... (H-3061), XVIII ს.

აქა ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან჻

1519. მათ: ქალყმათათვის: საჯდომი: დაედგა: თეთრძოწეული჻ წითელყუითლითა: თუალითა: ზედა: კეკლუცად: ფრქვეული჻ ავთანდილისთვის: ყვითელი: და: შავი: ერთგან: რეული჻ მოვიდეს: დასხდეს: მჭურეტელი: ვცან: მათი: სულდალეული჻

1520. მგოსანნი: მოდგეს: ისმოდეს ჴმა: სიმღერისა: ტკბილისა჻ ქორწილი: ქნეს: და: გამრავლდა: ძღვნობა: ლარისა: ლბილისა჻ ფრიდონის: პურად: კარგისა: არ: მასპინძლისა: წბილისა჻ ნესტან დარეჯანს: უშვენის: ღიმილი: ჩენა: კბილისა჻

1521. მოიღეს: ძღვენი: უსახო: ფრიდონის: არალქატისა჻ ცხრა: მარგალიტი: სიდიდით: მართ: ვითა: კვერცხი: ბატისა჻ კულავ ერთი: თვალი: სამგზავსო: მზისა: შუქმონამატისა჻ მას: წინა: ღამით: ძალედვის: მხატვარსა: ხატვა: ხატისა჻

1522. კულავ: უძღუნა: თვითო: ფარღული: გარდასაყრელი: ყელისა჻ მრგულად: დათლილისა: თუალისა: იაგუნდისა: მრთელისა჻ კულავ მოაქუს: ერთი: ტაბაკი: მძლედ: საჭირავი: ხელისა჻ ავთანდილისთვის: ლომისა: ძღვენი: ფრიდონის: ქველისა჻

1523. იგი: ტაბაკი: სავსეა: მარგალიტითა: სხუილითა჻ ავთანდილს: უძღვნა: ყუელაი: არა: სიტყუითა: წბილითა჻ აივსო: სახლი: სტვირითა: და: ოქსინოთა: ლბილითა჻ ტარიელ: მადლი: უბრძანა: ლაღმან: სიტყუითა: ტკბილითა჻

1524. ფრიდონისგან: უსაზომო: ქორწილია: დღესა: რვასა჻ ყოვლთა: დღეთა: მიართმიდეს: უფასოსა: ძღვენსა: მზასა჻ დღე: და: ღამე: არ: გასწყვეტდის: ჩაღანა: და: ჩანგი: ხმასა჻ აჰა: მიხუდეს: შესაფერნი: ყმა: ქალსა: და: ქალი: ყმასა჻

1525. ტარიელ: ფრიდონს: უბრძანა: დღეერთ: სიტყუები: გულისა჻ არს: გული: თქუენი: საჩემო: უფროსი: ძმისა: სრულისა჻ არ: გემუქფების: სიცოცხლე: არცა: მოცემა: სულისა჻ მე: თქუენგან: ვჰპოვე: მოკუდავმან: ჩემი: წამალი: წყლულისა჻

1526. ავთანდილისგან: შენც: იცი: ჩემთვის: თავისა: დადება჻ აწ: მე: მაქუს ნაცვლად: მისისა: მოჴმარებისა: წადება჻ შენ: მიდი: ჰკითხე: რა: უნდა: მან: ქნის: ამისი: ცხადება჻ ვითა: დამივსო: საჴმილი: ეგრე: მისიცა: კმა: დება჻

1527. უთხრა: ძმაო: რა: გარდიჴდის: შენგან: ჩემსა: ჭირნახულსა჻ ღ~თი: მოგცემს: წყალობასა: მისსა ზეცით: შესახულსა჻ თუ: ვერა: ვიქ: საწადელსა: შენსა: შენთვის: გაზრახულსა჻ არა: ვნახავ: სახლსა: ჩემსა: არ: დარბაზსა: არცა: ხულსა჻

1528. აწ: მითხარ: ჩემგან: რა: გინდა: ანუ: რით: მოგეხმარები჻ ვარჩევ: წავიდეთ: არაბეთს: იყავ: ჩემიცა: მარები჻ ტკბილი: სიტყუითა: გავმართოთ: და: ჴმლითა: საომარები჻ თუ: შენ: შენს: ცოლსა: არ: შეგრთავ: მე: ჩემსა: არ: ვექმარები჻

1529. რა: ფრიდონ: უთხრა: ავთანდილს: ტარიას: მოციქულობა჻ მას: გაეცინნეს: გაღიმდა: შვენოდა: მხიარულობა჻ თქუა: თუ: მეშველი: რად: მინდა: მჭირს: არავისგან: წყლულობა჻ ჩემი: მზე: არცა: ქაჯთა: ჰყავს: არცა: სჭირს: ლხინ ნაკლულობა჻

1530. ჩემი: მზე: ტახტსა: ზედა: ზის: მორჭმული: ღ~თისა: ნებითა჻ საკრძალავი: და: უკადრი: ლაღი: არვისგან: ვნებითა჻ არცა: რა: უმძიმს: ქაჯთაგან: არცა: გრძნეულთა: გრძნებითა჻ მას: ზედან შველა: რად: მინდა: რად: მეჭუ: რასაცა: თნებითა჻

1531. რა: მოვა: ჩემთუის: განგება: ზეცით: მოსრულნი: ზენანი჻ ღ~თი: იწადებს: მომივლენ: გულის: საჴმილთა: ლხენანი჻ მაშინღა დამხვდნენ მოკვდავსა: მზისა: ელვათა: ფენანი჻ უმისჟამისოდ: ცუდია: ჩემგან: მიდამო: რბენანი჻

1532. მიდი: და: ჰკადრე: ტარიელს: პასუხი: ჩემგან: თხრობილი჻ მადლი: რად: უნდა: მეფეო: ხარ: რაზომ: გინდა: ლმობილი჻ ვარ: მუცლითგანვე: დედისა: თქუენად: სამონოდ: შობილი჻ ღ~თნ: მუნამდის: მიწა: მყოს: ვირ: მეფე: იყო: ცნობილი჻

1533. გებრძანა: შეყრა: მწადიან: საყუარელისა: შენისა჻ ეგე: არს: მგზავსი: გულისა: ლმობიერისა: თქუენისა჻ მაზედა: მე: ჴმალი: არ: მიკვეთს: არცა: სივრცელე: ენისა჻ მიჯობს: მოლოდნა: საქმისა: მის: განგებისა: ზენისა჻

1534. ესეა: ჩემი: საწადი: და: ჩემი: მოსანდომარე჻ ინდოეთს: გნახო: მორჭმული: საჯდომთა: ზედა: მჯდომარე჻ გვერდსაცავე: გიჯდეს: მნათობი: პირი: ელვათა: მკრთომარე჻ მებრძოლნი: შენნი: მოგესრნეს: არვინ: ჩნდეს: მუნ: მეომარე჻

1535. რა: გამისრულდენ: ესენი: ჩემნი: გულისა: ნებანი჻ მაშინღა: მივალ: არაბეთს: მამხვდეს: მის: მზისა: ხლებანი჻ ოდისცა: სწადდეს: დამივსნეს: ამა: ცეცხლისა: დებანი჻ სხვა: თქუენგან: არა: არ: მინდა: მძულან: ცუდნიღა: თნებანი»჻

1536. რა: ფრიდონ: ჰკადრა: ტარიელს: ესე: სიტყუანი: ყმისანი჻ მან: ბრძანა: მაგას: არა: ვიქ: ამას: არ: უნდა: მისანი჻ ვითა: მან: პოვნა: მიზეზი: ჩემისა: სულთა: დგმისანი჻ ეგრევე: მანცა: სამისოდ: ნახნეს: ძალგულნი: ძმისანი჻

1537. მიდი: უთხარ: ჩემაგიერ: სიტყუა: ჩემგან: არ: ნათნები჻ მე: შენისა: გამზრდელისა: უნახავად: არ: დავდგები჻ ვეჭუ: მრავალი: დამეხოცოს: მონა: მისგან: საყუარლები჻ ვითხოვ: ხოლე შენდობასა: აგეთიღა: მოვბრუნდები»჻