... (H-757), 1671 წ.

1470. აწ჻ ვინმე჻ მოყმე჻ მოვიდა჻ შუენიერითა჻ პირითა მან჻ უთხრა჻ წურილად჻ ყველაი჻ თქუენ჻ ხართ჻ რათაცა჻ ჭირითა იგია჻ შენი჻ მძებნელი჻ მკლავითა჻ ვითა჻ გმირითა მე჻ გამომგზავნეს჻ დამვედრეს჻ სწრაფა჻ სწრაფითა჻ ჴშირითა

1471. ქალმან჻ უთხრა჻ მემართლების჻ ყმაო჻ შენი჻ ნაუბარი ფატმან჻ ჩემი჻ არ჻ იცოდა჻ ვიყავ჻ ვისი჻ წანაგუარი უღონიოდ჻ არის჻ სადმე჻ ჩემი჻ ცეცხლთა჻ მომდებარი მე჻ მიუწერ჻ შენცა჻ ჰკადრე჻ ვარ჻ ვითამცა჻ გულმდუღარი

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთანა თავის ხელითა სწერს჻

1472. პირმზე჻ ვჰწერ჻ აჰა჻ ხათუნო჻ დედისა჻ მჯობო჻ დედაო მისგან჻ ტყვექმნილსა჻ სოფელმან჻ რა჻ მიყო჻ ამას჻ ხედაო მე჻ გლახ჻ მათ჻ ჩემთა჻ პატიჯთა჻ სხუაცა჻ დამერთო჻ ზედაო აწ჻ ვნახე჻ შენი჻ უსტარი჻ მე჻ დიდად჻ მეიმედაო

1473. შენ჻ ორთა჻ დამჴსენ჻ გრძნეულთა჻ გამიადვილე჻ ჭირები აწ჻ აქა჻ სრულთა჻ ქაჯთაგან჻ ვარ჻ ასრე჻ დანამჭირები ერთსა჻ მცავს჻ ერთი჻ სამეფო჻ ბევრჯელ჻ ათასი჻ გმირები ავად჻ მომიჴდა჻ თათბირი჻ და჻ ჩემი჻ დანაპირები

1474. სხუად჻ ამბავი჻ აქაური჻ მეტი჻ რამცა჻ მოგიწერე ქაჯთა჻ მეფე჻ არ჻ მოსრულა჻ არცა჻ მოვლენ჻ ქაჯნი჻ ჯერე მაგრამ჻ სპანი჻ უთვალავნი჻ მცვენ჻ და჻ მათი჻ სიალფერე რასა჻ ჰქუიან჻ ძებნა჻ ჩემი჻ არ჻ ეგების჻ დაიჯერე

1475. ვინცაღა჻ ჩემი჻ მძებნელი჻ მოსრულა჻ ცუდ჻ მაშურალია იჭირვის჻ იწვის჻ ენთების჻ ჩემი჻ სწუავს჻ ცეცხლებრ჻ ალია მაგრა჻ მას჻ ვჰნატრი჻ უნახავს჻ მზე჻ ამად჻ არ჻ დამზრალია უმისოდ჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ ვაიმე჻ რა჻ დიდი჻ ბრალია

1476. შენ჻ ამბავი჻ არ჻ გიამბე჻ მაშინ჻ ამად჻ დაგიმალე ვერ჻ იტყოდა჻ ენა჻ ჩემი჻ თავი჻ ჭირთა჻ გავაკრძალე გეხვეწები჻ საყუარელსა჻ შემახვეწე჻ შემაბრალე ნუ჻ წამოვა჻ ძებნად჻ ჩემად჻ მიუწერე჻ შეცასთუალე

1477. მე჻ რომ჻ მჭირს჻ კმარის჻ ნუ჻ მომკლავს჻ ამისითავე჻ სწორითა მას჻ მკუდარსა჻ ვნახავ჻ მოვკუდები჻ მე჻ სიკუდილითა჻ ორითა ვერას჻ ვინ჻ მარგებს჻ დასტურად჻ ვიცი჻ არ჻ რამე჻ ჭორითა არ჻ დაგმორჩილდეს჻ დამქოლე჻ შავისა჻ ქუისა჻ ყორითა

1478. გეთქვა჻ ნიშნისა჻ გაგზავნა჻ აწ჻ ესე჻ განამჟღავნია მისეულთავე჻ რიდეთა჻ ნაკვეთი჻ გამიგზავნია ესენი჻ ჩემთუის჻ მის჻ გამო჻ ტურფანი჻ სანახავნია თუცა჻ თუ჻ ფერად჻ ბედისა჻ ჩემისა჻ მსგავსად჻ შავნია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი჻

1479. აწ჻ საყვარელსა჻ მიუწერს჻ გულამოსკუნილი჻ მტირალი მისმანვე჻ ცრემლმან჻ დაუვსის჻ ვის჻ ედებოდა჻ ვის჻ ალი დაწერა჻ წიგნი჻ მსმენელთა჻ გულისა჻ გასაგმირალი ვარდი჻ გააპის჻ გამოჩნდის჻ მუნ჻ ბროლი჻ გამომჭუირვალი

1480. ჰე჻ ჩემო჻ ესე჻ უსტარი჻ არს჻ ჩემგან჻ მონაღვაწები ტანი჻ კალმად჻ მაქუს჻ კალამი჻ ნაღველსა჻ ამონაწები მე჻ გული჻ შენი჻ ქაღალდად჻ გულსავე჻ ჩემსა჻ ვაწები გულო჻ შავგულო჻ დაბმულხარ჻ ნუ჻ აეჴსნები჻ აწ჻ ები

1481. ხედავცა჻ ჩემო჻ სოფელი჻ რათა჻ საქმეთა჻ მქმნელია რაზომცა჻ ჰნათობს჻ სინათლე჻ ჩემთუის჻ ეგრეცა჻ ბნელია ბრძენნი჻ იცნობენ჻ სწუნობენ჻ მით჻ მათგან჻ საწუნელია უშენოდ჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ ვაიმე჻ რა჻ დიდი჻ ძნელია

1482. ხედავ჻ ჩემო჻ ვით჻ გაგუყარნა჻ სოფელმან჻ და჻ ჟამმან჻ კრულმან ვეღარ჻ გნახე჻ საყვარელი჻ მხიარული჻ მხიარულმან ნეტარ჻ რა჻ ქნას჻ უშენომან჻ გულმან჻ შენგან჻ დალახრულმან გაგიცხადა჻ დამალული჻ გონებამან჻ დაფარულმან

1483. შენმან჻ მზემან჻ აქანამდის჻ შენ჻ ცოცხალ჻ არ჻ მეგონე ჩემი჻ მეთქუა჻ გარდასრულდა჻ სიცოცხლე჻ და჻ ყოვლი჻ ღონე აწ჻ რა჻ მესმა჻ შემოქმედი჻ ვადიდე჻ და჻ ღმერთსა჻ ჰმონე ჩემი჻ ყუელა჻ აქამდისი჻ ჭირი჻ ლხინსა჻ შევაწონე

1484. შენი჻ სიცოცხლე჻ მეყოფის჻ ჩემად჻ იმედად჻ გულისად გულისა჻ ერთობ჻ წყლულისა჻ და჻ ასრე჻ დადაგულისად მომიგონებდი჻ გაჴსოვდე჻ მე჻ შენთუის჻ დაკარგული჻ სად ვზი჻ მზრდელი჻ სიყუარულისა჻ მის჻ ჩემგან჻ დანერგულისად

1485. სხუად჻ ჩემო჻ ჩემი჻ ამბავი჻ ჩემგან჻ არ჻ მოგეწერების ენა჻ დაშურების჻ მოსმენით჻ არვისგან჻ დაიჯერების ფატმან჻ წამგუარა჻ გრძნეულთა჻ ღმერთიმცა჻ მას჻ ეტერების აწ჻ კვლა჻ ქნა჻ იგი჻ სოფელმან჻ რაცა჻ მას჻ შეეფერების

1486. აწ჻ სოფელმან჻ უარესი჻ ჭირი჻ ჭირსა჻ მომისართა არ჻ დასჯერდა჻ ბედი჻ ჩემი჻ მას჻ პატიჟთა჻ მრავალგუართა კვლაცა჻ მიმცა჻ შესაპყრობლად჻ ქაჯთა჻ ძნელად჻ საომართა ბედმან჻ გუიყო჻ ყუელაკაი჻ ჩემო჻ რაცა჻ დაგუემართა჻

1487. ციხეს჻ ვზი჻ ეგზომ჻ მაღალსა჻ თუალნი჻ ძლივ჻ გარდასწუდებიან გზა჻ გუირაბითა჻ შემოვა჻ მცველნი჻ მუნ჻ ზედა჻ დგებიან დღისით჻ და჻ ღამით჻ მოყმენი჻ ნობათსა჻ არ჻ დასცდებიან მათთა჻ შემბმელთა჻ დაჰჴოცენ჻ მართ჻ ცეცხლად჻ მოედებიან