..., 1860 წ.

1470. ვითა გვმართებს გახარება. პირველ ეგრე გავახარნეთ მერმე შევხდეთ გავემართნეთ. ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ ჴმალნი ჩვენნი ვიწინამძღვროთ. მათი ზურგი დავიყარნეთ და უჭირველად შემოვიქცეთ. იგი მძორთა დავადარნეთ.

1471. მერმე ტარიელ ამბავსა. კითხავს აღარა ბნდებოდა შეხედის თვალი ამართის. შავ თეთრი ელვა კრთებოდა მართ ვითა ლალსა მზისაგან. მას ფერი მატებოდა და ვინ ღირსა თუმცა წყალობით. ცა მიწყივ მობრუნდებოდა

1472. ავთანდილ მადლი უბრძანა. ქნა უყო საუბარისა მე შენი ქება ვითა ვთქვა. ბრძენთაგან საქებარისა ვითა მზე მთისა წყარომან. მომრწყე ყვავილი ბარისა და დამწყვიტე დენა ცრემლისა. ნარგისთა ნაგუბარისა.

1473. მე ვერ გარდვიხდი ნაცვალსა. ღ~თი შემოგზღავს ციერი ზე გარდმო მისით შემოგზღოს. მუქაფა ჩემ მაგიერი შესხდეს და შინა წავიდნენ. მათ ჰქონდათ ლხინი ძრიელი და აწვე გააძღო სოფელმან. ასმათ ადრითგან მშიერი.

1474. ქვაბისა კარსა ასმათი. მარტო ზის არ ბარგოსანი შეხედა იცნა ტარიელ. თანა ყმა ჭარმა კოსანი. ორნივე ტურფად იმღერის. ვით იადონი მგოსანი და მაშინვე იცნა ავარდა. მოშლილი პერანგოსანი.

1475. აქამდის მიწყივ ენახა. ქვაბს მისვლა მოტირალისა აწ გაუკვირდა დანახვა. სიცილით მომღერალისა ზარ აღებული ავარდა. ცნობა უც ვითა მთვრალისა და არ იცის სმენა ამბისა. ჯერ მისგან სასურველისა.

1476. მათ რა ნახეს შემოჰყივლეს. სიცილით და კბილსა ჩენით ჱე ასმათო მოგვივიდა. მოწყალება ღ~თისა ზენით ვპოვეთ მთვარე დაკარგული. რაცა გწადდა იგი ვქენით და აწ გავვეთდით ბედისაგან. ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით.

1477. ავთანდილ ცხენით გარდახდა. ასმათის მოსახვეველად მან მიჰყო ჴელი ალვასა. შტო მოჰყვა მოსარხეველად ყელსა და პირსა აკოცა. არის ცრემლისა ფრქველად და რა სცანო რა ჰქენ მიამბე. ვსტირ შენი მაჯე ველად.

1478. ავთანდილ ასმათს უსტარი. მისცა მისისა ზრდილისა ალვისა შტო დამჭკნარისა. მთვარისა ფერ მიხდილისა უთხრა თუ ნახე ნაწერი. მის პატიჟ გარდახდილისა და მზე მოგვეახლა მოგვეცა. ჩვენ მოშორვება ჩრდილისა.

1479. ასმათ რა ნახა უსტარი. სცნა მისი დანაწერობა გაჰკვირდა ზარმან აიღო. ათრთოლებს ვითა ხელობა ტერფით ფხამდის გაუხდა. მას მეტი საკვირველობა და იტყვის რა ვნახე რა მესმა. არისმცა ამისი მრთელობა.

1480. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის. ეგე ამბავი მთელია ლხინი მოგვეცა მოგვშორდა. ყოველი ჭირი ძნელია მზე მოგვეახლა უკუნი. ჩვენთვის აღარა ბნელია და ბოროტსა სძლია კეთილმან. არსება მისი გრძელია.

1481. ინდოთ მეფე მხიარული. ასმათს რასმე უბრძანებდა ერთმანერთსა ეხვეოდეს. სიხარული ატირებდა ვარდსა ზედან ყორნის ბოლო. ნამსა თხელსა აპკურებდა და კაცსა ღ~თი არ გასწირავს. თუცა კაცი შეიგებდა.

1482. ღ~თსა მისცეს დიდი მადლი. თქვეს გვიყოო რაცა სჯობდა აწყა ვსცანით უარესსა. პირი თქვენი არ გაბრჭობდა ინდოთ მეფე ჴელ განპყრობით. მხიარული ამას ჴმობდა და ქვაბს შევიდნენ მხიარულნი. ასმათ რასმე მასპინძლობდა.

1483. ტარიელ ეტყვის ავთანდილ. ისმინე სიტყვა ასები გიამბობ რასმე ამბავსა. მოამბედ ნუ გენასები მე ოდენ ქვაბნი წაუხმენ. დავხოცე დევთა დასები და მას აქეთ მათი აქა ძეს. საჭურჭლე ძვირ ნაფასები.

1484. მე აგრე არა მინახავს. მართ ვითა არა მდომია მოდი და გავხსნათ შევიგნათ. საჭურჭლე თუ რაზომია იამა ადგნენ ორნივე. არცა ქვე ასმათ მჯდომია და დალეწეს კარი ორმოცი. მათგან არ ზედა ომია.

1485. ჰპოვეს საჭურჭლე უსახო. კვლავ უნახავი თვალისა მუნ იდვა რიყე თვალისა. ჴელ წმიდად განათალისა ჩნდის მარგალიტი ოდენი. ბურთისა საბურთალისა და ვინცა ქნას რიცხვი ოროსი. ვერ ვისგან და ნათვალისა

1486. იგი სახლი ორმოცივე. შიგან იყო გატენილი პოვეს ერთი ზარადხანი. აბჯრისათვის ახლა ქნილი მუნ აბჯარი ყოვლი ფერი. ისრე იდვა ვითა მწნილი და შიგან ერთი კიდობანი. დაბეჭდილი არ გახსნილი.

1487. ზედან ეწერა აქა ძეს. აბჯარი საკვირველიო ჯაჭვი მუზარადი აბჯარი. ჴმალი ბასრისა მჭრელიო თუ ქაჯნი დევთა შეებნენ. იყო დღე იგი ბნელიო და ჟამის ჟამისოდ ვინც გახსნის. არის მეფეთა მკვლელიო.

1488. კიდობანი ჰპოვეს გახსნეს. მუნ აბჯარი სამი ტანი რასამცა ვით შეიმოსნე. მეომარნი სამნი ყმანი ჯაჭვი ჴმალი მუზარადი. საბარკული მათი გვანი და ზურმუხტისა ბუდებითა. იყოვითა ლუსკუმანი.

1489. ავთანდილ თვით ჩაიცვა. თავის თავსა გამოსცდიდიან ჯაჭვს მუზარადსა აბჯარსა. მართვერა ვერ მოჰკიდიან ჴმალი რკინისა მოჰკრიან. ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან და მათ უღირს ყოვლად ქვეყანად. შევატყევ არ გაჰყიდიან.