდავთქუენ: ამითა: ვილაყფეთანი:

2042. ესე: ასეთი: სოფელი: არვისგან: მისანდობელი: წამია: კაცთა: თვალისა: და: წამწამისა: მსწრობელი: რასა: ვინ: ეძებთ: რას: აქნევთ: ბედია: მაყივნებელი: ვის: არ: შეუცვლის: კარგია: ორისავ: იყოს: მხლებელი:

2043. ამირან: დარეჯანის: ძე: მოსეს: უქია: ხონელსა: აბდულმესია: შავთელსა: ლექსი: მას: უქეს: რომელსა: დილარგეთ: სარგის: თმოგველსა: მას: ენა: დაუშრობელსა: ტარიელ: მისსა: რუსთველსა: მისთუის: ცრემლშეუშრომელსა: