... (H-3061), XVIII ს.

1577. მეფეო: თავი: მემცრობის: მე: მისად: მოსახსენებლად჻ მაგრა: მოსრული: თქუენს: წინა: ვარ: შემოხვეწლად: ქენებლად჻ თვით: იგი: იაჯს: რომელიც: ჩანს: მზეებრ: შუქთა: მფენებლად჻ ვინ: არის: ჩემად: სინათლედ: და: ჩემად: გამათენებლად჻

1578. აწ: ამას: გკადრებთ: ორნივე: ხვეწით: და: შემუდარებით჻ ავთანდილ: დამდვა: წამალი: მისგან: თავისა: დადებით჻ დავიწყდეს: რამე: პატიჟნი: სჭირდეს: ჩვენთავე: დარებით჻ არ: გაწყენ: გრძელი: ამბავი: არს: ჩვენგან: მიუმხვდარებით჻

1579. თქვენთა: უყვარს: ერთმანერთი: ქალი: მას: და: იგი: ქალსა჻ მით: ვიგონებ: საბრალოსა: მტირალსა: და: ფერნამკრთალსა჻ მუჴლ: მოყრილი: გიაჯები: ნუღარ: აწვევ: იმათ: ალსა჻ რომე: მისცეთ: ქალი: შენი მკლავმაგარსა: გულფიქალსა჻

1580. ამის: მეტსა: არას: გკადრებ: არ: მოკლესა: არცა: გრძელსა჻ ამოიღო: ჴელმანდილი: მოინასკვა: ზედან ყელსა჻ ადგა: მუჴლნი: მიუყარნა: იაჯების: ვითა: მზრდელსა჻ გაუკვირდა: ყოვლსა: კაცსა: მის: ამბისა: მომსმენელსა჻

1581. რა: ტარიელ: მუჴლმოყრილი: ნახა: მეფე: შეუზარდა჻ მოახსენა: ჴელმწიფეო: ლხინი: ყოვლი: გამიქარდა჻ შორს: უკუდგა: თაყუანისსცა: ქვე: მიწამდის: დაუვარდა჻ თქუენმან: აგრე: სიმდაბლემან: ნახვა: თქუენი: ჩამადარდა჻

1582. ვით: ეგების: რაცა: გწადდეს: რომე: კაცი: არ: მოგთმინდეს჻ ანუ: მშურდეს: ქალი: ჩემი: საკუდავად: და: ტყუედცა: გინდეს჻ გებრძანამცა: სახლით: თქუენით: ცრემლი: არცა: მაშინ: მდინდეს჻ სხვა: მისებრი: ვერა: ჰპოოს: ცათამდისცა: გაცაფრინდეს჻

1583. მე: სიძესა: ავთანდილის: უკეთესსა: ვჰპოვებ: ვერა჻ თვით: მეფობა: ქალსა: ჩემსა: მივეც: აქვს: და: მას: ეფერა჻ ვარდი: ახლად: იფურჩნების: მე: ყვავილი: დამებერა჻ რამცა: ვჰკადრე: შეცილება: რასაც: ოდენ: იგი: ჯერა჻

1584. თუ: შეგერთო: ერთი: მონა: თქუენთვის: არცა: მაშინ: მშურდა჻ ვინმცა: გკადრა: შეცილება: უშმაგომცა: ვით: მოგმდურდა჻ თუ: ავთანდილ: არ: მიყვარდა: აგრე: მისთვის: რად: მამსურდა჻ დია: ღ~თო წინაშე: ვარ: ესე: ჩემგან: დადასტურდა჻

1585. რა: ტარიელ: მეფისაგან: ესე: სიტყუა: მოისმინა჻ დადრკა: მდაბლად: ეთაყვანა: პირსა: ზედან: დაეფინა჻ კულავ: მეფემან: თაყუანისცა: წამორევლო: წადგა: წინა჻ ერთმანერთი: მოიმადლეს: მათ: ერთსაცა: არ: ეწყინა჻

1586. ტარიელ: ფრიდონ: გაგზავნა: მის: ყმისა: მოსაყვანელად჻ შესთვალა: მოდი: გიბრძანებს: იგი: შენ: ვისად: სჩანელად჻ ჭირნი: გარდაჴდეს: მოგაკლდა: ცრემლი: ღაწვისა: მბანელად჻ ნუღარ: ეშიშვი: საჴმილსა: შენი: დამწველია: ნელად჻

1587. ფრიდონ: შეჯდა: ავთანდილის: მახარობლად: გაექანა ესდენ: დიდი: სიხარული: გაეხარნენ: მასმცა: განა წავიდა: და: წამოუძღვა: მოიყუანა: მოჰყუა: თანა჻ მაგრა: ირცხვის: მეფისაგან: შუქი: ბნელად: მოევანა჻

1588. მეფე: ადგა: მოეგება: ყმა: გარდაჴდა: რა: მივიდა჻ ჴელთა: ჰქონდა: ჴელმანდილი: პირსა: მითა: იფარვიდა჻ მზე: ღრუბელსა: მოჰფარვოდა: ქუშდებოდა: ვარდსა: ზრვიდა჻ მაგრა: მისსა: შვენებასა: რამცა: ვითა: დაფარვიდა჻

1589. მეფე: კოცნასა: ლამობდა: აღარა: ცრემლნი: სდენიან჻ ავთანდილ: ფერჴთა: ეხვევის: შუქნი: ქუე: დაუფენიან჻ უბრძანა: ადეგ: ნუ: ირცხვი: შენ: ზნენი: გამოგჩენიან჻ რადგან: მერჩიო: ნუ: მერცხუი: გაე: რასაღა: გრცხუენიან჻

1590. მოეხუია: გარდუკოცნა: მან: პირისა: არემარე჻ დამივსეო: ცეცხლი: ცხელი: მაგრა: წყალი: არე: მარე჻ ვინ: გიშერი: დააჯოგა: და: წამწმისა: არემა: რე჻ გვალე: შეგყრი: ლომო: მზესა: თავი: მისკენ: არე: მარე჻

1591. მეფე: ყელსა: ეხუეოდა: მას: ლომსა: და: ვითა: გმირსა჻ ახლოს: უზის: ეუბნების: აკოცებს: და: უჭვრეტს: პირსა჻ იგი: მზეა: ჴელმწიფობა: ასრე: მიხვდა: ვითა: ღირსა჻ მაშინ: ლხინი: ამო: არის: რა: გარდიჴდის: კაცი: ჭირსა჻

1592. ყმა: მეფესა: მოახსენებს: მიკუირს: სხვასა: რად: რას: ბრძანებ჻ რად: არ: გინდა: ნახუა: მზისა: ანუ: რადღა: აგვიანებ჻ მიეგებვი: მხიარული: სახლსა: თქუენსა: მოიყუანებ჻ შემოიმოს: შუქთა: მისთა: ნათლად: გარე: მოივანებ჻

1593. ტარიელსცა: მოახსენა: შესხდეს: ქალსა: მიეგებნეს჻ მათ: სამთავე: გოლიათთა: მზისა: ფერად: ღაწუნი: ღებნეს჻ მიხუდეს: მათსა: საწადელსა: იგი: პოვეს: რაცა: ძებნეს჻ ჴელი: ჰჴადეს: ჴმალთა: მათთა: არა: ცუდად: წელთა: ებნეს჻

1594. მეფემან: ქალს: უსალამა: მან: შორით: გარდახდომილმან჻ დაუყუნა: თვალნი: ელვამან: მისთა: ღაწვთაგან: კრთომილმან჻ გამოეგება: აკოცა: კუბოსა: შიგან: მჯდომილმან჻ დაუწყო: ქება: მეფემან: თვით: ვერას: ვერ: მიხვდომილმან჻

1595. ეტყუის: მზეო: ვითა: გაქო: ნათელო: და: დარიანო჻ მზიანო: და: მთვარიანო: ეტლად: რაო: და: რიანო჻ შენთვის: ჴელნი: გონებანი: არა: ცუდად: არიანო჻ თქუენ: საჭურეტლად: აღარ: მინდით: არ: ვარდნო: და: არ: იანო჻

1596. გაჰკვირდეს: ყოვლნი: მხედველნი: მისთა: ელვათა: ფენასა჻ ვით: მზემან: დაყუნა: მჭვრეტელთა: თვალნი: ნათლისა: ჩენასა჻ მისგან: დამწვარნი: მისცნიან: გულნი: ჭვრეტითა: ლხენასა სითცა: გამოჩნდის: იქმოდეს: ჯარნი: მუნითკენ: რბენასა჻