... (H-3061), XVIII ს.

1616. კულავ უძღუნა: ძღუენი: ორთავე: მსგავსი: მათისა: ბედისა჻ ათასი: თვალი: ნაშობი: რომანულისა: დედისა჻ კულავ მარგალიტი: ათასი: მართ: ვითა: კუერცხი: ტრედისა჻ ათასი: ცხენი: ტაიჭი: სიდიდით: მსგავსი: ქედისა჻

1617. ფრიდონს: უძღვნა: ცხრა: ტაბაკი: მარგალიტი: თავშედგმული჻ ცხრა: ტაიჭი: ძვირფასისა: უნაგრითა: შეკაზმული჻ ინდოთ: მეფე: თაყუანისცემს: ლაღი: ბრძენი: არ: მახმული჻ მადლი: ჰკადრა: ფხიზელურად: თუცა: იყო: ღვინო: სმული჻

1618. რას: ვაგრძელებდე: გარდაჴდეს: დღენი: ერთისა: თუისანი჻ თამაშობდიან: არ: იყუნეს: ყოლა: გაყრანი: სმისანი჻ ტარიელს: სძღუნიან: უცხონი: თვალნი: ლალისა: ქუისანი჻ მათ: ყოვლთა: მათნი: ელვანი: ჰფარვენ: მართ: ვითა: მზისანი჻

1619. ტარიელ: ჰგუანდის: ვარდსა: და: იყუის: ფიფქისა: მთოელად჻ ავთანდილ: როსტანს: წინაშე: გაგზავნა: დასათხოელად჻ შესთვალა: შენი: სიახლე: კმა: ჩემად: ლხინად: ყოელად჻ მტერთა: აქუს: ჩემი: სამეფო: ვიცი: მუნ: შიგან: მძოველად჻

1620. უცებნი: მოსრნის: მცოდნელთა: ცოდნამან: ჴელოვნებამან჻ ვეჭუ: მოქცეს: თქუენცა: დაღრეჯა: ჩემმან: რასაცა: ვნებამან჻ წავიდე: ავი: არ: მიყოს: მე: აქა: დაყოვნებამან჻ ადრე: კულა გნახნე: მორჭმულნი: ინებოს: ღმრთისა: ნებამან჻

1621. როსტევანს ეთქუა მეფეო: რად: ხართ: რასაცა: რიდითა჻ რაცა: გიჯობდეს: იქმოდით: გასჭურეტდით: გაიცდიდითა჻ ავთანდილ: თანა: წამოგყუე: სწადით: ლაშქრითა: დიდითა჻ თქუენთა: მტერთა: და: ორგულთა: დაჰფრეწდით: დაცასჭრიდითა჻

1622. ავთანდილ: უთხრა: ტარიელს: ესე: სიტყუები: ორები჻ მან: უთხრა: აგრე ნუ: უბნობ: შეცევ: ბროლისა: ყორები჻ ახალ: შეყრილსა: მთვარესა: მზეო: ვით: მოეშორები჻ ავთანდილ: უთხრა: მაგითა: შენგან: არ: მოვიღორები჻

1623. არ: დია: გინდა: დამაგდო: წახვიდე: ჩემად: მზრახავად჻ ცოლი: უყუარსო: გამწირა: იყო: ამისად: მსახავად჻ მე: დავრჩე: შენი: გაყრილი: თავისა: მე: ვაგლახავად჻ კაცსა: მოყურისა: გაწირვა: ახ: მოუხდების: ახ: ავად჻

1624. ტარიელს: უგავს: სიცილი: ბროლისა: ვარდთათ: ფრქვევასა჻ უბრძანა: ვიტყუი: უშენოდ: შენისა: უფრო: მე: ვასა჻ რადგან: გწადიან: წამომყევ: დამწამებ: ნურას: თნევასა჻ ავთანდილ: ბრძანებს: ლაშქართა: ყოვლგნით: მის: თანა: წუევსა჻

1625. შეყარნა: სპანი: არაბეთს: აღარა: ხანსა: ზმულია჻ კაცი: ოთხმოცი: ათასი: ყუელაი: დაკაზმულია჻ კაცსა: და: ცხენსა: ემოსა: აბჯარი: ხვარაზმულია჻ არაბთა: მეფე: მათითა: გაყრითა: ნაღველ: ჭმულია჻

1626. ერთმანერთისა: გაყრილნი: ქალნი: ორნივე: დობილნი჻ ერთმანერთისა: დადფიცნი: სიტყუისა: გამონდობილნი჻ მკერდითა: მკერდსა: შეკრულნი: ყელისა: გარდაჭდობილნი჻ ტიროდეს: მათთა: მჭურეტელთა: გულნიცა: ესხნეს: წდობილნი჻

1627. მთვარე: ცისკრისა: ნიავსა: რა: თანა: შეესწოროსა჻ ორნივე: სწორად: ნათობენ: მოშორდეს: მოეშოროსა჻ არა: თუ: იგი: მოშორდეს: მართ: ცამან: მოაშოროსა჻ მათად: საჭურეტლად: მჭურეტელმან: ჴამს: თავი: იქედგოროსა჻

1628. მათთავე: სახედ: რომელსა: ესენი: დაუბადიან჻ იგივე: გაჰყრის: სიშორე: არა: თუ: ნებით: სწადიან჻ ვარდსა: წებვენ: და: აპობენ: ტირან: და: ცრემლნი: ჩასდიან჻ მათთა: გამყრელთა: ყოველთა: სიცოცხლე: არ: იქადიან჻

1629. ნესტანდარეჯან: თქუა: ნეტამც: ყოლე: არ: შემოგცნებოდი჻ მზისა: გამყრელი: გაყრითა: აწ: ასრე: არ: დავდნებოდი჻ ამბავსა: სცნევდი: მამცნევდი: წიგნითა: მეუბნებოდი჻ ვითა შენთვის: დამწვარვარ: აგრე: შენ: ჩემთვის: ბნდებოდი჻

1630. თინათინ: უთხრა: ჰე: მზეო: შენთა: მჭურეტელთა: ლხინებო჻ რადმცა: გაგწირე: თუ: ვითა: გაყრასა: მოვითმინებო჻ ღ~თისაგან: დღეთა: თხოვისა: ნაცულად: სიკუდილი: ვინებო჻ აგრემცა: მივი: რაზომსა: მე: ცრემლსა: დავიდინებო჻

1631. კულავ აკოცეს: ერთმანერთსა: გაიყარნეს: იგი: ქალნი჻ ქუე: დამდგომმან: წამავალსა: ვერ: მოსწყვიტნა: ყოლა: თვალნი჻ იგი: იჭურეტს: უკუღმავე: ედებოდეს: ამით: ალნი჻ რომე: მწადდეს: ვერ: დავსწერენ: მე: სიტყვანი: ნაათალნი჻

1632. როსტან: მათითა: გაყრითა: ხელთაგან: უფრო: ხელდების჻ ათასჯერ: იტყუის: ვაგლახსა: არ: სულთქმა: უერთხელდების჻ ცხელი: სდის: წყარო: ცრემლისა: მართ: ვითა: ქუაბი: ცხელდების჻ ტარიელ: არის: დაღრეჯით: ფიფქი: ნასდების: თხელდების჻

1633. ტარიელს: ვარდსა: დაუტყლეჟს: მეფე: ხვევნით: და: კოცებით჻ იტყუის: თუ: თქუენი: სიახლე: მიჩს: აქამდისცა: ოცებით჻ რადგან: მოგშორდი: დავრჩები: პატიჟთა: გაასოცებით჻ შენგან: მოგვეცა: სიცოცხლე: შენგანვე: დავიჴოცებით჻

1634. ტარიელ: შეჯდა: მეფისა: გამყრელი: გამომსალამე჻ სრულად: ლაშქართა: სდიოდა: ცრემლი: მინდორთა: სალამე჻ მზე: შენ: გელმისო: საომრად: და: თავი: შენ: მას: ალამე჻ უბრძანა: თქუენთვის: მტირალსა: ყოლ: არ: მიმიჩნდეს: სალა: მე჻

1635. გაემართნეს: და: წავიდეს: დია: სპითა: და: ბარგითა჻ ტარიელ: ფრიდონ: ავთანდილ: თავითა: მეტად: კარგითა჻ კაცი: ორმოცი: ათასი: ჰყუა: ცხენებითა: ვარგითა჻ მივლენ: სამნივე: გულითა: ერთმანერთისა: მარგითა჻