... (Q-1335), XVIII ს.

1485. შეეკაზმა ფრიდონ შეჯდა შეკაზმული გამოვიდა ხმა შეიქნა შეიყარნეს რაზმი ველთა დაჰფარვიდა იგი მზენი მოეგებნეს ვის ზამთარი ვერ დაზრვიდა დაეხურა ზარადები პირსა მათსა უფარვიდა

1486. რა ტარიელ ფრიდონ იცნა თქუა ვნახეო ვინცა მინა მუზარადი მოიჴადა გაიღიმნა გაიცინა ფრიდონს უთხრა რასა ჰლამი ჩუენი მოსულა რას გეწყინა პურად ავი მასპინძელი მოგუეგებვი ომად წინა

1487. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა დავარდა და თაყვანისცა იგინიცა გარდაჴდეს მოეხუივნეს აკოცესცა ფრიდონ ღ~თსა ჴელ აპყრობით უსაზომო მადლი მისცა დიდებულნი აკოცებდეს იცნობდიან იგი ვისცა

1488. ფრიდონ უთხრა რასა სდ{ე}გით მოგელოდი უწინარე მე მზა ვარო სამსახური თქუენი რამცა დავიზარე ჰგუანდა თუცა შეყრილიყვნეს ორნი მზენი ერთი მთვარე ერთმანერთი დააშუენეს გაემართნეს იქცეს გარე

1489. ფრიდონის სახლსა გარდაჴდეს ორნივე ტურფად გებულსა ახლოს დაისუამს ავთანდილს მისსა ძმად შეფიცებულსა ტარიელ დაჯდა საჯდომსა ოქსინო გარდაგებულსა მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს ჭაბუკად ქებულსა

1490. უთხრეს ჯერთ ჟამად არა გუაქვს სხუა შენთვის არმაღანია მაგრა ტურფანი მრავალნი ქუე სადმე გვისხენ სხუანია მან დასდვა პირი მიწასა არ დაიყოვნა ხანია ჩემთუის ამისი ბოძება არს თქუენი შესაგუანია

1491. გამოისუენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა აბანოს ბანნა აავსნნა შესამოსლისა ძღუნობითა დამოსნა ტურფად ტურფითა ერთმანერთისა მჯობითა თუალ მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა

1492. უთხრა თქუა ესე სიტყვაი ავისა მასპინძელისა ჰგავს მომწყენოდეს სტუმრობა თქუენ ბრძნისა ვითა ხელისა მაგრა აწ ყოფნა არ ვარგა წავლა სჯობს გზისა გრძელისა თუ ქაჯნი მოგუესწრობიან საეჭუი არს სიძნელისა

1493. დიდთა რას ვაქნევთ ლაშქართა კარგნი გვინდან და ცოტანი სამასი კაცი გუეყოფის წავიდეთ მართ მეოტანი ჩუენ ქაჯეთს ქაჯთა მეომრად დავაგდეთ ჴრმალთა კოტანი მას ადრე ვჰპოებთ ვისიცა მოგუკლავს ალვისა მოტანი

1494. ქაჯეთს ერთხელ კვლაც ყოფილვარ ნახავთ თქუენცა გემაგრების ყოვლგნით კლდეა გარეშემო მტერი ვერა მოადგების თუ იდუმალ არ შეუალთ ცხადად შებმა არ ეგების მით ლაშქარი არად გუინდა რაზმი მალვით ვერ მოგყვების

1495. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა მუნ დააგდეს ქალი ასმათ ფრიდონ მისცემს საჩუქარსა თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს გმირთა დარსა ბოლოდ ღ~თი გაუმარჯუებს ყოვლსა პირველ შენაზარსა

1496. ზღუა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა ფრიდონ გზა იცის იარეს დღისით და ღამით რებულთა ფრიდონ თქუა ვახლავთ არეთა ჩუენ ქაჯეთს მიახლებულთა აქათგან ღამით ვლა გუინდა მით არას გამჟღავნებულთა

1497. ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ზმიდიან რა გაუთენდის დადგიან და ღამით ფიცხლა ვლიდიან მივიდეს აჩნდა ქალაქი მცველთა ვერ დასთვალვიდიან გარე კლდე იყო გუშაგთა ჴმა ჯარვით გაადიდიან

1498. ყოვლგნით მრგვალი შეუვალი არსით იყო ყოლა პირი სამთა კართა ცხრა ათასი ზედა სცუიდა მოყმე გმირი შუა ციხე ამართული კლდე კეკლუცი არ დუხჭირი გუირაბითა შესავალი ახურეტილი ვითა სტვირი

1499. გუირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია მათ ლომთა ნახეს ქალაქი მთუარე დგას მუნ ნათელია თქვ{ე}ს ვითათბიროთ ვითა ვთქუათ აწ გამორჩევა ძნელია ასი ათასსა აჯობებს თუ გამორჩევით მქნელია

თათბირი ნურადინ ფრიდონისა

1500. ფრიდონ თქუა ვიტყვი სიტყვასა ვეჭუ ჩემი არ დამცდარია ჩუენ ცოტანი ვართ ქალაქი დიდთაგან საომარია პირის პირ ომი არ ძალ გუაქვ არ ჟამი საკუეხარია ათას წელ ვერსით შეუვალთ თუ ზედ დაგუიხშან კარია

1501. ჩემსა სიმცროსსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან მასწავლნეს მათი საქმენი მახლტუნვებდიან მწურთნიდიან ასრე გავიდი საბელსა რომ თუალნი ვერ მომკიდიან ვინცა მჭურეტდიან ყმა წურილნი იგიცა ინატრიდიან

1502. აწ ვინცა ვიცით უკეთე შეტყორცა საგდებელისა მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წუერი საბლისა გრძელისა მას ზედა გავლა ადვილად მიჩანს მართ ვითა ველისა თქუენ ჭირად გაყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა

1503. აბჯრითა გავლა არად მიჩს ჭირად გატანა ფარისა შიგან ჩავხტები კისკისად ვეცემი მსგავსად ქარისა ლაშქართა დავჴოც გავახუამ ნახოთ გაღება კარისა თქვენცა მუნ მოდით სადაცა გესმას ზრიალი ზარისა