... (H-66), 1832 წ.

1480. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა: მოსასხმელად აქლემისად სახლსა მისსა მისაღებლად: მის ყველასა საჭურჭლისად აწ მუნითგან გაემართნეს: არაბეთით მივლად გზისად ავთანდილი გალეული: შესაყრელად მთვარე მზისად

1481. მიხვდეს არაბთა საზღვარსა: რა ვლეს მრავალნი ხანები დახვდა სოფლები ციხები: ჴშირ ჴშირად თანის თანები მუნ შიგა მყოფსა ემოსა: ტანსა ლურჯი და მწვანები ავთანდილისთვის ყველაი: ცრემლითა არს ნაბანები

1482. ტარიელ კაცი გაგზავნა: წინაშე როსტან მეფესა შესთვალა გკადრებ მეფეო: სურვილთა სიიეფესა მე მოვალ მეფე ინდოთა: დარბაზსა თქვენსა სეფესა გიჩვენებ ვარდსა კოკობსა: უფრჭკუელ მოუკრეფელსა

1483. მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა: ნახვა მიწისა შენისა ცდა შეპყრობისა ავი ჰქენ: შემოტევება ცხენისა მე შენთა სპათა ვაჩვენე: ნიშანი რამე წყენისა დავხოცე მონა მრავალი: მსახურნი სრისა თქვენისა

1484. აწ ამად მოვალ წინაშე: დავყარენ ჩემნი გზანია შემინდოთ რაცა შეგცოდეთ: ჰქნეთ გაწყრომისა კმანია ძღვენი არა გვაქვს გმოწმობენ: ფრიდონ და მისნი ყმანია ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ: მე თქვენთვის მამიტანია

1485. რა მიუვიდა მეფესა: მახარობელი ჟამისა ვით გაეხარნეს ვერ იტყვის: ენა ერთისა წამისა თინათინს ღაწვთა ემატა: ელვა შუქისა სამისა ბროლსა და ლალსა აშვენებს: მუნ ჩრდილი წარბ წამწამისა

1486. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა: სიცილი თქართქარებისა ლაშქარნი რბოდეს მი და მო: ქნა სწადდა მათკენ რბენისა დაიწყეს მოსხმა ცხენისა: მოღება უნაგრებისა შესხდეს სიმრავლე მოყმისა: მკლავ ფიცხელ გულ მაგრებისა

1487. მეფე შეჯდა გაეგებნეს: თავადნი და სრულად სპანი ვისცა ესმის მოვიდიან: მას წინაშე სხვაგნით სხვანი ყველაკაი ღ~თსა მადლობს: გაამაღლნეს მათნი ხმანი თქვეს ბოროტსა უმყოფოა: კეთილნია შენთვის მზანი

1488. რა ერთმანერთი აუჩნდა: მისაგებ მოსაგებავი ავთანდილ ეტყვის ტარიელს: სიტყვათა დანაზებავთა აგერა ხედავთ მინდორთა: მტვერითა შენაღებავთა ამად მედების სახმილი: გულსა ეცხება ებავთა

1489. ისია ჩემი გამზრდელი: და თქვენდა მოგებებულა იქი ვერ მივალ მრცხვენიან: გულსა სახმილი დებულა ჩემად არაკად სულდგმული: კაცი არ გაწბილებულა რასაცა მიზამთ თქვენ იცით: ფრიდონ თქვენადვე ხლებულა

1490. ტარიელ უთხრა კარგსა იქ: შენ პატრონისა კრძალვასა აწ დადეგ იქი ნუ მოხვალ იქმცა უჩემოდ ხალვასა მე მივალ უთხრობ მეფესა: შენგან თავისა მალვასა ვეჭვ ღ~თითა ადრე შეგყარო: მზესა მას ტანად ალვასა

1491. მუნ დადგა ლომი ავთანდილ: დაიდგა მცირე კარავი ნესტან დარეჯან მუნვე დგას: იგია მჭვრეტთა მზარავი მისთა წამწამთა ნიავი: ქრის ვითა ქარი არავი წავიდა მეფე ინდოთა: მისრული მიუპარავი

1492. ტარიელცა თაყვანისცა: მივა კოცნად სასალამოდ მეფე ყელსა აკოცებდა: მართ ბაგისა დასაამოდ გაკვირვებით ეუბნების: არის მისგან სათამამოდ შენ მზე ხარო შენი გაყრა: არის დღისა და საღამოდ

1493. გაეკვირვა მეფე მისსა: თვალადობა სიტურფესა პირსა უჭვრეტს გაკვირვებით: უქებს მკლავთა სიალფესა კვლავ ფრიდონცა უსალამა: თაყვანისცა მან მეფესა მას მეფესა ავთანდილის: ნახვისათვის მოსწრაფესა

1494. მეფე ტარიას ქებასა: დაჰკრთების დაეღონების ტარიელ ეტყვის მეფეო: აწ გული შენ გემონების მიკვირს თუ ეგრე სიკეთე: თქვენ ჩემი რად გეგონების რადგან ავთანდილ შენია: სხვა რად ვინ მოგეწონების

1495. ნუ გიკვირს მისი ვერ ნახვა: და დაყოვნება ხანისა მოდი და დავსხდეთ მეფეო: ამოა კორდი მწვანისა გკადრო მიზეზი მისისა: თქვენს წინა ვერ მოტანისა ვიაჯი რასმე მე მართებს: მოთხოვა აწ ფარმანისა

1496. დასხდეს მეფენი მოადგა: გარე სიმრავლე რაზმისა ტარიელს პირსა ციმციმი: ათქს უნათლესი ბაზმისა ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა: ყოფა ქცევისა და ზმისა დაუწყო თხრობა მეფესა: სიტყვისა ბრძნად ნაკაზმისა

1497. მეფეო თავი მემცრობის: მე მისად მოსახსენებლად მაგრა მოსრული თქვენს წინა: ვარ შემამხვეწლად მქენებლად თვით იგი იაჯს რომელი: ჩანს მზეებრ შუქთა მფენელად ვინ არის ჩემად სინათლედ: და ჩემად გამათენებლად

1498. აწ ამას გკადრებთ ორნივე: ხვეწით და შემუდარებით ავთანდილ დამდვა წამალი: მისგან თავისა დარებით დავიწყდეს რომე პატიჟნი: სჭირდეს ჩვენთავე დარებით არ გაწყენ გრძელი ამბავი: არს ჩვენგან მიუმხვდარებით

1499. თქვენთა უყვარს ერთმანერთი: ქალი მას და იგი ქალსა მით ვიგონებ საბრალოსა: მტირალსა და ფერ ნამკრთალსა მუხლ მოყრილი გეაჯები: ნუღარ აწვევ იმათ ალსა რომე მისცე ქალი თქვენი: მკლავ მაგარსა გულ ფიქალსა