... (H-3061), XVIII ს.

1500. ფატმან: ხათუნ: თაყუანისცა: ჰკადრებს: მადლსა: მეტის: მეტსა჻ მე: მეფეო: შენი: ნახვა: მიდებს: ცეცხლსა: დაუშრეტსა჻ რა: მოგშორდე: რა: ვიქნები: მე: დამაგდებ: ვითა: რეტსა჻ ახ: ნეტარძი: მოახლეთა: ვაგლახ: თქუენსა: ვერა: მჭურეტსა჻

1501. ზღვათა: მეფესა: ეტყუიან: ორნივე: შუქთა: მაფენი჻ კბილნი: ბროლნი: და: ბაგენი: სადაფთა: მოსადაფენი჻ უთქუენოდ: მყოფსა: არ: გვინდა ნიშატნი: საჩანგდაფენი჻ მაგრა: გაგუიშვენ: ჟამია: წავიდეთ: ვართ: მოსწრაფენი჻

1502. შენ: იყავ: ჩვენი: მშობელი: და ჩვენგან: საესავიო჻ მაგრა: ამასცა: ვიაჯით: გუიბოძო ერთი: ნავიო჻ მეფემან: ბრძანა: არა: მშურს: სამიწოდ: თქუენთვის: თავიო჻ რადგან: ისწრაფი: რა: გკადრო: წა: გიწინამძღურებს: მკლავიო჻

1503. მეფემან: ნავი: ხომალდი: მოჰკაზმა: ზღვისა: კიდესა჻ გამოემართა: ტარიელ: გამყრელნი: ცრემლსა: ღურიდესა჻ თავსა: იცემდეს: იგლეჯდეს: თმა: წვერთა: გაიყრიდესა჻ ფატმანის: ცრემლთა: შედენით: თვით: ზღვაცა: გაადიდესა჻

ტარიელისა და ავთანდილისაგან ზღვათ მეფისა გაყრა და ფრიდონისას მისულა჻

1504. გამოვლნეს: ზღვანი: სამთავე: ერთგან: ძმად: შენაფიცართა჻ კულავ: ამტკიცებდეს: სიტყუათა: მათ: პირველ: დანამტკიცართა჻ შვენის: მღერა: და: სიცილი: მათ: მისთა: არ: უვიცართა჻ ბაგეთა: შუქი: შიადგის: ზედან: ბროლისა: ფიცართა჻

1505. მუნით: კაცი: ასმათთანა: მათ: გაგზავნეს: მახარობლად჻ კულავ ფრიდონის: თავადთასა ნაომართა: მათთა: მთხრობლად჻ მანდა: მოვა: მოიმაღლებს: მზე: მნათობთა: მამაგრობლად჻ ჩვენ: დამზრალნი: აქანამდის: აწ: გავხედით: დაუზრობლად჻

1506. იგი: მზე: შესვეს: კუბოსა: იარეს: გზა: ზღვის: პირისა჻ მიყმაწვილობდეს: უხარის: მათ: გარდაჴდომა: ჭირისა჻ მივიდეს: სადა: ქვეყანა: იყო: ნურადინ: გმირისა჻ მოეგებნიან: ისმოდის: ჴმა: სიმღერისა: ჴშირისა჻

1507. მუნ: მიეგებნეს: ყოველი: ფრიდონის: დიდებულები჻ ასმათი: სავსე: ლხინითა: ვის: აღარ: აჩნდა: წყლულები჻ ნესტანდარიჯს მოეჭდო: რომე: ვერ: გაჰყრის: ცულები჻ აწ: გაუსრულა: ყოველი: მან: მისი: ნაერთგულები჻

1508. ნესტანდარეჯან: ეხვევის: პირსა: აკოცებს: პირითა჻ უბრძანა: ჩემო: ვაგლახმე: შენცა: აგავსე: ჭირითა჻ აწ: ღ~თნ: მოგუცა: წყალობა: ვცან: მისი: არ: სიძვირითა჻ მე: გულსა: შენსა: ეზომსა: არვიცი: გარდვიჴდი: რითა჻

1509. ასმათ: ჰკადრა: მადლი: ღ~თსა: ვარდნი: ვნახენ: არ: დაზრულნი჻ ბოლოდ: ასრე: გააცხადნა: გონებამან: დაფარულნი჻ სიკუდილიცა: სიცოცხლედ: მჩანს: ოდეს: გნახენ: მხიარულნი჻ სჯობან: ყოვლთა: მოყუარულთა: პატრონ: ყმანი: მოყუარულნი჻

1510. დიდებულთა: თაყუანისცეს: მოახსენეს: დიდი: ქება჻ რომე: ღ~თნ: გაგვახარნა: კურთხეულარს: მისი: ღ~თება჻ ჩვენ: გვიჩვენა: პირი: თქუენი: აღარა: გუწვავს: ცეცხლთა: დება჻ წყლულსა: მისგან: დაკოდილსა: მასვე: ძალუც: განკურნება჻

1511. მოვიდეს: და: პირი: ჴელთა: დასდვეს: აგრე: გარდაჰკოცნეს჻ მეფე: ეტყუის: ძმათა: თქუენთა: თავნი: ჩვენთვის: დაიჴოცნეს჻ იგი: შვება: საუკუნოს: ცხადად: ჰპოვეს: არ: იოცნეს჻ ერთსა: მიხუდეს: საზიარო: დიდებანი: იასოცნეს჻

1512. თუცა: მე: მათი: დაჴოცა: მტკივის: და: სატკივარია჻ მაგრა: მათ: მიხუდა: უკუდავი: მუნ: დიდი: სანუკვარია჻ ესე: თქუა: ნელად: ატირდა: და: წვიმა: თოვლსა: არია჻ ნარგისთათ: იძვრის: ბორიო: ვარდსა: ზრავს: იანვარია჻

1513. მუნ: ატირდეს: ყუელაკანი: რა: ტირილად: იგი: ნახეს჻ რაცა: ვისცა: დაჰკლებოდა: მათ: ტირილით: სულთქმით: ახეს჻ დადუმდეს: და: მოახსენეს: რადგან: ბრძენთა: მზეებრ: გსახეს჻ თქუენთა: მჭურეტთა: მღერა: მართებს: რასათვისმცა: ივაგლახეს჻

1514. ვინ: ღირსა: თქვენსა: ეგზომსა: ტირილსა: შეჭირვებასა჻ თქუენთვის: სიკუდილი: დია: სჯობს: მიწათა: ზედან რებასა჻ კულავ: ფრიდონ: ჰკადრა: მეფესა: ნურად: იქ: გამწარებასა჻ ღ~თიმცა: მუქფად: მოგიზღავს: ათასთა: გახარებასა჻

1515. ავთანდილცა: მიუმტკივნა: ეტყუის: დიდსა: სიმძიმილსა჻ მათ: შიასხეს: ქება: უთხრეს თავნი: მივცეთ: აწ: ღიმილსა჻ რადგან: მიხუდა: დაკარგული: ლომი: მზესა: წაჴდომილსა჻ აღარა: ვსტირთ: სატირალსა: აღარ: დავდებთ: თვალთა: მილსა჻

1516. მივიდეს: სადა: ქალაქი: დიდი: მულღაზანზარია჻ სცემდეს: ბუკსა: და: ტაბლაკსა: გაჰჴდა: ზათქი: და: ზარია჻ დაბდაბისა: და: ქოსისა: ჴმა: ტკბილად: შენათხზარია჻ მოატყდეს: მოქალაქენი: დააგდეს: მუნ: ბაზარია჻

1517. შუკათათ: მოდგნეს: ვაჭარნი: ყოვლგნით: მჭურეტელთა: ჯარია჻ შორს: უარებდეს: სარანგნი: ჴელთა: აქუთ: მათ: აბჯარია჻ მოიჯრებოდეს: ჯალაბნი: სარანგთა: დამსაჯარია჻ მათად: საჭურეტლად: მიშვება: მუნ: მათგან: ნააჯარია჻

1518. გარდაჴდეს: დაფრიდონისსა: სრა: ნახეს: მოსაწონები჻ გამოეგება: მრავალი: ოქროს: სარტყლითა: მონები჻ ფერჴთა: საფენლად: ოქსინო: მართ: მათგან: არს: ნაქონები჻ თავსა: აყრიდეს: ოქროსა: ხვეტს: ჯარი: მუნ: ნარონები჻