... (H-757), 1671 წ.

1488. ნუთუ჻ ესენი჻ გეგონნეს჻ სხუათა჻ მებრძოლთა჻ წესითა ნუცა჻ მე჻ მომკლავ჻ ჭირითა჻ ამისგან჻ უარესითა შენ჻ მკუდარსა჻ გნახავ჻ დავიწვი჻ ვითა჻ აბედი჻ კუესითა მოგშორდი჻ დამთმე჻ გულითა჻ კლდისაცა჻ უმაგრესითა

1489. შენ჻ საყუარელო჻ ნუ჻ სჭმუნავ჻ ჭმუნვითა჻ ამისთანითა ჩემი჻ სთქუა჻ სხუათა჻ მიხუდების჻ იგი჻ ალვისა჻ ტანითა არამ჻ სიცოცხლე჻ უშენოდ჻ ვარ჻ აქამდისცა჻ ნანითა ან჻ თავსა჻ კლდეთა჻ ჩავიქცევ჻ ანუ჻ მოვიკლავ჻ დანითა

1490. შენმან჻ მზემან჻ უშენოსა჻ ვერვის჻ მიხუდეს჻ მთუარე჻ შენი შენმან჻ მზემან჻ ვერვის჻ მიხუდეს჻ მოცავიდენ჻ სამნი჻ მზენი აქა჻ თავსა჻ გარდავიქცევ჻ ახლოს჻ მახლვან჻ დიდნი჻ კლდენი სული჻ ჩემი჻ შეივედრე჻ ზეცით჻ მომხუდენ჻ ნუთუ჻ ფრთენი

1491. ღ~თსა჻ შემვედრე჻ ნუთუ჻ კულა჻ დამხსნა჻ სოფლისა჻ შრომასა ცეცხლსა჻ წყალსა჻ და჻ მიწასა჻ ჰაერთა჻ თანა჻ ძრომასა მომცნეს჻ ფრთენი჻ და჻ აღვფრინდე჻ მივჰხუდე჻ მას჻ ჩემსა჻ ნდომასა დღისით჻ და჻ ღამით჻ ვხედუიდე჻ მზისა჻ ელვათა჻ კრთომასა

1492. მზე჻ უშენოდ჻ ვერ჻ იქნების჻ რათგან჻ შენ჻ ხარ჻ მისი჻ წილი განაღამცა჻ მას჻ იახელ჻ მისი჻ ეტლი჻ არ჻ თუ჻ წბილი მუნა჻ გნახო჻ მანდვე჻ გსახო჻ განმინათლო჻ გული჻ ჩრდილი თუ჻ სიცოცხლე჻ მწარე჻ მქონდა჻ სიკუდილიმცა჻ მქონდა჻ ტკბილი

1493. მე჻ სიკვდილი჻ აღარ჻ მიმძიმს჻ შემოგვედრებ჻ რადგან჻ სულსა მაგრა჻ შენი჻ სიყუარული჻ ჩავიტანე჻ ჩამრჩა჻ გულსა მომეგონოს჻ მოშორვება჻ მემატების჻ წყლული჻ წყლულსა ნუცა჻ მტირ჻ და჻ ნუცა჻ მიგლოვ჻ ჩემო჻ ჩემსა჻ სიყუარულსა

1494. წადი჻ ინდოეთს჻ მიმართე჻ არგე჻ რა჻ ჩემსა჻ მშობელსა მტერთაგან჻ შეიწრებულსა჻ ყოვლგნით჻ ჴელაუპყრობელსა გულსა჻ ალხინე჻ ჩემისა჻ მოშორვებისა჻ მთმობელსა მომიგონებდი჻ მტირალსა჻ შენთუის჻ ცრემლშეუშრობელსა

1495. რაცა჻ ვიჩივლე჻ ბედისა჻ ჩემისა჻ კმა჻ საჩივარად ცან჻ სამართალი჻ მართალი჻ გულისა჻ გულსა჻ მივა჻ რად შენთუის჻ მოვკუდები჻ გავხდები჻ ყორანთა჻ დასახივარად ვირე჻ ცოცხალ჻ ვარ჻ გეყოფი჻ სატირლად჻ და჻ სატკივარად

1496. აჰა჻ ინიშნე჻ ნიშანი჻ შენეულისა჻ რიდისა გარდმიკვეთია჻ ალამი჻ ჩემო჻ ერთისა჻ კიდისა ესეღა჻ დაგრჩეს჻ სანაცულოდ჻ მის჻ იმედისა჻ დიდისა რისხუით჻ მობრუნდა჻ ბორბალი჻ ჩვენზედა჻ ცისა჻ შუიდისა

1497. ესე჻ წიგნი჻ საყვარელსა჻ მისსა჻ თანა჻ მინაწერი რა჻ დაწერა჻ გარდაჰკვეთა჻ მათ჻ რიდეთა჻ ერთი჻ წუერი თავმოჴდილსა჻ დაუშვენდა჻ სისხო჻ თმათა჻ სიგრძე჻ წუერი ალვისაგან჻ სული჻ მოქრის჻ ყორნის჻ ფრთათათ჻ მონაბერი

1498. ესე჻ სიტყვა჻ მართალია჻ არ჻ ჭრელად჻ და჻ არხუასრულად ნესტან჻ დარეჯ჻ ჰქვიან჻ ქალსა჻ ქართულადცა჻ კულა჻ სპარსულად თავშიშველი჻ ყაყაჩოსა჻ ჰგავს჻ თუ჻ იყოს჻ ვარდი჻ სრულად ტარიელის჻ გონებითა჻ ალვა჻ მჭკნარად჻ დანასრულად

1499. იგი჻ მონა჻ წამოვიდა჻ გულანშაროს჻ მიმავალი წამერთ჻ მიჰჴდა჻ ფატმანისსა჻ დღე჻ იარა჻ არმრავალი რა჻ ავთანდილს჻ გაუსრულდა჻ საქმე჻ მისი჻ სასურვალი ჴელაბყრობით჻ ღმერთსა჻ ჰმადლობს჻ ცნობა჻ სრული჻ არა჻ მთრვალი

1500. ფატმანს჻ უთხრა჻ გამისრულდა჻ ჟამად჻ საქმე჻ საწადელი დიდი჻ შენი჻ მოჭირვება჻ ჩემგან჻ არის჻ გარდუჴდელი წავალ჻ დგომად჻ აღარა჻ მცალს჻ დრო჻ მოსრულა჻ შარშანდელი ფიცხლა჻ ქაჯეთს჻ მოვიყვანო჻ მათი჻ მომსპობამწყვედელი

1501. ხათუნმან჻ უთხრა჻ ჰე჻ ლომო჻ ცეცხლი჻ აწ჻ უფრო჻ ცხელდების მოეშორვების჻ ნათელსა჻ გული჻ ამისთუის჻ ბნელდების ისწრაფე჻ ჩემი჻ ნუ჻ გაგუა჻ ხელი჻ ეგრეცა჻ ხელდების თუ჻ ქაჯნი჻ მოგესწრებიან჻ მუნ჻ მისლვა჻ გაგიძნელდების

1502. ყმამან჻ ფრიდონის჻ მონანი჻ უჴმნა჻ მასთანა჻ ხლებულნი უბრძანა჻ მკუდარნი჻ აქამდის჻ აწყა჻ ვართ჻ დაცოცხლებულნი რაცა჻ გუინდოდა჻ მისითა჻ სმენითა჻ გაახლებულნი ჩუენთა჻ მტერთანი჻ გიჩვენნე჻ წყლულნი჻ მით჻ ვაგლახებულნი

1503. მიდით჻ და჻ ფრიდონს჻ უამბეთ჻ ამბავი჻ არნაცქაფავი მე჻ ვერა჻ ვნახავ჻ ვისწრაფი჻ გზა჻ ჩემი჻ არს჻ ნასწრაფავი მან჻ გააჴაფოს჻ ჴმა჻ ჴაფი჻ კულა჻ უფრო჻ გასაჴაფავი თქუენ჻ მოგცე჻ ლარი჻ ყველაი჻ მე჻ ჩემი჻ ნაალაფავი

1504. ჩემსა჻ ზედა჻ დიდი჻ არის჻ ვალი჻ თქუენგან჻ დანადები მადლსა჻ სხვაებრ჻ გარდავიხდი჻ თუღა჻ ფრიდონს჻ შევეყრები აწ჻ წაიღეთ჻ ყველაკაი჻ მეკობრეთა჻ წანაღები ამის჻ მეტსა჻ ვერას჻ მოგცემ჻ ვიცი჻ ამად჻ გეძუნწები

1505. სახლი჻ არ჻ მახლავს჻ არ჻ ძალმაქვს჻ გაცემა჻ საბოძვარისა მისცა჻ მართ჻ სავსე჻ ხომალდი჻ რიცხვი჻ ტურფათა჻ ჯარისა უბრძანა჻ წადით჻ წაიღეთ჻ გზა჻ წავლეთ჻ მისვე჻ არისა ფრიდონს჻ მიართვით჻ უსტარი჻ ჩემგან჻ ძმადნაფიცარისა

წიგნი ავთანდილისა ფრიდონს წინაშე თავის ყმების ხელითა჻

1506. დაწერა჻ ფრიდონ჻ მაღალო჻ სვესრულო჻ მეფეთ჻მეფეო ლომისა჻ მსგავსო჻ ძალგულად჻ მზეო჻ შუქმოიეფეო მოვლენილო჻ და჻ მორჭმულო჻ მტერთა჻ სისხლისა჻ მჩქეფეო უმცროსმან჻ ძმამან჻ შორიშორ჻ სალამი჻ დავიყეფეო