... (H-3061), XVIII ს.

1597. შინა: წავიდეს: ყოველნი: შინა: თავისა: მარებად჻ გვანდეს: შვიდნივე: მნათობნი: მის: მზისა: დასადარებად჻ არ: მიიხდომვის: სიტურფე: არს: მათგან: მიუხუდარებად჻ ადრე: მივიდეს: მეფისა: სახლად: სამყოფად: არებად჻

1598. შევიდეს: ნახეს: თინათინ: მჭურეტთა: მიმცემი: ჭირისა჻ სკიპტროსან: გვირგვინოსანსა შვენოდა: ცმა: პორფირისა჻ მისრულთა: პირსა: შეადგა: ელვა: მისისა: პირისა჻ შევიდა: მეფე ინდოთა: იგი: მზე: მგზავსი: გმირისა჻

1599. ტარიელ: და: ცოლმან: მისმან: ქალსა: მდაბლად: უსალამეს჻ მოეგებნეს: აკოცეს: და: საუბარი: დააამეს჻ იგი: სახლი: გაანათლეს: არ: ნათელი: შეაღამეს჻ ბროლ: ბალახში: გააღაწვეს: და: გიშერი: აწამწამეს჻

1600. თინათინ: ზედან აწვივნა: ტახტსა: მეფეთა: ზეთასა჻ ტარიელ: უთხრა: შენ: დაჯე: სწადიან: ბრჭესა: ბრჭეთასა჻ დღეს: ტახტი: შენი: შენ: გმართებს: მეტად: ყოველთა: დღეთასა჻ მე: ლომი: ლომთა: დაგისვა: გვერდსა: შენ: მზესა: მზეთასა჻

1601. ორთავე: ჴელი: მოჰკიდეს: და: დასვეს: ტახტსა: თავისსა჻ გვერცა დაუსვეს: ავთანდილ: სურვილსა: მოეკლა: ვისსა჻ უნახავსა: და: ნახულსა: სჯობს: ყოვლსა: სანახავისსა჻ ნუ: ეჭვ: მიჯნურად: მათებრსა: ნუმცა: თუ: რამინს: და: ვისსა჻

1602. ქალსა: შესწრფა: გაუკუირდა: ავთანდილის: გვერდსა: ჯდომა჻ ფერი: ჰკრთა: და: გაუფიცხა: შე: და: გამო: გულმან: კრთომა჻ მეფე: ეტყუის: შვილო: ჩემგან: გაქუს: სირცხუილი: თუ: რა: ზომა჻ ბრძენთა: უთქუამს: სიყუარული: ბოლოდ: მისი: არ: წახდომა჻

1603. აწ: შვილო: ღ~თნ: თქუენ: მოგცეს: ათას: წელ: დღეთა: გრძელობა჻ სვე სვიანობა: დიდობა: კულავ: ჭირთა: გარდუხდელობა჻ ცამცა: ნუ: შეგცვლის: მოგხვდების: თვით: მისებრ: შეუცვლელობა჻ თქუენით: ჴელითა: მეღირსოს: მიწათა: შემომყრელობა჻

1604. მართ: მეფემან: სპათა: ბრძანა: ავთანდილის: თაყუანება჻ ესეაო: მეფე: თქუენი: ასრე: იქნა: ღ~თისა: ნება჻ დღეს: ამას: აქუს: ტახტი: ჩემი: მე: სიბერე: ვითა: სნება჻ ჩემად: სწორად: მსახურებდით: დაიჭირეთ: ჩემი: მცნება჻

1605. ლაშქარნი: და: დიდებულნი: მოდრკეს: მდაბლად: ეთაყუანნეს჻ მოახსენეს: მიწად: ვექმნნეთ: ვინცა: მიწად: მიგვიყვანნეს჻ მორჩილქმნილნი: დაგვამდიდრენ ურჩნი: მკუდართა: დაგვაგვანნეს჻ მტერთა: მკლავნი: შეაძრწუნეს: გულნი: ჩვენნი: აგულვანნეს჻

1606. ტარიელცა: უთხრა: ქებით: იმედისა: გათავება჻ ქალსა: ეტყუის: შემიყრიხართ: აღარა: გწვავს: ცეცხლთა: დება჻ ქმარი: შენი: ძმაა: ჩემი: მწადს: ეგრევე: თქუენი: დება჻ ორგულთა: და: შემცილეთა: შენთა: მე: ვქნა: გაფლიდება჻

აქა ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან჻

1607. მას: დღე: ავთანდილ: ჴელმწიფედ: ზის: და: ჴელმწიფე: ზენია჻ მასთანა: მჯდომსა: ტარიელს შვენიან: სინაზენია჻ ნესტანჯარ: ახლავს: თინათინს: ვინ: მჭურეტთა: ამაზრზენია჻ ჰგავს: თუ: ცა: მოდრკა: ქუეყანად: შეყრილან: ორნი: მზენია჻

1608. დაიწყეს: მორთმა: პურისა: ლაშქართა: მის: მესავსისა჻ ზროხა: და: ცხვარი: დაკლული: არს: უმრავლესი: მხავსისა჻ შეიქნა: ძღვნობა: ძღვენისა: მათისა: შესამგავსისა჻ მათ: ყოვლთა: შუქი: ანათობს: პირისა: მზისა გავსისა჻

1609. იაგუნდისა: ჯამები: იყუის: ლალისა: ჭიქები჻ კულა: უცხო: ფერთა: ჭურჭელთა: სხდის: უცხო: უცხო: სიქები჻ მის: ქორწილისა: მაქები: კაცი: ბრძენთაგან: იქები჻ მჭვრეტელო: გულსა: ეტყოდი: ნუ: აიხსნები: იქ: ები჻

1610. მუტრიბნი: მოდგეს: ყოველგნით: ისმოდის: ჴმა: წინწილისა჻ შეყრით: ძეს: გორი: ოქროთა: და: ბადახშისა: თლილისა჻ მსმელთათვის: წყარო: ღვინისა: ასგან: დის: მსგავსი: მილისა჻ ბინდით: ცისკრამდის: სმა: იყო: გარდაჰჴდა: ჟამი: დილისა჻

1611. არა: დარჩა: უსაბოძვრო: არ: კოჭლი: და: არ: საპყარი჻ მოდიოდა: მარგალიტი: მოფანტული: მონაყარი჻ გაბედითდა: წასაღებლად: ატლასი: და: ოქრო: მყარი჻ სამ: დღე: იყო ინდოთ: მეფე: ავთანდილის: ვით: მაყარი჻

1612. ხვალისად: მეფე: არაბთა: კულავ პურობს: არ: ღაფალია჻ ტარიელს: უთხრა: შენი: მზე: საჭურეტლად: სატურფალია჻ მეფე: ხარ: ყოვლთა: მეფეთა: და: ეგე: დედოფალია჻ ჴამს: ყურსა: გვეგდოს: საყურლად: ჩუენ: თქუენი: ნატერფალია჻

1613. აწ: მეფეო: არ: ეგების: ჩვენი: სხდომა: თქუენად: სწორად჻ საჴელმწიფო: საჯდომი: და: სხვა: დაუდგა: ტახტი: შორად჻ ქუემოდ: დასხნა: ავთანდილ: და: მისი: ცოლი: მათად: სწორად჻ პირველ: ძღვენი: ტარიასთვის: მოიღიან: იდვის: გორად჻

1614. არაბთა: მეფე: მასპინძლობს: იქს: ოდენ: მასპინძლობასა჻ ზოგჯერ: მათ: ახლავს: ზოგჯერ: მათ: არ: იჴმობს: ჴელმწიფობასა჻ გასცემს: და: უქებს: ყოველნი: უხობა: იეფობასა჻ ფრიდონ: ზის: ახლოს: ავთანდილს: ჩვეული: ვით: მეფობასა჻

1615. მეფეს[ა]: ქმრითურთ: პატივი: ჰქონდა: ჰინდოთა: ქალისა჻ სიყუარული: და: ჩუქება: ვით: სიძისა: და: სძალისა჻ რომე: სძღუნა: არა: ეგების: თქმა: არცა: ნაათალისა჻ თუითო: სკიპტრა: და: პორფირი: და: გუირგუინები: თუალისა჻