... (H-66), 1832 წ.

1461. უამბო ფრიდონ ავთანდილს: ტარიას მოციქულობა არ დადგებისო ცუდია: შენგან ცდისაღა თქმულობა მას დაუმძიმდა მოედვა: გულსა კვამლ ალმულობა ასრე ჴამს რიდი მეფეთა: ყმათაგან მოკრძალულობა

1462. ავთანდილ მივა მუხლ მოყრით: ტარიას შესახვეწელად ფერხთა ეხვევის აკოცებს: აღარ შეხედავს ზე წელად ეტყვის კმა რაცა შევცოდე: როსტანს წლეულად მე წელად კვლავ ნუ მიქ ერთგულობისა: გამტეხლად დაცამლეწელად

1463. რასაცა ლამი არ მოგცემს: მას ღ~თისა სამართალია გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო: მე საქმე სამუხთალია მე მისთვის ჴელი ვით გავძრა: ვინ ჩემთვის ფერ ნამკრთალია ვით მოიხმაროს მონამან: პატრონსა ზედა ჴრმალია

1464. ეგე საქმე მე და ჩემსა: საყვარელსა შეგვამდურვებს ვაი თუ გაწყრეს გაგულისდეს: კუშტი გულსა შიაურვებს ამბავსაცა დამიძვირებს: ჭვრეტისათვის მამასურვებს შენდობასა ხორციელი: კაცი ვერა დამიურვებს

1465. ტარიელ უთხრა სიცილით: მან მზემან შუქ ნაფენამან ჴელი მოჰკიდა ავთანდილს: ამართა ააყენა მან მიყოო კარგი ყველაი: მომართებამან შენამან მაგრა სჯობს შენცა გალხინოს: ჩემან შენითა ლხენამან

1466. დია მძულს მეტი მოყურისა: შიში კრძალვა და რიდობა მძულს გაუწყვედლად კუშტობა: და სულ მძიმობა დიდობა თუ მოყვარეა გულისა: ქნას ჩემკენ მონაზიდობა თვარე მე ჩემად იგ მისად: დია სჯობს კიდის კიდობა

1467. მე ვიცი გული საშენოდ: შენისა საყვარელისა არ ეწყინების სტუმრობა: შენისა მე შემყრელისა რადმცა რა ვჰკადრე მეფესა: თხრობა რასაცა ჭრელისა ოდენ ნახვისა მათისა: ნატრა მაქვს სანატრელისა

1468. ამას ოდენ მოვახსენებ: მუდარით და შეპოვნებით რომე მოგცეს ქალი მისი: მან მისითა მოგონებით რადგან ბოლო შეყრავეა: სიშორესა ვით ეთნებით დააშვენეთ ერთმანერთი: თავის თავის ნუ დასჭკნებით

1469. რა ავთანდილ ტარიასგან: ცნა წასვლასა არ დაშლიდა არა ჰკადრა შეცილება: საუბარსა ზედან რთვიდა ფრიდონ კაცსა დარჩეულსა: სათანაოდ გარდასთვლიდა თანა წაჰყვა განაღამცა: მას თანავე გზასა ვლიდა

ტარიელისაგან ქვაბსვე მისვლა მეორედ და საჭურჭლეთა ნახვა჻

1470. ამ საქმესა დაფარულსა: ბრძენ დივნოს გააცხადებს ღ~თი კეთილს მოავლინებს: არ ბოროტსა არ დაბადებს თავსა წამ ერთ შეამოკლებს: კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს თავსა მისსა უკეთესსა: უზადო ჰყოფს არ აზადებს

1471. ფრიდონისით გაემართნეს: იგი ლომნი იგი მზენი თანა მიჰყავს პირი მზისა: ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო: დაწყობილი დანათხზენი მუნ ბალახშსა აშვენებდეს: სინატიფე სინაზენი

1472. იგი მზე უჯდა კუბოსა: და აგრე არონინებდეს მინადირობდეს ნადირსა: მუნ სისხლსა დაადინებდეს სადაცა დახვდის ქუეყანა: მჭვრეტელთა მოალხინებდეს მოეგებნიან სძღნობდიან: აქებდეს არ აგინებდეს

1473. მას გვანდეს თუცა სამყაროს: მზე უჯდა შუა მთვარეთა იარნეს დღენი მრავალნი: ლაღთა ბრძნათ მოუბარეთა შიგან მათ დიდთა მინდორთა: ყოვლგნით კაც მიუმცდარეთა სად ყოფილ იყო ტარიელ: მიხვდა მის კლდისა არეთა

1474. ტარიელ ბრძანა მე მმართებს: დღეს თქვენი მასპინძელობა მუნ მივალ სადა ყოფილ ვარ: მჭირდა სადამდის ხელობა მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან: მას უც ჴორცისა ჴმელობა მე რომე გიძღვნი ტურფათა: აქოთ ლარისა ჭრელობა

1475. მივიდეს შიგან გარდაჴდეს: ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა ასმათს უცს ჴორცი ირმისა: იქს მასპინძლობა კვეთასა ამხანაგობდეს ლაღობდეს: წასვლასა მათ საქმეთასა ღ~თსა მადლობდეს შეცულასა: ლხინათ ჭირისა დღეთასა

1476. მოიარეს ქვაბოვანნი: თამაშობდეს მხიარულნი პოვნეს იგი საჭურჭლენი: ტარიასგან დაბეჭდულნი ვერცა ვისგან დანათვალნი: ვერცა ვისგან შეგებულნი არ იტყვიან არა გვაქვსო: იგ ამისთვის გულ ნაკლული

1477. უბოძა ტურფა მრავალი: მათ მათი შესადარები კვლავ ფრიდონისნი აავსნა: სპა ჰყუა თუ სპასალარები აივსო კაცი ყუელაი: მაშინ მათ თანა ნარები მაგრა ძეს რომე საჭურჭლე: გვანდა კაც დაუკარები

1478. ფრიდონს უთხრა ვალი შენი: ჩემგან ძნელად გარდიხდების მაგრა თქმულა კარგის მქნელი: კაცი ბოლოდ არ წახდების აწ საჭურჭლე რაზომიცა: აქა ძეს და ან იდების შენი იყოს ყველაკაი: შენ წაიღე ვითა გხვდების

1479. ფრიდონ მდაბლად თაყუანისცა: ჰკადრა მადლი მეტის მეტი მე მეფეო რად გგონივარ: უჭკუო და აგრე რეტი მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს: ვინმცა იყო ვითა კეტი ჩემი ლხინი მუნამდისა: ვირე ვიყო შენი მჭვრეტი