... (S-5006), XVIII ს.

1461. უთხრეს: ჯერთ: ჟამად: არა: გვაქვს: სხვა: შენთვის: არმაღანია: მაგრა: ტურფანი: მრავალნი: ქვე: სადმე: გვისხენ: სხვანია: მან: დასდვა: პირი: მიწასა: არ: დაიყოვნა: ხანია: ჩემთუის: ამისი: ბოძება: არს: თქუენი: შესაგუანია:

1462. გამოისვენეს: მას: ღამით: ფრიდონის: მასპინძლობითა: აბანოს: ბანნა: აავსნა: შესამოსლისა: ძღუნობითა: დამოსნა: ტურფა: ტურფითა: ერთმანერთისა: მჯობითა: თვალმარგალიტი: ღარიბი: უძღვნა: ოქროსა: გობითა:

1463. უთხრა: თქუა: ესე: სიტყვაა: ავისა: მასპინძელისა: ჰგავს: მომწყენოდეს: სტუმრობა: თქუენ: ბრძნისა: ვითა: ხელისა: მაგრა: აწ: ყოვნა: არ: ვარგა: წავლა: სჯობს: გზისა: გრძელისა: თუ: ქაჯნი: მოგვესწრებიან: საეჭვი: არს: სიძნელისა:

1464. დიდთა: რას: ვაქმნევთ: ლაშქართა: კარგნი: გვინდან: და: ცოტანი: სამასი: კაცი: გუეყოფის: წავიდეთ: მართ: მეოტანი: ჩუენ: ქაჯეთს: ქაჯთა: საომრად: დავაგნეთ: ჴრმალთა: კოტანი: მას: ადრე: ვჰპოებთ: ვისიცა: მოგვკლავს: ალვისა: მოტანი:

1465. ქაჯეთს: ერთხელ: მეც: ვყოფილვარ: ნახავთ: თქუენცა: გემაგრების: ყოვლგნით: კლდეა: გარეშემო: მტერი: ვერა: მოადგების: თუ: იდუმალ: არ: შეუვალთ: ცხადად: შებმა: არ: ეგების: მით: ლაშქარი: არად: გვინდა: რაზმი: მალვით: ვერ: მოგუყუების:

1466. იგინიცა: დაემოწმნეს: ამა: მისსა: ნაუბარსა: მუნ: დააგდეს: ქალი: ასმათ: ფრიდონ: მისცემს: საჩუქარსა: თვით: სამასსა: ცხენოსანსა: წაიტანდეს: გმირთა: დარსა: ბოლოდ: ღმერთი: გაუმარჯვებს: ყოვლსა: პირველ: შენაზარსა:

1467. ზღვა: გაიარეს: სამთავე: ერთგან: ძმად: შეფიცებულთა: ფრიდონ: გზა: იცის: იარეს: დღისით: და: ღამით: რებულთა: ფრიდონ: თქუა: ვახლავთ: არეთა: ჩუენ: ქაჯეთს: მიახლებულთა: აქადგან: ღამით: ვლა: გვინდა: მით: არას: გამჟღავნებულთა:

1468. ამა: ფრიდონის: თათბირთა: სამნივე: ერთგან: ზმიდიან: რა: გაუთენდის: დადგიან: და: ღამით: ფიცხლა: ვლიდიან: მივიდეს: აჩნდა: ქალაქი: მცველთა: ვერ: დასთვალვიდიან: გარე: კლდე: იყო: გუშაგთა: ჴმა: ჯარვით: გაადიდიან:

1469. გვირაბის: კარსა: ჭაბუკი: ათი: ათასი: მცველია: მათ: ლომთა: ნახეს: ქალაქი: მთვარე: დგას: მუნ: ნათელია: თქუეს: ვითათბიროთ: ვითა: ვთქვათ: აწ: გამორჩევა: ძნელია: ასი: ათასსა: აჯობებს: თუ: გამორჩევით: მქმნელია:

თათბირი ნურადინ ფრიდონისა ქაჯეთის ციხეს რომ მოადგნენ:

1470. ფრიდონ: თქუა: ვიტყვი: სიტყვასა: ვეჭუ: ჩემი: არ: დამცდარია: ჩუენ: ცოტანი: ვართ: ქალაქი: დიდთაგან: საომარია: პირისპირ: ომი: არ: ძალ: გვაქვს: არჟამი: საკუეხარია: ათას: წელ: ვერსით: შევუვალთ: თუ: ზედ: დაგუიხშან: კარია:

1471. ჩემსა: სიმცროსსა: გამზრდელნი: სამუშაითოდ: მზრდიდიან: მასწავლნეს: მათი: საქმენი: მახლტუნებდიან: მწურთიდიან: ასრე: გავიდა: საბელსა: რომ: თვალნი: ვერ: მომკიდიან: ვინცა: მჭვრეტდიან: ყმაწვილნი: იგიცა: ინატრიდიან:

1472. აწ: ვინცა: ვიცით: უკეთუ: შეტყორცა: საგდებელისა: მან: ერთსა: ბურჯსა: გარდვაგდოთ: წვერი: საბლისა: გრძელისა: მაზედა: გავლა: ადვილად: მიჩანს: მართ: ვითა: ველისა: თქუენ: ჭირად: გაყო: შიგანთა: პოვნა: კაცისა: მრთელისა:

1473. აბჯრითა: გავლა: არად: მიჩს: ჭირად: გატანა: ფარისა: შიგან: ჩავხტები: კისკასად: ვეცემი: მსგავსად: ქარისა: ლაშქართა: დავჰჴოც: გავახუამ: ნახოთ: გაღება: კარისა: თქუენცა: მუნ: მოდით: სადაცა: გესმას: ზრიალი: ზარისა:

თათბირი ავთანდილისა ქაჯეთის ციხის შეპარვით შესვლისა და აღებისა:

1474. ავთანდილ: უთხრა: ჰე: ფრიდონ: მოყვასნი: ვერ: გიჩივიან: ლომთა: მკლავთაგან: იმედი: გაქუ: არა: წყლულნი: გტკივიან: სთათბირობ: ძნელთა: თათბირთა: მტერთა: ივაგლახივიან: მაგრა: თუ: გესმის: გუშაგნი: რა: ახლო: ახლო: ყივიან:

1475. რა: გახვიდოდე: გუშაგთა: ესმას: აბჯრისა: ჩხერება: გიგრძნობენ: თოკსა: მოჰკუეთენ: ამისი: ჴამს: დაჯერება: წაგიჴდეს: ცუდად: ყველაი: დაგრჩეს: ცუდიღა: ფერება: ეგე: თათბირი: არ: ვარგა: სხუაებრ: ვჰქნათ: თავის: ტერება:

1476. სჯობს: დადეგით: დამალულნი: თქუენ: ადგილსა: იდუმალსა: ისი: კაცნი: არ: იჭირვენ: მგზავრსა: ქალაქს: შემავალსა: სავაჭროდა: მოვეკაზმი: ვიქ: საქმესა: მე: მუხთალსა: ერთსა: ჯორსა: გარდავჰკიდებ: მუზარადსა: ჯაჭვსა: ჴრმალსა:

1477. სამთავე: შესულა: არ: ვარგა: თუ: გვიგრძნან: არს: სათუები: მე: მარტო: შევალ: ვაჭრულად: და: კარგად: შევეტყუები: მალვით: ჩავიცვამ: აბჯარსა: გავჩნდები: გავეცრუები: ღმერთმან: ქნას: უხუად: ვადინო: შიგნით: სისხლისა: რუები:

1478. შიგანთა: მცველთა: მოვიცლი: მე: უნახავად: ჭირისად: თქუენ: გარეთ: კართა: ეცენით: ყოველნი: მგზავსად: გმირისად: კლიტეთა: დავლეწ: გავახუამ: ნახოთ: გაღება: კარისად: თუ: რა: სხვა: გვიჯბს: თქუენ: ბრძანეთ: ვარ: მრჩევლად: ამა: პირისად: