..., 1860 წ.

1490. თქვეს ესე ნიშნად გვეყოფის. ვართო კარგისა ბედითა ღ~თნ მოგვხედა თვალითა. ზე გარდმო მონახედითა აიღეს იგი აბჯარი. თავის თავისა ქედითა და თვითო მათ ერთი ფრიდონის. საძღნობლად შეკრეს ღვედითა.

1491. ოქროც რამე წაიტანეს. მარგალიტი ღარიბები გამოვიდნენ გამობეჭდეს. ორმოცი ვე საჭურჭლები ავთანდილ თქვა ამას იქით. დავამაგროთ ჴმალსანები და ამას ღამე არსად წავალ. რა გათენდეს არ დავდგები.

1492. აქა მხატვარო დახატე. ძმა უმტკიცესი ძმობილნი იგი მიჯნურნი მნათობთა. სხვისა ვერ ვისგან სწრობილნი ორნივე გმირნი მოყმენი. მამაცობისა ცნობილნი და რა ქაჯეთს მივლენ გასინჯეთ. ომი ლახვართა სობილნი.

ტარიელისა და ავთანდილისაგან ფრიდონისას წასვლა.

1493. რა გათენდა გაემართნეს. ჩაიტანეს ასმათ თანა. ნურადინის ქვეყანამდინ. შეისვიან მათ უკანა მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად. ცხენი მისცა არ უძღუანა და ავთანდილ ყმა ყოლაუზად. სხვამცა ვინღა წაიტანა.

1494. იარეს და ზედა შესხდეს. ნურადინის მეჯოგეთა ჯოგი ნახეს მოეწონათ. ფრიდონისთვის ეაგეთა მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის. გაქნევ კართა სიმაგრეთა და მოდი ფრიდონს ველაღობნეთ. ჯოგსა მისსა მოვადგეთა.

1495. ჯოგი წაუღოთ მოსრულნი. ესმით ჯოგისა წაღებად გამოემართვის საომრად. ველთა სისხლისა დაღებად ანაზდად გვიცნობს გაჰკრთების. გულსა შელამის დაღებად და ამოა კარგი ლაღობა. ლაღსავე შეიქს ლაღობად.

1496. დაიწყეს პყრობა ტაიჭთა. ფრიდონის უკეთესებსა მუნ მეჯოგეთა ფანოსი. შეექნათ ეკრათ კვესებსა უყივლეს ვინ ხარ მოყმენო. ვინ იქთ საქმესა ზესებსა და ჯოგი მისია ვინ მტერსა. ჰკრავს ჴმალსა არ აკუნესებსა.

1497. მათ მშვილდები დაიწოდეს. მეჯოგეთა გაეკიდნეს მეჯოგენი მიიძახდეს. ჴმანი მათნი გაადიდნეს გვი შველეთ გვიშველეთო. მეკობრეთა ამოგვწყვიტეს და ჴმა შეიქნა შეიყარნეს. ფრიდონს ჰკადრეს არ დარიდეს.

1498. შეეკაზმა ფრიდონ შეჯდა. შეკაზმული გამოვიდა ჴმა შეიქნა შეიყარნეს. რაზმი ველთა დაფარვიდა იგი მზენი მოეგებნეს. ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა და დაეხურათ ზარადები. პირსა მათსა უფარვიდა.

1499. რა ტარიელ ფრიდონ იცნა. თქვა ვნახეო ვინცა მინდა მუზარადი მოიხადა. გაიღიმდა და გაიცინა ფრიდონს უთხრა რასა ლამი. ჩემი მოსვლა რას გეწყინა და პურად ავი მასპინძელი. მოგვეგებვი ომად წინა.

1500. ფრიდონ ფიცხლავ გარდაიჭრა. დავარდა და თაყვანისცა იგინიცა გარდაუხდეს. მოეხვივნეს აკოცისცა ფრიდონ ღ~თსა ჴელ აპყრობით. უსაზომო მადლი მისცა და დიდებულნი აკოცებდეს. იცნობდიან იგი ვისცა.

1501. ფრიდონ უთხრა რასა სდგევით. მოგელოდი უწინარე მე მზე ვარო სამსახურად. თქვენი რამცა დავიზარე გვანდა თუცა შეყრილიყვნენ. ორნი მზენი ერთი მთვარე და დააშვენეს ერთმანერთი. გაემართნეს იქცენ გარე.

1502. ფრიდონის სახლსა გარდახდეს. ორნივე ტურფად გებულსა ახლოს დაისვამს ავთანდილს. მისად ძმად შეფიცებულსა ტარიელ დაჯდა საჯდომსა. ოქსინო გარდაგდებულსა და მათ უძღვნეს იგი აბჯარი. ფრიდონ ჭაბუკად ქებულსა.

1503. უთხრეს ჯერთ ჟამად არა გვაქვს. სხვა შენთვის არმაღანია მაგრამ ტურფანი მრავალნი. ქვე სადმე გვისხენ სხვანია მან დასდვა პირი მიწასა. არ დაიყოვნო ხანია და ჩემთვის ამისი ბოძება. არს თქვენი შესაგვანია.

1504. გამოისვენეს მას ღამეს. ფრიდონის მასპინძლობითა აბანოს ბანა აავსნა. შესამოსლითა ძღნობითა დამოსა ტურფა ტურფითა. ერთმანერთისა მჯობითა და თვალ მარგალიტი ღარიბი. უძღვნა ოქროსა გობითა.

1505. უთხრა თუ ესე სიტყვაა. ავისა მასპინძელისა გავს მოსწყენოდეს სტუმრობა. თქვენ ბრძენთა ვითა ხელისა მაგრამ აწ დგომა არა ხამს. წასვლა სჯობს გზისა გრძელისა და თუ ქაჯნი მოგვესწრებიან. საეჭვი არს სიძნელისა.

1506. დიდთა რას ვაქნევთ ლაშქარსა. თუ კარგი გვინდა ცოტანი სამასი კაცი გვეყოფის. წავიდეთ მართ მეოტანი ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად. დავაგოთ ჴმალთა კოტანი და მას ადრე ვპოვებთ ვისიცა. მოგვკვლავს ალვისა მოტანი.

1507. ქაჯეთს ერთხელ კვლავ ყოფილვარ. ნახე თქვენცა გემაგრების ყოვლგნით კლდეა გარეშემო. მტერი ვერსით მოუდგების თუ იდუმალ არ შეუვალთ. ცხადად შესლვად არ ეგების და მად ლაშქარი არად გვინდა. რაზმი მალვით ვერ მოგვყების.

1508. იგინიცა დაემოწმნენ. ამა მისსა ნაუბარსა მუნ დააგდეს ქალი ასმათ. ფრიდონ მისცემს საჩუქარსა თვით სამასსა ცხენოსანსა. წაიტანენ გმირსა დარსა და ბოლოს ღ~თი გაუმარჯვებს. ყოვლსა პირველ შენაზარსა.