... (S-4988), XVII-XVIII სს.

1471. რა჻ გათენდა჻ გაემართნეს჻ წაიტანეს჻ ასმათ჻ თანა: ნურადინის჻ ქუეყანამდის჻ შეისვიან჻ მათ჻ უკანა: მუნ჻ ვაჭარმან჻ ოქროს჻ ფასად჻ ცხენი჻ მისცა჻ არ჻ უძღვანა: ავთანდილ჻ კმა჻ ყოლაოზად჻ სხუამცა჻ ვინღა჻ წაიტანა:

1472. იარეს჻ და჻ ზედა჻ შეჰჴდეს჻ ნურადინის჻ მეჯოგეთა: ჯოგი჻ ნახეს჻ მოეწონა჻ ფრიდონისთვის჻ იაგეთა: მუნ჻ ავთანდილს჻ ინდო჻ ეტყუის჻ გაქნევ჻ კარგთა჻ სიშმაგეთა: მოდი჻ ფრიდონს჻ ველაღობნეთ჻ ჯოგსა჻ მისსა჻ მოვადგეთა:

1473. ჯოგი჻ წაუღოთ჻ მოსრულნი჻ ვესმით჻ ჯოგისა჻ წაღებად: გამოემართვის჻ საომრად჻ ველთა჻ სისხლისა჻ დაღებად: ანასდად჻ გვიცნობს჻ გაჰკრთების჻ გულსა჻ შეელმის჻ დაღებად: ამოა჻ კარგი჻ ლაღობა჻ ლაღსა჻ შევეიქს჻ ლაღებად:

1474. დაუწყეს჻ პყრობა჻ ტაიჭსა჻ ფრიდონის჻ უკეთესებსა: მუნ჻ მეჯოგეთა჻ ფანოსი჻ შეექნა჻ ეკრა჻ კვესებსა: უყივლეს჻ ვინ჻ ხართ჻ მოყმენო჻ ვინ჻ იქთ჻ საქმესა჻ ზესებსა: ჯოგი჻ მისია჻ ვინ჻ მტერსა჻ ჰკრავს჻ ჴმალსა჻ არ჻ აკუნესებსა:

1475. მათ჻ მშვილდები჻ დაიწვადეს჻ მეჯოგეთა჻ გაეკიდეს: მეჯოგენი჻ მიიზახდეს჻ ჴმანი჻ მათნი჻ გაადიდეს: გვიშველეთო჻ გვიშველეთო჻ მეკობრეთა჻ ამოგვწყვიტეს: ჴმა჻ შეიქნა჻ შეიყარნეს჻ ფრიდონს჻ ჰკადრეს჻ არ჻ დარიდეს:

1476. შეეკაზმა჻ ფრიდონ჻ შეჯდა჻ შეკაზმული჻ გამოვიდა: ჴმა჻ შეიქნა჻ შეიყარნეს჻ რაზმი჻ ველთა჻ დაჰფარვიდა: იგი჻ მზენი჻ მოეგებნეს჻ ვის჻ ზამთარი჻ ვერ჻ დაზრიდა: დაეხურა჻ ზარადები჻ პირსა჻ მათსა჻ უფარვიდა:

1477. რა჻ ტარიელ჻ ფრიდონ჻ იცნა჻ თქუა჻ ვნახეო჻ ვინცა჻ მინა: მუზარადი჻ მოიჴადა჻ გაიღიმნა჻ გაიცინა: ფრიდონს჻ უთხრა჻ რასა჻ ჰლამი჻ ჩუენი჻ მოსულა჻ რას჻ გეწყინა: პურად჻ ავი჻ მასპინძელი჻ მოგვეგებვი჻ ომად჻ წინა:

1478. ფრიდონ჻ ფიცხლა჻ გარდაიჭრა჻ დავარდა჻ და჻ თაყუანისსცა: იგინიცა჻ გარდაუხდეს჻ მოეხვივნეს჻ აკოცესცა: ფრიდონ჻ ღმერთსა჻ ჴელ჻ აპყრობით჻ უსაზომო჻ მადლი჻ მისცა: დიდებულნი჻ აკოცებდეს჻ იცნობდიან჻ იგი჻ ვისცა:

1479. ფრიდონ჻ უთხრა჻ რასა჻ სდეგით჻ მოგელოდი჻ უწინარე: მე჻ მზა჻ ვარო჻ სამსახური჻ თქუენი჻ რამცა჻ დავიზარე: ჰგვანდა჻ თუცა჻ შეყრილ჻ იყვნეს჻ ორნი჻ მზენი჻ ერთი჻ მთვარე: ერთმანერთი჻ დააშვენეს჻ გაემართნეს჻ იქცეს჻ გარე:

1480. ფრიდონის჻ სახლსა჻ გარდაჴდეს჻ ორნივე჻ ტურფად჻ გებულსა: ახლოს჻ დაისვამს჻ ავთანდილს჻ მისსა჻ ძმად჻ შეფიცებულსა: ტარიელ჻ დაჯდა჻ საჯდომსა჻ ოქსინო჻ გარდაგებულსა: მათ჻ უძღვნეს჻ იგი჻ აბჯარი჻ ფრიდონს჻ ჭაბუკად჻ ქებულსა:

1481. უთხრეს჻ ჯერთ჻ ჟამად჻ არა჻ გვაქვს჻ სხვა჻ შენთვის჻ არმაღანია: მაგრა჻ ტურფანი჻ მრავალნი჻ ქვე჻ სამე჻ გვისხენ჻ სხვანია: მან჻ დასდვა჻ პირი჻ მიწასა჻ არ჻ დაიყოვნა჻ ხანია: ჩემთვის჻ ამისი჻ ბოძება჻ არს჻ თქუენი჻ შესაგვანია:

1482. გამოისუენეს჻ მას჻ ღამით჻ ფრიდონის჻ მასპინძლობითა: აბანოს჻ ბანნა჻ აავსნა჻ შესამოსლისა჻ ძღუნობითა: დამოსნა჻ ტურფა჻ ტურფითა჻ ერთმანერთისა჻ მჯობითა: თვალ჻ მარგალიტი჻ ღარიბი჻ უძღუნა჻ ოქროსა჻ გობითა:

1483. უთხრა჻ თქუა჻ ესე჻ სიტყუაა჻ ავისა჻ მასპინძელისა: ჰგავს჻ მომწყენოდეს჻ სტუმრობა჻ თქუენ჻ ბრძნისა჻ ვითა჻ ხელისა: მაგრამ჻ აწ჻ დგომა჻ არა჻ ჴამს჻ წავლა჻ სჯობს჻ გზისა჻ გრძელისა: თუ჻ ქაჯნი჻ მოგვესწრებიან჻ საეჭუი჻ არს჻ სიძნელისა:

1484. დიდთა჻ რას჻ ვაქმნევთ჻ ლაშქართა჻ კარგნი჻ გვინდა჻ და჻ ცოტანი: სამასი჻ კაცი჻ გვეყოფის჻ წავიდეთ჻ მართ჻ მეოტანი: ჩვენ჻ ქაჯეთს჻ ქაჯთა჻ საომრად჻ დავაგნეთ჻ ჴმალთა჻ კოტანი: მას჻ ადრე჻ ვჰპოებთ჻ ვისიცა჻ მოგუკლავს჻ ალვისა჻ მოტანი:

1485. ქაჯეთს჻ ერთხელ჻ კულავც჻ ვყოფილვარ჻ ნახავთ჻ თქუენცა჻ გემაგრების: ყოვლგნით჻ კლდეა჻ გარეშემო჻ მტერი჻ ვერა჻ მოადგების: თუ჻ იდუმალ჻ არ჻ შეუვალთ჻ ცხადად჻ შესულა჻ არ჻ ეგების: მით჻ ლაშქარი჻ არად჻ გვინდა჻ რაზმი჻ მალვით჻ ვერ჻ მოგუყუების:

1486. იგინიცა჻ დაემოწმნეს჻ ამა჻ მისსა჻ ნაუბარსა: მუნ჻ დააგდეს჻ ქალი჻ ასმათ჻ ფრიდონ჻ მისცემს჻ საჩუქარსა: თვით჻ სამასსა჻ ცხენოსანსა჻ წაიტანდეს჻ გმირთა჻ დარსა: ბოლოდ჻ ღმერთი჻ გაუმარჯვებს჻ ყოვლსა჻ პირველ჻ შენაზარსა:

1487. ზღვა჻ გაიარეს჻ სამთავე჻ ერთგან჻ ძმად჻ შეფიცებულთა: ფრიდონ჻ გზა჻ იცის჻ იარეს჻ დღისით჻ და჻ ღამით჻ რებულთა: ფრიდონ჻ თქუა჻ ვახლავთ჻ არეთა჻ ჩუენ჻ ქაჯეთს჻ მიახლებულთა: აქათგან჻ ღამით჻ ვლა჻ გვინდა჻ მით჻ არას჻ გამჟღავნებულთა:

1488. ამა჻ ფრიდონის჻ თათბირთა჻ სამნივე჻ ერთგან჻ ზმიდიან: რა჻ გაუთენდის჻ დადგიან჻ და჻ ღამით჻ ფიცხლა჻ ვლიდიან: მივიდეს჻ აჩნდა჻ ქალაქი჻ მცველთა჻ ვერ჻ დასთვალვიდიან: გარეთ჻ კლდე჻ იყო჻ გუშაგთა჻ ჴმა჻ ჯარვით჻ გაადიდიან:

1489. ყოვლგნით჻ მრგუალი჻ შეუვალი჻ არსით჻ იყო჻ ყოლე჻ პირი: სამთა჻ კართა჻ ცხრა჻ ათასი჻ ზედა჻ სცვიდა჻ მოყმე჻ გმირი: შუა჻ ციხე჻ ამართული჻ კლდე჻ კეკლუცი჻ არ჻ დუხჭირი: გვირაბითა჻ შესავალი჻ აჴურეტილი჻ ვითა჻ სტუირი:

1490. გვირაბის჻ კარსა჻ ჭაბუკი჻ ათი჻ ათასი჻ მცველია: მათ჻ ლომთა჻ ნახეს჻ ქალაქი჻ მთვარე჻ დგას჻ მუნ჻ ნათელია: თქვეს჻ ვითათბიროთ჻ ვითა჻ ვთქუათ჻ აწ჻ გამორჩევა჻ ძნელია: ასი჻ ათასსა჻ აჯობებს჻ თუ჻ გამორჩევით჻ მქნელია: