... (H-3061), XVIII ს.

1654. მადლი: უბრძანეს: აწვივნეს: ქუე: დასხეს: ზე: ადგომილნი჻ მუნვე: დგეს: იგი: ვაჭარნი: პირსა: ფერ: აერ: კრთომილნი჻ გაკვირვებულნი: საბრალოდ: მართ: ვერას: ვერ: მიხდომილნი჻ ებრძანა: ძმაო: რა: გიკვირს: ჩვენ: ვართო იგ: წაჴდომილნი჻

1655. კულავ უბრძანებდეს: გუიამბეთ: ამბავი: დანარჩომია჻ მათ: მოახსენეს: პატრონო ინდოეთს: დიდი: ომია჻ მოსრულა: ხათა: ლაშქარი: ქალაქსა: შემოსდგომია჻ რამაზ: არს: ვინმე: ჴელმწიფე: მათად: პატრონად: მჯდომია჻

1656. ჯერთ: დედოფალი: ცოცხალა: მკუდართაგან: უფრო: მკუდარია჻ იბრძვის: ლაშქარი: ინდოთა: თუც: იმედ: გარდამწყდარია჻ გარეთ: ციხენი: წაუხვმან: ყუელაი: გარდამჴდარია჻ მზეო: თქუენ: შუქნი: მიჰფინეთ: ჰაი: ჰაი რა: ავი: დარია჻

1657. მუნა: მყოფსა: ყუელაკასა: შეეკერა: ჩვენცა: შავი჻ რამაზს: წინა: გამოვედით: მისრულად: ვთქუით: ჩვენი: თავი჻ მეფე: ჩუვენი: დიდი: არის: მათ: ეწადა: მისი: ზავი჻ გამოგუიშვა: წაედითო: არა: გუიყო: ყოლა: ავი჻

ტარიელისაგან ინდოეთს მისულა და ხატაელთ დამორჩილება჻

1658. ინდოეთს: ზედა: წაადგა: მუნ: მთა: და: დიდი: ქედია჻ აჩნდა: ლაშქარი: უსახო: მესაკვირველა: ჰე: დია჻ ტარიელ: ბრძანა: მოყმენო: აწ: თქუენგან: რა: იმედია჻ ადრე: მოვიცლი: ჩემთაგან: ღ~თი: და: ჩემი: ბედია჻

1659. ამა: ლაშქართა: უნახვან: კულავ: ჴრმალთა: ჩემითა: კუეთანი჻ ერთხელ: შემებნეს: დავჰჴოცენ: შევქნენ: აბჯართა: ფეთანი჻ ავთანდილ: ჰკადრა: რად: უნდა: თქმანი: სიტყუათა: მძლეთანი჻ მართ: ვითა: მტვერთა: წავიხუამთ: მიხუდეს: ფერჴითა: ცუეთანი჻

1660. დაეკაზმნეს: საომარად: გაამაყდეს: გაჩაუქდეს჻ ცხენთა: შესხდეს: უკეთესთა: საჴედარნი: ასუბუქდეს჻ ერთმანერთსა: აჯობინეს: მჭურეტელთაგან: არ: გაუქდეს჻ იგი: ქედი: ჩაიქროლეს: ბუქისაცა: უფრო: ბუქდეს჻

1661. წინ: მავალნი: დარაჯათა: მათთა: ზედა: გარდეკიდეს჻ ტარიასთა: გააქცივნეს: მიეწივნეს: ჩამოჰყრიდეს჻ მოაგებნეს: მჴარდაკრულნი: მათ: წინაშე: მოასხმიდეს჻ აიზადნეს ვისნი: ხართო ჰკითხეს: ხანსა: დარეზმიდეს჻

1662. მათ: მოახსენეს: მეფეო ვართ: ცუდად: დაღორებულნი჻ რამაზის: ჴელმწიფისანი: აქა: დარაჯად: რებულნი჻ უბრძანა: წადით: რეგვენნო: თქუენ: ჩუენგან: გაფიცხებულნი჻ აცნობეთ: თქუენსა: პატრონსა მოვლენ: გულითა: ქებულნი჻

1663. უთხარით: ბრძანებს: ტარიელ: მეფე: ლაღი: და: ჯანია჻ იგი: ჴელმწიფე: მაღალი: მებრძოლთა: მემაჯანია჻ ჩემსა: ამბავსა: გაცნევენ: შენნივე: დარაჯანია჻ შიში: ვერ: გიხსნის: სიკუდილსა: ცუდნიღა: დაღრეჯანია჻

1664. დია: დიდთა: დამაჯნება: უშმაგომან: ვით: გააგო჻ ინდოეთსა: ვით: მოადეგ: შმაგთაგანცა: უფრო: შმაგო჻ აჰა: მოველ: იგი: ცეცხლი: რომე: სრულად: ამოგდაგო჻ ჴრმალი: ჩემი: მოლესული: შენს: ზედა: დავაბლაგო჻

1665. აწ: დაემზადე: მოპარვა: მე: თქუენი: არა: მწადიან჻ შემები: რაზმი: გარდმაწყევ: წინასვე: გამიცხადიან჻ პირბოზო: ჩემი: მორევნა: რა: დია: გაგიქადიან჻ მე: ჩაბალახად გაჴმარნე: რაცა: გიმუზარადიან»჻

1666. დარაჯანი: წავიდეს: და: ერთმანერთსა: მიუსწრობდეს჻ რამაზს: უთხრეს: ყუელაკაი: დამალვასა: ვერა სთმობდეს჻ მოვიდაო: ინდოთ: მეფე: ლაშქარნიცა: კარგნი: ჰყმობდეს჻ ვინცა: ვითა: გარდეხვეწოს: იგი: ერთი: ორთა: სჯობდეს჻

1667. ინდოთა: დროშა: ტარიელს: აქუს: და: ალამი: უბია჻ დროშა: არაბთა: მეფისა: მასსა: თანავე: ჰყუდია჻ არაბთა: იცის: ყუელამან: მათი: აბჯარი: შუბია჻ ფრიდონმზე: მოყმე: რომელმან: შექნა: სისხლისა: გუბია჻

1668. ცოტაი: წავლეს: გმოჩნდა: ხუთასი: ცხენოსანანი჻ შეტეობასა: ჰლამობდეს: ყმანი: არაბთა: თანანი჻ ტარიელ: გაწყრა: ნუ: იქთო: მისცნა: სიტყვისა: ნანანი჻ მოვიდეს: აჩნდრდ უაბჯროდ ჰქონდეს: არცათუ დანანი჻

1669. ცხენთა: ფერჴთა: მოეხვია: მუჴლმოყრილი: შეეხვეწა჻ მოახსენა: შემიბრალე: მისსა: ძალსა: ვინცა: გხუეწა჻ უმართლე: ხარ: ნუ მაცოცხლებ: და: წამიღონ: მკუდარი: მე: წა჻ გული: თქუენი: სასაკუთრო: ბედმან: ასრე: დამილეწა჻

1670. დაიკარგენით: წახვედით: თქუენ: წელნი: მეათენია჻ გაჴდეს: მფრინველნი: უმეფოდ: არწივსა: მოსტყდეს: ფრთანია჻ ამად: შევმართენ: საქმენი: ჩემნი: საკამათენია჻ ადრე: გამიტყდა: სოფელი: მართ: ვითა: კაბათენია჻

1671. შინა: წავიდეს: გარდაჴდეს: ეს: თურე: არ: ლაყაბია რამაზ: ჰყავს: ორთა: დედათა: ყელსა: მანდილი: აბია჻ შეშინებული: საბრალოდ: დუღდა: მართ: ვითა: ქუაბია჻ შეგცოდე: მომკალ: მე: ხუალემ: რამცა: ვინ: მიასაბია჻

1672. ვიაჯი: მამკალ: მე: ხუალემ: ყუელაი: ჩემი: ბრალია჻ მერმე: ვაზირი ხუთასი მყავს: აქათ: წაუვალია჻ თავები: დასჭერ: ადინე: სისხლი: მართ: ვითა: წყალია჻ სპა: უბრალოა: ნუ: დაჰჴოც: ამად: ვტირ: გულმხურვალია჻