... (H-3061), XVIII ს.

1636. სამ თვე: ვლეს ღმერთსა: მათებრ: სხვა: ნურა: ნუ: დაბადოსა჻ მოეგებნიან: მტერობა: ვერავინ: დაიქადოსა჻ მინდორსა: შიგან: სადილად: გარდაჴდეს: უდელადოსა჻ ვითა: მართებდათ: პურობდეს: ღუინოსა: სუმიდეს: არ: დოსა჻

ტარიელისაგან ჰინდოთა მეფისა სიკვდილის ცნობა჻

1637. ქედსა: ზედა: გარდამოდგა: მეტად: დიდი: ქარავანი჻ კაცები: და: საჴედრები: ერთობ: იყო: შაოსანი჻ გარეშემო: მოეკვეცნეს: უკანამო: დალალანი჻ მეფე: ბრძანებს: მოასხითო: ჩვენ: დავჰყოვნოთ: აქა: ხანი჻

1638. მოასხნეს: იგი: ვაჭარნი: და: მათი: უხუცესია჻ უბრძანესვინ: ხართ: შავითა: რად: ტანნი: შეგიბლესია჻ მათ: მოახსენესსით: მოვალთ: იქ: ასრე: დანაწესია჻ ინდოეთს: ნისრით: მოსრულთა: გუივლია: გზა: უგრძესია჻

1639. გაეხარნეს: მათ: ვაჭართა: ინდოეთით: მომავლობა჻ მაგრა: თავი: უმეცარ: ჰყუეს: არა: მისცეს: ყოლა: გრძნობა჻ უცხოურად: ეუბნების: მათ: ვერა: ცნეს: მათი: ცნობა჻ არ: ესმოდა ინდოური: არაბულად: ყვეს: უბნობა჻

1640. უბრძანეს გვითხარ: ვაჭარნო: ამბავი: ინდოეთისა჻ მათ: ჰკადრეს: ზეცით: მოსრულა: ჰინდოეთს: რისხვა: ზეცისა჻ დიდსა: და: წურილსა: ყუელასა: ცრემლი: სდის ვითა: წვეთისა჻ მუნ: შიგან: მყოფსა: ბრძენსაცა: ცნობა: აქვს: ვითა: შეთისა჻

1641. თვით: მათვე: მათსა: ამბავსა: უამბობს: არის: წყლიანი჻ ფარსადან: მეფე: ინდოთა: იყო: ჴელმწიფე: სვიანი჻ მას: ესვა: ქალი: მნათობი: მზისაცა: უფრო: მზიანი჻ კბილ მარგალიტი: ტან: ალვა: ღაწუ ბადახშ: ყორან: თმიანი჻

1642. მას: ქალსა: და: ამირბარსა: ერთმანერთი: შეუყვარდა჻ ამირბარმან: სიძე: მოკლა: ჴმა: მეფესა: დაუვარდა჻ იგი: ქალი: პატარაი: მამის: დასა: გაეზარდა჻ ბუქთა: მისგან: მონაქროლთა: ინდოეთი: გარდაჰქარდა჻

აქა ტარიელ დიდვაჭართა ინდოურის ამბავსა ჰკითხავს჻

1643. მამიდაი: ქაჯი: იყო: გრძნეულობა: იცის: კარგა჻ მით: შემართა: საშინელი: მზე: ჴმელეთსა: დაუკარგა჻ თვითცა: მოკუდა: უბედური: მართ: საცოცხლოდ: არად: ვარგა჻ იგი: ქალი: დაიკარგა: ალვა: მორჩი: სხუაგან: დარგა჻

1644. ცნა: ამირბარმან: წავიდა: ლომი: მის: მზისა: მძებნელად჻ იგიც წაჴდა: ინდოეთს: გაჴდა: მთუარე: და: მზე: ბნელად჻ ორნივე: წაჴდეს: პოვნაღა: მათი: არს: აწ: საგებნელად჻ მეფემან: ბრძანა: ჰე: ღ~თო: რად: ცეცხლსა: მომიდებ: ნელად჻

1645. მეფე: გაშმაგდა: მათისა: უღონოქმნილი: ძებნისა჻ ვად: შეიცვალა: ინდოეთს: ჴმა: წინწილისა: ებნისა჻ ცოტასა: ხანსა: გავესძლო: დება: სახმილთა: გზნებისა჻ აწ: თვითცა: მოკუდა: შეექნა: ბოლო: სრისა: და: ტკებნისა჻

1646. რა: ვაჭარმან: ესე: სიტყუა: თქუა: საქმენი: გააკვლადნა჻ ქალმან: დიდნი: დაიკივლნა: ფიცხლა: თავსა: მოიჴადნა჻ ტარიელცა: დაიძახნა: დაფარულნი: გააცხადნა჻ ნარგისთაგან: ნაწუიმარი: ღუარი: ადგა: თოვლი: გადნა჻

1647. მამკალ: ქალსა: თავ: მოჴდილსა: თუ: მზე: ვითა: ეურჩოსა჻ სული: ვარდსა: დავამგზავსე: თავშიშველი: ყაყაჩოსა჻ თუ: ბრძენიცა: მაქებარი: მისი: იჴმობს: ვირებ: ჩოსა჻ ჰგავს: თუ: ტყუბი: მარგალიტი: ზის: ბროლისა: ჴარჴანჩოსა჻

1648. ქალი: საბრალოდ: მამასა: სტირს: ბულბულისა: მსგავსია჻ თმა: გაიგლიჯა: გაყარა: ღაწვი: ცრემლითა: ავსია჻ ვარდი: შექნილა: ზაფრანად: ლალი: მართ: ვითა: მხავსია჻ მზესა: ღრუბელი: ეფარვის: ამად: ნათელი: დავსია჻

1649. იხოჭს: და: იგლეჯს: ზახილით: ტირს: სიტყუა: ჴაფი: უარე჻ სისხლი: და: წყალი თვალთაგან სდის: ცრემლი გარე: უარე჻ მოვჰჴეო: შენთვის: მამაო: შვილი: ყოველთა: უარე჻ ვერა: გმსახურე: ასულმან: ვერცა: რა: შეგაგუარე჻

1650. ჩემთვის: ბნელქმნილო: მამაო: ნათელო: თვალთა: ჩემთაო჻ ჩემთა: რა: გაცნევს: ამბავსა: გულისა: მონაცემთაო჻ მზეო: რადღა: გაქუს: სინათლე: რადღა: ანათობ: თემთაო჻ რად: არ: დაიქეც: ქუეყანავ: რადღა მართიხარ: ზე: მთაო჻

1651. ტარიელ: მოსთქუამს: გამზრდელო: ჰაი: ჰაი: რა: საქმე: მსმენია჻ მიკვირს: თუ: მზეღა: რად: ჰნათობს: რად: არა: დაუჩენია჻ მზე: მოჰკუე: ყოვლთა: სულდგმულთა: სოფელი: აღარ: შენია჻ ღ~თსა: მიჰმადლე: შემინდევ: რაცა: შენ: ჩემგან: გწყენია჻

1652. მაშინ: გაჴდეს: ყველაკანი: მტირალად: და: ცრემლთა: მღურელად჻ დიდი: ხანი: მოიტირეს: თავისთავის: გაუყრელად჻ ავთანდილ: და: ფრიდონ: ტირან: გულსადაგად: არ: თუ: ჭრელად჻ მაგრა: ექმნეს: სულსა: მღებელ: კათოლიკოს: მაწყუერელად჻

1653. ზე: ადგეს: და: მოახსენეს: ჰე: მნათობნო: ცისა: მზენო჻ დასთმეთ: გული: დაიწყნარეთ: ქენით: რაცა: მოგახსენო჻ იგი: ღთ~ნ: გაამაღლა: ვითა: ორბი: მისნო: ფრთენო჻ აქ: ყოფნა: არა: გუმართებს: არცაღა: გუცალს: გლოვად: ჩვენო჻