... (H-3061), XVIII ს.

1461. ფიცხლავ: შევებნათ: შევჯარნეთ: ვერ: მოგვასწრებენ: კარებსა჻ სამთაგან: ერთი: შევუალთ: სხვა: გარეთ: ვსცემდეთ: გარებსა჻ მან: ერთმან: შიგნით: შიგანნი: მივცეთ: სისხლისა: ღვარებსა჻ ჴელი: კულა: ვჴადოთ: აბჯარსა: მას: ჩვენგან: მძლედ: ნაჴმარებსა჻

1462. ფრიდონ: უთხრა: შემიგნია: გამიგნია: ვიცი: მე: რა჻ მაგა: ცხენსა: ჩემეულსა: ამოასწრობს: კართა: ვერა჻ ოდეს: გიძღვენ: არ: ვიცოდი: ქაჯეთს: გუინდა: ქაჯთა: მზერა჻ თვარა: ყოლა: არ: გიძღუნიდი: ჩემი: გითხრა: სიძუნწე: რა჻

1463. ფრიდონ: ლაღი: ამხანგობს: საუბართა: ესოდენთა჻ ამაზედან: გაიცინნეს: მათ: წყლიანთა: სიტყუა: ბრძენთა჻ ერთმანეთსა: ელაღობნეს: ლაღობათა: მათთა: მშვენთა჻ გარდაჴდეს: და: დაეკაზმნეს: უკეთესთა: შესხდეს: ცხენთა჻

1464. კულავ: ერთმანერთსა: მიუგეს: სიტყუები: არ: პირ: მკუახები჻ დაასკვნეს: იგი: თათბირი: ტარიას: განაზრახები჻ გაიყუეს: კაცი: ასასი: ყველაი: გმირთა: სახები჻ ცხენებსა: შესხდეს: აიღეს: მათ: მათი: ჩაბალახები჻

1465. იგი: ჭაბუკნი: შუქითა: ვნახენ: მზისაცა: მეტითა჻ მათ: სამთა: შვიდნი: მნათობნი: ჰფარვენ: ნათლისა: სვეტითა჻ ტარიელ: შავსა: ზედა: ზის: ტანითა: მით: წერწეტითა჻ დალივნეს: მტერნი: ომითა: ვითა: მჭურეტელნი: ჭურეტითა჻

1466. ჩემი: აწ: ესე: ნათქვამი: მათი: სახე: და: დარია჻ რა: ზედა: წვიმდეს: ღრუბელნი: და: მთათა: აღტყდეს: ღვარია჻ მოვა: და: ჴევთა: მოგრაგნის: მისი: ზათქი: და: ზარია჻ მაგრა: რა: ზღვასა: შეერთვის: მაშინ: ეგრეცა: წყნარია჻

1467. თუცა: ფრიდონ: და: ავთანდილ: სიკეთე: მიუწდომია჻ მაგრამ: ტარიას: შემბმანი: არვისგან: მოსანდომია჻ მზე: მნათობთაცა: დაჰფარავს: არცაღა: ნათლად: ჴომია჻ აწ: იყურებდით: მსმენელნო: გესმნენ: ფიცხელი: ომია჻

1468. სამთავე: სამად: გაიყუეს: თვითომან: თვითო: კარები჻ თანა: ჰყუა: კაცი: სამასი: ყუელაი: გმირთა: დარები჻ მას: ღამით: უქნეს: სადარნო: უცრუო: ანაჩქარები჻ გათენდა: გაჩნდეს: მიმართეს: თავისთავ: ჰქონდათ: ფარები჻

1469. პირველ: ამოდ: მოდიოდეს: მგზავრთა: რათმე: მაგიერად჻ მათ: შიგანთა: ვერა: უგრძნეს: ვერცა: დაჴუდეს: გულ: ჴმიერად჻ გულსა: შიში: არა: ჰქონდათ: ამოდ: დგეს: და: ნებიერად჻ მიდგეს: გარეთ: მუზარადნი: დაიხურეს: ჟამიერად჻

1470. ანასდად: ცხენი: გაქუსლეს: მათჴრამან: შექნა: წრიალი჻ რა: ნახნეს: კარნი: გაახუნეს: ქალაქით: გაჴდა: ზრიალი჻ სამთავე: სამგნით: მიმართეს: თავსა: მით: უყუეს: რიალი჻ იკრეს: ნობსა: და: დაბდაბსა: შეიქნა: ბუკთა: ტკრციალი჻

1471. მაშინ: ქაჯეთს: მიიწია: უსაზომო: რისხვა: ღ~თისა჻ კრონოზ: წყრომით: შემხედველმან: მოაშორვა: სიტკბო: მზისა჻ მათვე: რისხვით: გარდუბრუნდა: ბორბალი: და: სიმგრგულე: ცისა჻ ველნი: მკუდართა: ვერ: იტევდა: გადიოდა: ჯარი: მკუდრისა჻

1472. კაცსა: უკრავად: დაბნედდის: ჴმა: ტარიელის: ჴაფისა჻ აბჯართა: ფრეწდის: გაცუდდა: სიმაგრე: ჯავშან ქაფისა჻ სამგნითვე: კართა: შესჯარნეს: ჭირი: არ: ნახეს: კაფისა჻ რა: ქალაქს: შეჰჴდეს: შეიქნა: სიხარკე: ციხის: სწრაფისა჻

1473. ავთანდილ: და: ლომი: ფრიდონ: შიგნით: ერთგან: შეიყარნეს჻ მტერნი: სრულად: აეწყვიტნეს: სისხლი: მათნი: მოეღვარნეს჻ უყივლეს: და: ერთმანერთი: ნახეს: დიდად: გაეხარნეს჻ თქუეს: ტარიელ: რა: იქნაო: მის[ა]დ: ჭურეტად: თვალნი: არნეს჻

1474. ერთმანცა: არა: იცოდა: ვერა: ცნეს: ტარიერისა჻ ციხესა: კარსა: მიმართეს: რიდი: არ: ჰქონდათ: მტერისა჻ მუნ: ნახეს: რიყე: აბჯრისა: ნალეწი: ჴმალთა: წვერისა჻ ათი: ათასი: ნობათი: უსულო: მგზავსი: მტვერისა჻

1475. ციხისა: მცველნი: ყველაი: იდვა: მართ: ვითა: სნეული჻ თავით: ფეჴამდინ: დაჭრილი: აბჯარი: მუნ: დახეული჻ ციხისა: კარნი: განხმულნი: კართა: ნალეწი: სრეული჻ ცნეს: ნაქმრად: ტარიელისად: თქუეს: საქმე: არს: მისეული჻

1476. გზანი: დახუდეს: შეკაზმულნი: შევიდეს: და: გაძურეს: ჴურელსა჻ ნახეს: მზისა: შესაყრელად: გამოეშვა: მთვარე: გველსა჻ მუზარადი: მოეჴადა: შვენის: აკვრა: თმისა: ლელსა჻ მკერდი: მკერდსა: შეეწება: გარდაეჭდო: ყელი: ყელსა჻

1477. ეხვეოდეს: ერთმანერთსა: აკოცეს: და: ცრემლნი: ღვარნეს჻ ამას: გვანდეს: ოდეს: ერთგან: ზუალ: მუშთარ: შეიყარნეს჻ მზე: რა: ვარდთა: შემოადგეს: დაშვენდენ: და: შუქნი: არნეს჻ აქანამდის: ჭირნახულთა: ამას: იქით: გაიხარნეს჻

1478. მათ: ერთმანერთსა: აკოცეს: დგანან: ყელ გარდაჭდობილნი჻ კულა: შეეწებნეს: ხშირ: ხშირად: ვარდნი: ბაგეთათ: პობილნი჻ აწ: ესენიცა: გავიდეს: შეკრბეს: სამნივე: ძმობილნი჻ მას: მზესა: მისცეს: სალამი: წარდგეს: მართ: ვითა: ჴმობილნი჻

1479. მზე: მოეგება: პირითა: ტურფითა: მოცინარითა჻ აკოცა: მისთა: მეშველთა: ლაღმან: ცნობითა: წყნარითა჻ მათ: მდაბლა[დ]: მადლი: უბრძანა: სიტყუითა: მით: ნარნარითა჻ ორივე: ერთგან: უბნობდეს: ტურფითა: საუბარითა჻

1480. ტარიელსაც: უსალამეს: მას: ალვისა: მორჩსა: ვით: ხეს჻ მიულოცეს: გამარჯვება: ერთმანერთი: მოკითხეს჻ არა: სჭირდათ: არ: ინანეს: რომ: აბჯარი: არ: გაითხეს჻ თავნი: მათნი: გაალომნეს: მათი: მბრძოლი: იშვლეს: ითხეს჻