... (S-1727), 1837 წ.

1461. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს: ტარიას მოციქულობა჻ მას გაეცინნეს გაღიმდა: შვენოდა მხიარულობა჻ თქვა თუ მეშველი რად მინდა: მჭირს არავისგან წყლულობა჻ ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს: არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა჻

1462. ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის: მორჭმული ღ~თისა ნებითა჻ საკრძალავი და უკადრი: ლაღი არვისგან ვნებითა჻ არცა რა უმძიმს ქაჯთაგან: არცა გრძნეულთა გრძნობითა჻ მას ზედან შველა რად მინდა: რად მეჭვ რასაცა თნებითა჻

1463. რა მოვა ჩემთვის განგება: ზეცით მოსრულნი ზენანი჻ ღ~თი იწადებს მომივლენ: გულის სახმილთა ლხენანი჻ მაშინღა დამხვდნენ მოკუდავსა: მზისა ელვათა ფენანი჻ უმისჟამისოდ ცუდია: ჩემგან მიდამო რბენანი჻

1464. მიდი და ჰკადრე ტარიელს: პასუხი ჩემგან თხრობილი჻ მადლი რად უნდა მეფეო: ვარ რაზომ გინდა ლმობილი჻ ვარ მუცლითგანვე დედისა: თქვენად სამონოდ შობილი჻ ღ~თნ მუნამდის მიწა მყოს: ვირ მეფე იყო ცნობილი჻

1465. გებრძანა შეყრა მწადიან: საყვარელისა შენისა჻ ეგე არს მსგავსი გულისა: ლმობიერისა თქვენისა჻ მუნა მე ხმალი არ მიკვეთს: არცა სივრცელე ენისა჻ მიჯობს მოლოდნა საქმისა: მის განგებისა ზენისა჻

1466. ესეა ჩემი საწადი: და ჩემი მოსანდომარე჻ ჲინდოეთს გნახო მორჭმული: საჯდომთა ზედა მჯდომარე჻ გვერცავე გიჯდეს მნათობი: პირი ელვათა მკრთომარე჻ მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს: არვინ ჩნდეს მუნ მეომარე჻

1467. რა გამისრულდენ ესენი: ჩემნი გულისა ნებანი჻ მაშინღა მივალ არაბეთს: მამხვდეს მის მზისა ხლებანი჻ როდესცა სწადდეს დამივსნეს: ამა ცეცხლისა დებანი჻ სხვა თქვენგან არა არ მინდა: მძულან რასაცა თნებანი჻

1468. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს: ესე სიტყვანი ყმისანი჻ მან ბრძანა მაგას არა ვიქ: ამას არ უნდა მისანი჻ ვითა მან პოვა მიზეზი: ჩემისა სულთა დგმისანი჻ ეგრევე მანცა სამისოდ: ნახნეს ძალ გულნი ძმისანი჻

1469. მიდი უთხარ ჩემაგიერ: სიტყვა ჩემგან არ ნათნები჻ მე შენისა გამზრდელისა: უნახავად არ დავდგები჻ ვეჭვ მრავალი დამეხოცოს: მონა მისგან საყვარლები჻ ვითხოვ ხოლე შენდობასა: ეგეთიღა მოვბრუნდები჻

1470. ესე უთხარ ამის მეტსა: მოციქულობ ნურას ნუო჻ გვალე წასლვა არ დავშალო: არცა სიტყვა გავათუო჻ მე არ მიზამს არაბთ მეფე: რომე სიტყვა გავიცრუო჻ ამოდ ვთხოვო ქალი მისი: შევეხვეწო შევაგუო჻

1471. უამბო ფრიდონ ავთანდილს: ტარიას მოციქულობა჻ არ დადგებისო ცუდია: შენგან ცდისაღა თქმულობა჻ მას დაუმძიმდა მოედვა: გულსა კვამლ ალმულობა჻ ასრე ხამს რიდი მეფეთა: ყმათაგან მოკრძალულობა჻

1472. ავთანდილ მივა მუხლ მოყრით: ტარიას შესახვეწელად჻ ფერხთა ეხვევის აკოცებს: აღარ შეხედავს ზე წელად჻ ეტყვის კმა რაცა შევცოდე: როსტანს წლეულად მე წელად჻ კვლავ ნუ მიქ ერთგულობისა: გამტეხლად დაცამლეწელად჻

1473. რასაცა ლამი არ მოგცემს: მას ღ~თისა სამართალია჻ გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო: მე საქმე სამუხთალია჻ მე მისთვის ჴელი ვით გავძრა: ვინ ჩემთვის ფერ ნამკრთალია჻ ვით მოიხმაროს მონამან: პატრონსა ზედა ჴრმალია჻

1474. ეგე საქმე მე და ჩემსა: საყუარელსა შეგვამდურვებს჻ ვაჲ თუ გაწყრეს გაგულისდეს: კუშტი გულსა შიაურვებს჻ ამბავსაცა დამიძვირებს: ჭურეტისათვის მამასურვებს჻ შენდობასა ხორციელი: კაცი ვერა დამიურვებს჻

1475. ტარიელ უთხრა სიცილით: მან მზემან შუქ ნაფენამან჻ ჴელი მოჰკიდა ავთანდილს: ამართა ააყენა მან჻ მიყოო კარგი ყველაი: მომართებამან შენამან჻ მაგრა სჯობს შენცა გალხინოს: ჩემან შენითა ლხენამან჻

1476. დია მძულს მეტი მოყურისა: შიში კრძალვა და რიდობა჻ მძულს გაუწყვედლად კუშტობა: და სულ მძიმობა დიდობა჻ თუ მოყვარეა გულისა: ქნას ჩემკენ მონაზიდობა჻ თვარე მე ჩემად იგ მისად: დია სჯობს კიდის კიდობა჻

1477. მე ვიცი გული საშენოდ: შენისა საყუარელისა჻ არ ეწყინების სტუმრობა: შენისა მე შემყრელისა჻ რადმცა რა ვჰკადრე მეფესა: თხრობა რასაცა ჭრელისა჻ ოდენ ნახვისა მათისა: ნატრა მაქვს სანატრელისა჻

1478. ამას ოდენ მოვახსენებ: მუდარით და შეპოვნებით჻ რომე მოგცეს ქალი მისი: მან მისითა მოგონებით჻ რადგან ბოლო შეყრავეა: სიშორესა ვით ეთნებით჻ დააშვენეთ ერთმანერთი: თავის თავის ნუ დასჭკნებით჻

1479. რა ავთანდილ ტარიასგან: ცნა წასვლასა არ დაშლიდა჻ არა ჰკადრა შეცილება: საუბარსა ზედან რთვიდა჻ ფრიდონ კაცსა დარჩეულსა: სათანაოდ გარდასთვლიდა჻ თანა წაჰყვა განაღამცა: მას თანავე გზასა ვლიდა჻

ტარიელისაგან ქვაბსვე მისვლა მეორედ და საჭურჭლეთა ნახვა჻