... (H-3061), XVIII ს.

1538. ესე: უთხარ: ამის: მეტსა მოციქულობ: ნურას: ნუო჻ ხვალე: წასლვა: არ: დავშალო: არცა: საქმე: გავათუო჻ მე: არ: მიზამს: არაბთ: მეფე: რომე: სიტყუა: გავაცრუო჻ ამოდ: ვსთხოვო: ქალი: მისი: შევეხვეწო: შევაგუო჻

1539. უამბო: ფრიდონ: ავთანდილს: ტარიას: მოციქულობა჻ არ: დადგებისო: ცუდია: შენგან: ცდისაღა: თქმულობა჻ მას: დაუმძიმდა: მოედვა: კულა გულსა: კუამლალმულობა჻ ასრე: ჴამს: რიდი: მეფეთა: ყმათაგან: მოკრძალულობა჻

1540. ავთანდილ: მივა: მუჴლმოყრით: ტარიას: შესახვეწელად჻ ფერჴთა: ეხვევის: აკოცებსაღარ: შეხედავს: ზე: წელად჻ ეტყუის: კმა: რაცა: შევსცოდე: როსტანს: წლეულად: მე: წელად჻ კულა: ნუ: მიქ: ერთგულობისა: გამტეხლად: დაცამლეწელად჻

1541. რასაცა ლამი: არ: მოგცემს: მას: ღ~თისა: სამართალია჻ გამზრდელსა: ჩემსა: ვით: ვჰკადრო: მე: საქმე: სამუხთალია჻ მე: მისთვის: ჴელი: ვით: გავსძრა: ვინ: ჩემთვის: ფერნამკრთალია჻ ვით: მოიჴმაროს: მონამან: პატრონსა: ზედა: ჴმალია჻

1542. ეგე: საქმე: მე: და: ჩემსა: საყუარელსა: შეგუამდურვებს჻ ვაი: თუ: გაწყრეს: გაგულისდეს: კუშტი: გულსა: შეაურვებს჻ ამბავსაცა: დამიძვირებს: ჭურეტისათვის: მომასურვებს჻ შენდობასა: ჴორციელი: კაცი: ვერა: დამიურვებს჻

1543. ტარიელ: უთხრა: სიცილით: მან: მზემან: შუქნაფენამან჻ ჴელი: მოჰკიდა: ავთანდილს: ამართა: ააყენა: მან჻ მიყოო: კარგი: ყუელაი: მომართებამან: შენამან჻ მაგრა: სჯობს: შენცა: გალხინოს: ჩემმან: შენითა: ლხენამან჻

1544. დია: მძულს: მეტი: მოყურისა: შიში: კრძალვა: და: რიდობა჻ მძულს: გაუწყვედლად: კუშტობა: და: სულმძიმობა: დიდობა჻ თუ: მოყუარეა: გულისა: ქნას: ჩემკენ: მონაზიდობა჻ თვარე: მე: ჩემდა: იგ: მისდა: დია: სჯობს: კიდის: კიდობა჻

1545. მე: ვიცი: გული: საშენოდ: შენისა: საყუარელისა჻ არ: ეწყინების: სტუმრობა: შენისა: მე: შემყრელისა჻ რადმცა: რა: გჰკადრე: მეფესა: თხრობა: რასაცა: ჭრელისა჻ ოდენ: ნახვისა: მათისა: ნატრა: მაქვს: სანატრელისა჻

1546. ამას: ოდენ: მოვახსენებ: მუდარით: და: შეპოვნებით჻ რომე: მოგცეს: ქალი: მისი: მან: მისითა: მოგონებით჻ რადგან: ბოლო: შეყრავეა: სიშორესა: ვით: ეთნებით჻ დააშვენეთ: ერთმანერთი: თავისთავის: ნუ: დასჭკნებით჻

1547. რა: ავთანდილ: ტარიასგან: ცნა: წასლვასა: არ: დაშლიდა჻ არა: ჰკადრა: შეცილება: საუბარსა: ზედა რთვიდა჻ ფრიდონ: კაცსა: დარჩეულსა: სათანაოდ: გარდასთვლიდა჻ თანა: წაჰყუა: გაღანამცა: მას: თანავე: გზასა: ვლიდა჻

ტარიელისაგან ქუაბსავე მისვლა მეორედ და საჭურჭლეთა ნახვა჻

1548. ამ: საქმესა: დაფარულსა: ბრძენ: დიონოს: გააცხადებს჻ ღ~თი: კარგსა: მოავლინებს: და: ბოროტსა: არ: დაბადებს჻ ავსა: წამერთ: შეამოკლებს: კარგსა: ხანგრძლად: გააკულადებს჻ თავსა: მისსა: უკეთესსა: უზადო: ჰყოფს: არ: აზადებს჻

1549. ფრიდონისით: გაემართნეს: იგი: ლომნი: იგი: მზენი჻ თანა: მიჰყავს: პირი: მზისა: ქალი: მჭვრეტთა: ამაზრზენი჻ ჰკიდავს: ბროლსა: ყორნის: ბოლო: დაწყობილი: დანათხზენი჻ მუნ: ბალახშსა: აშუენებდეს: სინატიფე: სინაზენი჻

1550. იგი: მზე: შეჯდა: კუბოსა: და: აგრე: არონინებდეს჻ მინადირობდეს: ნადირსა: მუნ: სისხლსა: დაადინებდეს჻ სადაცა: დახუდის: ქვეყანა: მჭურეტელთა: მოალხინებდეს჻ მოეგებნიან: სძღუნობდიან: აქებდეს: არ: აგინებდეს჻

1551. მას: გვანდეს: თუმცა: სამყაროს: მზე: უჯდა: შუა: მთვარეთა჻ იარეს: დღენი: მრავალნი: ლაღთა: ბრძნად: მოუბარეთა჻ შიგან: მათ: დიდთა: მინდორთა: ყოვლგნით: კაც მიუმცვდარეთა჻ სად: ყოფილ: იყო: ტარიელ: მიხვდეს: მის: კლდისა: არეთა჻

1552. ტარიელ: ბრძანა: მე: მმართებს: დღეს: თქუენი: მასპინძელობა჻ მუნ: მივალ: სადა: ყოფილ: ვარ: მჭირდა: სადამდის: ჴელობა჻ მუნ: გუიმასპინძლოს: ასმათმან: მას: უც: ჴორცისა: ჴმელობა჻ მე: რომე: გიძღუნი: ტურფათა: აქოთ: ლარისა: ჭრელობა჻

1553. მივიდნენ: შიგან: გარდაჰჴდეს: ქუაბსა: მას: დიდთა: კლდეთასა჻ ასმათს: უც: ჴორცი: ირმისა: იქს: მასპინძლობა: კვეთასა჻ ამხანაგობდეს: ლაღობდეს: წასულასა: მათ: საქმეთასა჻ ღ~თსა მადლობდეს: შეცვლასა: ლხინად: ჭირისა: დღეთასა჻

1554. მოიარეს: ქვაბოვანი: თამაშობდეს: მხიარულნი჻ პოვნეს: იგი: საჭურჭლენი: ტარიასგან: დაბეჭდულნი჻ ვერცა: ვისგან: დანათვალნი: ვერცა: ვისგან: შეგებულნი჻ არ: იტყუიან: თუ: არა: გვაქუსო: იგ: ამისთვის: გულნაკლულნი჻

1555. უბოძა: ტურფა: მრავალი: მათ: მათი: შესაფერები჻ კულავ: ფრიდონისნი: აავსნა: სპა: ჰყუა: თუ: სპასალარები჻ აივსო: კაცი: ყველაი: მაშინ: მათ: თანა: ნარები჻ მაგრა: ძეს: რომე: საჭურჭლე: გვანდა: კაცდაუკარები჻

1556. ფრიდონს: უთხრა: ვალი: შენი: ჩემგან: ძნელად: გარდიჴდების჻ მაგრა: თქმულა: კარგის: მქმნელი: კაცი: ბოლოდ: არ: წაჴდების»჻ აწ: საჭურჭლე: რაზომიცა: აქა: ძეს: და: ან: იდების჻ შენი: იყოს: ყველაკაი: შენ: წაიღე: ვითა: გხვდების჻