... (H-3061), XVIII ს.

1481. სამასისა: კაცისაგან: ას: სამოცი: შეჰყოლოდა჻ ფრიდონს: უმძიმს: მისთა: სპათა: მისთა: ცალკერძ: უხაროდა჻ მონახეს: და: არ: აცოცხლეს: რაცა: მბრძოლი: დარჩომოდა჻ რომე: პოვეს: საჭურჭლენი: აწმცა: თვალვით: ვით: ითქმოდა჻

1482. მოკრიფეს: ჯორი: აქლემი: რაცა: ვით: პოეს: მალები჻ სამი: ათასსა: აჰკიდეს: მარგალიტი: და: თვალები჻ თვალი: ყუელაი: დათლილი: იაგუნდი: და: ლალები჻ იგი: მზე: შესვეს: კუბოსა: არს: მათგან: განაკრძალები჻

1483. სამოცი: კაცი: დააგდეს: ქაჯეთს: ციხისა: მცველია჻ წამოიყუანეს: იგი: მზე: მათიღა: წაგურა: ძნელია჻ ზღვათა: ქალაქსა: დამართეს: თუცა: გზა: მუნით: გრძელია჻ თქუეს: ფათმან: ვნახოთ: მუქაფა: გვაც: მისი: გარდუჴდელია჻

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისულა჻

1484. ზღვათა: მეფისა: წინაშე: გაგზავნა: მახარობელი჻ შესთვალა: მიველ: ტარიელ: მტერთა: მძლედ: მოსპით: მპყრობელი჻ ქაჯეთით: მამყავს: ჩემი: მზე: ჩემი: ლახვართა: მსობელი჻ მწადიან: გნახნე: პატივით: ვითა: მამა: და: მშობელი჻

1485. აწ: მე: მაქუს: ქაჯთა: ქვეყანა: და: მათი: დანადებია჻ მეფეო: კარგი: ყუელაი: მე: თქუენგან: წამკიდებია჻ ფატმანს: უხსნია: ჩემი: მზე: სდებია: და: სდედებია ამისად: ნაცულად: რა: გიძღუნა: მძულს: ცუდი: ნაქადებია჻

1486. მოდი: გუნახენ: გავიარდეთ: ქუეყანასა: შენსა: ვირე჻ სრულად: ქაჯთა: სამეფოსა: გიძღუნი: ჩემგან: შეიწირე჻ კაცნი: შენნი: შეაყენენ: ციხე: მაგრად: დაიჭირე჻ მე: ვისწრაფი: ვერა: გნახავ: შენ: წამოდი: ჩემკერძ: ირე჻

1487. თქუენ: უბრძანეთ: ჩემაგიერ: უსენს: ქმარსა: ფათმანისსა჻ გამოგზავნოს: იამების: ნახვა: მისი: ჴსნილსა: მისსა჻ მისგან: კიდე: ინატრიდა: ჭურეტასამცა: სხვადღა: ვისსა჻ ვინ: მზესაცა: უნათლეა: ასრე: ვითა: ბროლი: ფისსა჻

1488. რა: კაცი: ტარიელისა: ესტუმრა: ზღვათა: მფლობელსა წესია: გული: გაჰკრთების: ამბავსა: გასაკრთობელსა მისცა: მადლი: და: დიდება: ღ~თსა: მართლისა: მბჭობელსა჻ მაშინვე: შეჯდა: არ: უნდა: მისულა: სხვასაღა: მჴმობელსა჻

1489. ბარგი: აჰკიდა: გააგო: ქნად: ქორწილისა: მათისა჻ მას: მოაქუს: რიცხვი: ტურფათა: არს: სიდიადე: სათისა჻ ფატმან: ჰყავს: თანა: იარეს: სავალი: დღისა: ათისა჻ უხარის: ნახვა: ლომისა: და: მზისა: ჴმელთა: მნათისა჻

1490. შორს: გაეგებნეს: სამნივე: დიდსა: მეფესა: ზღვათასა჻ გარდაჴდეს: მდაბლად: აკოცეს: გარე: სწყდეს: ჯარსა: სპათასა჻ შეასხეს: ქება: ტარიელს: მან: მადლი: გაუათასა჻ ქალი: რა: ნახეს: სტრფიალობს: შუქსა: მას: ბროლ: ბაკმათასა჻

1491. ფატმან: ხათუნს: მისსა: მჭურეტსა: ედებოდა: ცეცხლი: ნელი჻ მოეხვია: გარდუკოცნა: ჴელი: ფერჴი: პირი: ყელი჻ იტყუის: ღ~თო: რა: გმსახურო: გამინათლდა: რადგან: ბნელი჻ ვცან: სიმოკლე: ბოროტისა: კეთილია: შენი: გრძელი჻

1492. ქალი: ფატმანს: ეხვეოდა: ტკბილად: იტყუის: არ: გამწყრალი჻ ღ~თნ: გული: გამინათლა: გახეთქილი: გაცამწკრალი჻ აწ: აგრე: ვარ: გავსებული: წინას: ვიყავ: ვითა: მცხრალი჻ მზემან: შუქნი: შემოადგნა: ვარდი: ვით: ვჩან: არ: დამზრალი჻

1493. ზღვათა: მეფე: გარდაიჴდის: მუნ: ქორწილსა: მეტად: დიდსა჻ ქაჯეთიცა: დაუმადლა: არ: გაუშვა: დღესა: შვიდსა჻ უხვად: გასცემს: საბოძვარსა: საჭურჭლესა: ანაკიდსა჻ პერპერასა: დაპანტულსა: ზედან სცვეთდენ ვითა: ჴიდსა჻

1494. მუნ: იდვის: გორი: ლარისა: სტავრისა: და: ატლასისა჻ ტარიელს: უძღუნა: გუირგუინი: ვერ: დანადები: ფასისა჻ იაგუნდისა: მრთელისა: ყვითლისა: მეტად: ხასისა჻ კულავ: ერთი: ტახტი: ოქროსი: წითლისა: მართ: ხალასისა჻

1495. ნესტანდარეჯანს: ყაბაჩა: უძღუნა: შეკრული: თვალითა჻ იაგუნდითა: წითლითა: ბადახშნითა: და: ლალითა჻ დასხდეს: ორნივე: ქალყმანი: პირითა: ელვა მკრთალითა჻ მათნი: მჭურეტელნი: დაიწუნეს: ცეცხლითა: მართ: ახალითა჻

1496. ავთანდილს: და: ფრიდონს: უძღუნა: უსაზომო: დიდი: ძღვენი჻ ძვირ: ფასისა: უნაგირთა: უკეთესი: თვითო: ცხენი჻ თვითო: კაბა: თვალიანი: უცხო: ფერთა: შუქთა: მფენი჻ მოახსენეს: მადლი: რა: ვთქუა: სვიანმცაა: დავლა: თქუენი჻

1497. ტარიელ: მადლსა: გარდიჴდის: ტურფა: სიტყუითა: ენითა჻ დიდად: ვიამე: მეფეო: პირველ: ნახვითა: თქუენითა჻ მერმე: აგვავსენ: მრავლითა: ტურფა: ფერითა: ძღვენითა჻ ვიცი: შორიშორ: არ ჩავლა: ჩუენ: თქუენი: კარგად: ვქენითა჻

1498. ზღვათა: მეფე: მოახსენებს: ჴელმწიფეო: ლომო: ქველო჻ მოახლეთა: სიცოცხლეო: ვერ: მჭურეტელთა: შორით: მკულელო჻ მგზავსი: თქუენი: რამცა: მეძღუნა: შვენიერო: სანახველო჻ რა: მოგშორდე: რა: მერგების: საჭურეტელად: სასურველო჻

1499. ტარელ: ფატმანს: უბრძანა: მე: თავი: შენი: მიდია჻ დავ: გული: შენი: ჩემზედა: გარდაუჴდელი: დიდია჻ აწ: რაცა: ქაჯთა: საჭურჭლე: ქაჯეთით: ამიკიდია჻ მამიცემია: წაიღე: არ: კიდე: მამიყიდია჻