... (H-3061), XVIII ს.

1712. ერთგან: სამთავე: ძმობილთა: დაყვნეს: ცოტანი: დღენია჻ თამაშობდიან: უსახო: მოუდიოდეს: ძღუენია჻ რა: მარგალიტი: ღარიბი: რა: უკეთესი: ცხენია჻ მაგრა: ავთანდილს: სურვილმან: დაღრეჯა: დააჩენია჻

1713. ტარიელ: ცნა ამა: ყმასა: ცოლისათვის: მოესურვა჻ უბრძანებდა: გული: შენი: ვიცი: ამად: მომემდურვა჻ აწ: ვაგლახ: მენ: ჭირი: შენი: გონებამან: შვიდი თუ: რვა჻ მოგშორდები: საწუთრომან: ლხინი: ასრე: დამიშურვა჻

1714. მასცა: უბოძა: ფარმანი:: წა : სახლი: მოიარეო჻ მე: ნუ: გამწირავ,: მიახლე: ადრე: მობრუნდი: გარეო჻ ავთანდილს: უთხრა: უშენოდ: რამცა: ვით გავიხარეო჻ რადგან: ისწრაფი: ნუ: გაგვა: მოგელის: ლომსა: მთვარეო჻

1715. კულავ ფრიდონცა: დაეთხოვა: წავიდეო: სახლსა: ჩემსა჻ ზედაზედა: დავტკეპნიდე: დარბაზსა: და: ამა: თემსა჻ სამსახურსა: მიბრძანებდი: უხუცესი: ვითა: მრწემსა჻ თქუენთვის: ასრე: მამსურდების: წყაროსათვის: ვით: ირემსა჻

1716. როსტანისთუის: წაატანა: ძღუნად: ტურფა: ჯუბაჩები჻ კულავ ჭურჭელი: თვალთა: თლილთა: არ: კოვზები: არ: ჩამჩები჻ ჩემაგიერ: მიუტანე: წაო: ნურას: მეურჩები჻ ავთანდილ: თქუა არა: ვიცი: მე: უშენოდ: ვით: დავრჩები჻

1717. ქალსა: ქალმან: გაუგზავნა: ყაბაჩა: და: ერთი: რიდე჻ რომე: ჩაცმა: დაბურვასა: ვინ: ღირს: იყო: მათგან: კიდე჻ ერთი: თვალი წამღებელმან: ვერა: თქუა: თუ: ცუდად: ვზიდე ღამე: მზეებრ: განანათლოს: ჩნდის: სადაცა: შეხედვიდე჻

1718. ავთანდილ: შეჯდა: წავიდა: ტარიას: გაესალამა჻ იგი: ორნივე: გაყრისა: დაწვნა: ცეხლისა: ალამა჻ სრულად: ინდონი: მისტირან: ცრემლმან: მინდორი: დალამა჻ ავთანდილ: იტყუის: მამკლაო: სოფლისა: მე: სამსალამა჻

1719. ერთგან: ფრიდონ: და: ავთანდილ: იარნეს: დღენი: მცირენი჻ გზამან: გაჰყარნა: წავიდეს: თავისთავ: ანატირენი჻ კარგად: მოუჴდეს: მათ: მათნი: საქმენი: დანაპირენი჻ ავთანდილ: მიჰჴდა: არაბეთს: ნახნა: არ: ცუდნი: ჭირენი჻

ავთანდილ და ფრიდონ ტარიელ გაეყარნენ და თავის თავის სახლში მივდნენ჻

1720. გამოეგებნეს: არაბნი: სამეფო: დააშვენა: მან჻ ნახა: მზე: მისი: მირიდა: მისთა: სურვილთა: წყენამან჻ მის: თანა: ტახტსა: დავეჯდა: ილხინა: მჭურეტთა: ლხენამან჻ გააჴელმწიფა: გუირგუინი: ზეცით: მოსრულმან: ზენამან჻

1721. მათ: სამთავე: ჴელმწიფეთა: ერთმანერთი: არა: სძულდეს჻ ერთმანერთსა: ნახევიდიან: საწადელნი: გაუსრულდეს჻ ბრძანებისა: შემცილენი: მათთა: ჴრმალთა: დავეწყლულდეს჻ მოიმატეს: სამეფონი: გაჴელმწიფდეს: გამორჭმულდეს჻

1722. ფრიდონცა: ესვა: მოყუარედ: მათ: წინა: მიიყუანიან჻ ერთმანერთისა: მეშველთა: მებრძოლნი: იმაჯანიან჻ მათთა: ურჩთა: და: შემკადრთა: მიწები iaკუანიან჻ ორგულთა: მკლავნი: შემუსრნეს: ერთგულნი: აგულვანიან჻

1723. ყოვლთა: სწორად: წყალობასა: ვითა: თოვლსა: მოათოვდეს჻ ობოლ: ქურივნი: დაამდიდრნეს: და: გლახაკნი: არ: ითხოვდეს჻ ავთა: მქმნელნი: დააშინნეს: კრავნი: ცხუართა: ვერა: სწოვდეს჻ შიგა: მათთა: საბრძანისთა: თხა: და: მგელი: ერთად: სძოვდეს჻

ხვარაზმთა მეფისაგან ტარიელის ავად ყოფის ცნობა და შიგ ჩადგომა჻

1724. საწუთროო: უხანაო: სიმუხთლისა: სენი: გჭირსა჻ უწინ: ცათა: აყუანილსა: ჩააგდებვე: დიდსა: ჭირსა჻ გააყუითლებ: ქარვის: ფერად: პირველ: ლალსა: განამჭვირსა჻ კარგად: ვერვინ: ვერა: ნახავს: ხანგრძლად: შენგან: დანაჭირსა჻

1725. ესე: ამბავი: ნარჩომი: მათ: ლომთა: მორჭმით: მგონეთა გალექსა: აკლდა: ხvარაზმთა: მეტად: ვერ: მოვიგონეთა ძნელია: პოვნა: გული: ჰკრთა: დავარდი: დავეღონეთა კულა: ვთქუი ლექსი: გავმერთე: მოსმენით: გაიგონეთა჻

1726. აწ: გონიერნო: სიტყუანი: თქუენ: ჩემნი: შეიწყნარენით ძველნი: ნარჩმნი: ამბავნი: ლექსად: ვთქუენ: გაიხარენით჻ სარგის: დაურჩა: უთქმელად: მას: ესე: დავაბარენით჻ ლექსნი: მიქენით: ამისთვის: ენანი: მომახმარენით჻

1727. მორჭმულია ინდოთ: მეფე: მას: ზედ: მტერნი: არ: აბუქნა მით: მჭურეტელთა: დაადნობდა: მოყუარულთა: დაუშუქნა჻ აწ: გაიღეთ: მოედანსა: ბარგი: მძიმე: არ: სუბუქნა჻ კარავნი: და: კულა: ოთაღნი: ხატაურნი: ვინმცა: უქნა჻

1728. ბრძანებს: წავალ: მოსასვენოდ: მოვიარო: მე: მინდორი მრავლად: ახლვან: ბაზიერნი: და: მწყაზარი: თეთრი: ქორი჻ სუნღული: და: შავარდნები: ბრუნვენ: მოჰყავს: ერთსა: ორი჻ ავაზები: გაუშვიან: დგიან: მჭურეტნი: იდგის: გორი჻

1729. მით: მიუთხრობს: ინდოთ: მეფე: ჭირნი: ამფეხურეს: ნარონები჻ ლხინი: გუმართებს: აწ: მორჭმულთა: მოსურნალთ: მოსაწონები჻ ტახტსა: ზედა: ჯდა: წინა: უთქს: ოქრო: სარტყელთა: მონები მუტრიბნი: და: მომღრალნი: თამაშობენ: მოგოსნები჻