... (H-3061), XVIII ს.

აქა ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა სახლსა მათსა჻

1693. ადგა: და: ქალაქს: შევიდა: თუით: გარდაჴდეს: სრასა: მათსა჻ ერთსა: ბრძანებს: დედოფალი: მართ: სიტყუასა: ვითამ: ათსა჻ ღ~თნ: მოსრნა: მტერნი: ჩუენნი: ვერ: დავცემენ: ყოლ: შამათსა჻ ამად: შევიქ: სიხარულსა: მართ: გულისა: საკამათსა჻

1694. უბრძანა: გლოვა: გახსენით: ქოსწინწილასა: ჰკარითო჻ დიდი: ზათქი: და: ზეიმი: გავიდეს: ჩუენით: კარითო჻ ნახლები: თქუენი: ოქროსა: სარტყლები მოიკარითო჻ იცინოდით: და: იმღერდით: ნუ: ცრემლი: აწანწკარითო჻

1695. დედოფალმან: მათ: ცოლქმართა: თუითო: ჴელი: დაუჭირა჻ ზედა: ტახტსა: მეფისასა: ერთგან: დასხმა: გაუპირა჻ მოიშორეს: კაეშანი: გული: მდედრი: აქუითკირა჻ გლოვა: ცვალა: სიხარულად: აღარავინ: აატირა჻

1696. დედოფალმან: შეიმოსა: შავი: ძაძა: აიხადა჻ დიდებულთა: შესამოსი: მხიარული: დაუმზადა჻ ყუელაკაი: დამოსა: და: საბოძვარი: უდიადა჻ ბრძანა: ჭირი: დავივიწყოთ: რადგან: ლხინი: დაგვებადა჻

1697. ტახტსა: ზედან: ერთად: მსხდომი: ტარიელ: და: ცოლი: მისი჻ ერთმანერთსა: შეჰფერობდეს: ქალი: ყმისა: შესატყუისი჻ გონება: და: ანუ: ენა: გამოსთქმიდა: მათმცა: ვისი჻ რამცა: ჰგვანდა: ჴორციელი: სოფელს: შვილი: ადამისი჻

1698. ტარიელს: და: ცოლსა: მისსა: მიხუდა: მათი: საწადელი შვიდი: ტახტი: საჴელმწიფო: საშვებელი: გაუცდელი჻ მათ: პატიჟთა: დაავიწყებს: ლხინი: ესე: აწინდელი჻ ყოლა: ლხინთა: ვერ: იამებს: კაცი: ჭირთა: გარდუჴდელი჻

1699. თვით: ორნივე: ერთგან: მსხდომნი: ნახნეთ: მზეცა: ვერა: სჯობდეს჻ ბუკსა: ჰკრეს: და: მეფედ: დასვეს: ქოსნი: ჴმათა: დაატკბობდეს჻ მისცეს კლიტე: საჭურჭლეთა: თავთა: მათთა: მიანდობდეს჻ ესეაო: მეფე: ჩუენი იზახდიან: ამას: ჴმობდეს჻

1700. ავთანდილ: და: ფრიდონისთვის: ორნი: ტახტნი: დაამზადნეს჻ ზედან: დასვა ჴელმწიფურად: დიდებანი: უდიადნეს჻ ღ~თნ: სხუანი: ჴორციელნი: მათებრნიღა: რად: დაბადნეს჻ ამბობდიან: ჭირთა: მათთა: ყუელაკასა: გაუცხადნეს჻

1701. სმა: პურობა: გახარება: ქნეს: ჯალაბი: გაადიდეს჻ ვითარიცა: ქორწილობა: ჴამს: ეგეთსა: გარდიჴდიდეს჻ მათ: ორთავე: თავისთავის: ძღუენსა: სწორად: მიართმიდეს჻ გლახაკთათვის: საბოძვარსა: საჭურჭლესა: ერთგან: ყრიდეს჻

1702. დედოფალმან: ეგრე: ბრძანა: ობოლ: ქურივნი: მოასხენით჻ ყუელაკაი: დაამდიდრეთ: საბოძვრითა: აავსენით჻ თვით: უბოძა: უსაზომო: რომ: არ: ითქუმის: ყოლა: ენით჻ ულოცეთო: დღეგრძელობა: ესე: ღ~თსა: შევედრენით჻

1703. ტარიელ: თქუა: დედოფალო: გკადრებ: ერთსა: მოსახსენსა჻ შეიწყალე: რამაზ: მეფე: მიავალე: ღმერთსა: შენსა჻ ვნახე: მეტად: შემებრალნეს: შეუშინდა: ჴრმალსა: ჩუენსა჻ ღ~თი: ალხენს: მოცთომილსა მონანულსა: ცრემლნადენსა჻

1704. დედოფალმან: ლმობიერად: შევუნდობო: ესე: ბრძანა჻ მოიყუანა: რამაზ: მეფე: ჴელმწიფეთა: ათაყვანა჻ ყოვლით: კერძო: მომღერალთა: ჴმები: გაეთანისთანა჻ ჭირთა: მათგან: გარდაჴდილთა: ესე: ლხინი: შეაგუანა჻

1705. ოქრო: თვალი: მარგალიტი: შვენიერი: სანახავად჻ ყოვლგნით იდვის: ვითა: გორი: მოდის: ველთა: მოსარწყავად჻ ვისცა: სწადდის: ალაფობდის: წაიღიან: უკითხავად჻ მანდატური: არვის: სცვიდის: ბოლოს: ვინ: ჯდის: ანუ: თავად჻

1706. ავთანდილ: და: ფრიდონისთა: სპათა: ეტყუის: მეფე: დიდი჻ სტუმარნი: ხართ: შოებისა: სირცხვილი: და: ნუ: გაქუსთ რიდი჻ თვითოს: კაცსა: თვითო: ჯორი: მარგალიტი: ანაკიდი჻ ესე: მისცა: საბოძვარსა ყუელაკასა: ვერ: დავსთულიდი჻

1707. ავთანდილ: და: ფრიდონისთვის: საბოძვარსა: ვინ: დასთუალავს჻ ვერ: გამოსთქუამს: სიმრავლესა: ენა: ამად: თავსა: კრძალავს჻ რაცა: იდვა: უკეთესსა: დედოფალი: არ: დამალავს჻ მათ: უჴმობდა: მჴსნელად: მათად: ტკბილად: უჭურეტს: არა: მალავს჻

1708. სრულნი: ინდონი: ავთანდილს: და: ფრიდონს: ღ~თად: ხადოდიან჻ თქუენგან: გუჭირს: კარგი: ყველაი: მართ: ამას: მოიტყოდიან჻ ვითა: პატრონსა: სჭურეტდიან: რაც: სწადდის: მას: იტყოდიან჻ სადარბაზობლად: ნიადაგ: მათ: წინა: მოვიდოდიან჻

1709. ტარიელ: რამაზ: მეფესა: უბოძვა: საბოძვარია჻ უბრძანა: ხარკსა: მოგვუცემდი: მართ: ვითა: შენი: გვარია჻ მან: თაყუანისცა: პირისა: ქუე: მდაბლად: დამდებარია჻ წავიდა: მისი: მლოცველი: არ: ომთა: მომკვეხარია჻

1710. ინდოთ: მეფე: უბრძანებდა: ასმათს: მისსა: შეკდომილსა჻ რაცა: შენ: ჰქენ: არ: უქმნია: არ: გამზრდელსა: არცა: ზრდილსა჻ აწ: ინდოეთს: სამეფოსა: მეშვიდესა: ერთსა: წილსა჻ ზედა: დაგსვამ: შენი: იყოს: გუმსახურებდი: ტკბილი: ტკბილსა჻

1711. ვინცა: გწადდეს: ქმრად: შეირთე: სამეფოსა: ეპატრონე჻ მუნიდაღმა: გუმსახურებდი: თავი: შენი: დაგუამონე჻ ასმათ: ფერჴნი: გარდუკოცნა: შენგან: არის: ჩემი: ღონე჻ მონობისა: უკეთესი: რამც: ვიშოვნე: რამც: ვიქონე჻