... (H-3061), XVIII ს.

1557. ფრიდონ: მდაბლად: თაყუანისცა: ჰკადრა: მადლი: მეტისმეტი჻ მე: მეფეო: რად: გგონივარ: უჭკუო: და: აგრე: რეტი჻ მტერი: ყოვლი: ჩალად: გიჩანს: ვინმცა: იყო: ვითა: კეტი჻ ჩემი: ლხინი: მუნამდის: ა: ვირე: ვიყო: შენი: მჭვრეტი჻

1558. ფრიდონ: კაცნი: დააბრუნნა: მოსასხმელად: აქლემისად჻ სახლსა: მისსა: მისაღებლად: მის: ყველასა: საჭურჭლისად჻ აწ: მუნითგან: გაემართნეს: არაბეთით: მივლად: გზისად჻ ავთანდილა გალეული: შესაყრელად: მთვარე: მზისად჻

1559. მიხუდეს: არაბთა: საზღვარსა: რა: ვლეს: მრავალნი: ხანები჻ დახუდა: სოფლები: ციხები: ჴშირ: ჴშირად: თანის: თანები჻ მუნ: შიგა: მყოფსა: ემოსა: ტანსა: ლურჯი: და: მწვანები჻ ავთანდილისთვის: ყუელაი: ცრემლითა: არს: ნაბანები჻

1560. ავთანდილ: იცნეს: გაისმა: ჴმა: მათგან: სიხარულისა დაიწყეს: ყოვლგნით: ლაშქართა: ქნა: მათკენ: სიარულისა თაყუანისცემდა: სიმრავლე: სპისა: პირ: მხიარულისა჻ ქალი: ნახიან: შვენება: თქვიან: არს: მზისა: სრულისა჻

1561. ტარიელ: კაცი: გაგზავნა: წინაშე: როსტან: მეფესა჻ შესთალა: გკადრებ: მეფეო: სურვილით სიიეფესა჻ მე: მოვალ: მეფე ინდოთა: დარბაზსა: თქუენსა: სეფესა჻ გიჩვენებ: ვარდსა: კოკობსა: უფრჭუნელსა: მოუკრეფესა჻

1562. მაშინ: თქვენ: ჩემი: გეწყინა: ნახვა: მიწისა: შენისა჻ ცდა: შეპყრობისა: ავი: ჰქმენ: შემოტეობა: ცხენისა჻ მე: შენთა: სპათა: ვაჩვენე: ნიშანი: რამე: წყენისა჻ დავჴოცე: მონა: მრავალი: მსახურნი: სრისა: თქუენისა჻

1563. აწ: ამად: მოვალ: წინაშე: დავჰყარენ: ჩემნი: გზანია჻ შემინდოთ: რაცა: შეგცოდე: ჰქნეთ: გაწყრომისა: კმანია჻ ძღვენი: არა გვაქვს: გუმოწმობენ: ფრიდონ: და: მისნი: ყმანია჻ ოდენ: ძღუნად: თქუენი: ავთანდილ: მე: თქუენთვის: მომიტანია჻

1564. რა: მიუვიდა: მეფესა: მახარობელი: ჟამისა჻ ვით: გაეხარნეს: ვერ: იტყუის: ენა: ერთისა: წამისა჻ თინათინს: ღაწვთა: ემატა: ელვა: შუქისა: სამისა჻ ბროლსა: და: ლალსა: აშვენებს: მუნ: ჩრდილი: წარბწამწამისა჻

1565. ტაბლაკსა: ჰკრეს: და: გაისმა: სიცილი: თქართქარებისა჻ ლაშქარნი: რბოდეს: მი: და: მო: ქნა: სწადდა: მათკენ: რებისა჻ დაიწყეს: მოსხმა: ცხენისა: მოღება: უნაგრებისა჻ შესხდა: სიმრავლე: მოყმისა: მკლავფიცხელ: გულმაგრებისა჻

1566. მეფე: შეჯდა: გაეგებნეს: თავადნი: და: სრულად: სპანი჻ ვისცა: ესმის: მოვიდიან: მას: წინაშე: სხვაგნით: სხვანი჻ ყუელაკაი: ღ~თსა: მადლობს: გაამაღლნეს: მათნი: ჴმანი჻ თქუეს: ბოროტსა: უმყოფოა: კეთილნია: შენთვის: მზანი჻

1567. რა: ერთმანერთი: აუჩნდა: მიგებულ: მოსაგებავთა჻ ავთანდილ: ეტყუის: ტარიელს: სიტყუათა: დანაზებავთა჻ აგერა: ხედავთ: მინდორთა: მტვერითა: შენაღებავთა჻ ამად: მედების: საჴმილი: გულსა: ეცხელა: ებავთა჻

1568. ისია: ჩემი: გამზრდელი: და: თქუენდა: მოგებებულა჻ იქი: ვერ: მივალ: მრცხვენიან: გულსა: საჴმილი: დებულა჻ ჩემად: არაკად: სულდგმული: კაცი: არ: გაწბილებულა჻ რასაცა: მიზამთ: თქუენ: იცით: ფრიდონ: თქუენადვე: ხლებულა჻

1569. ტარიელ: უთხრა: კარგსა: იქ: შენ: პატრონისა: კრძალვასა჻ აწ: დადეგ: იქი: ნუ: მიხვალ: იქმცა: უჩემოდ: ხალვასა჻ მე: მივალ: უთხრობ: მეფესა: შენგან: თავისა: მალვასა჻ ვეჭუ: ღ~თითა: ადრე: შეგყარო: მზესა: მას: ტანად: ალვასა჻

1570. მუნ: დადგა: ლომი: ავთანდილ: დაიდგა: მცირე: კარავი჻ ნესტანდარეჯან: მუნვე: დგას: იგია: მჭურეტთა: მზარავი჻ მისთა: წამწამთა: ნიავი: ქრის: ვითა: ქარი: არავი჻ წავიდა: მეფე ინდოთა: მისრული: მიუპარავი჻

1571. ფრიდონ: წაჰყვა: განაღამცა: გავლეს: ველი: დიდსა: ხანსა჻ ცნა: მეფემან: ტარიელი: მარტო: მოვა: მოხრის: ტანსა჻ გარდაჴდა: და: თაყვანისცა: მას: უკადრსა: ლომებრ: ჯანსა჻ სდებს: პატივსა: ჰინდოთ: მეფეს: მართ: მამისა: შესაგვანსა჻

1572. ტარიელცა: თაყუანისცა: მივა: კოცნად: სასალამოდ჻ მეფე: ყელსა: აკოცებდა: მართ: ბაგისა: დასაამოდ჻ გაკვირვებით: ეუბნების: არის: მისგან: სათამამოდ჻ შენ: მზე: ხარო: შენი: გაყრა: არის: დღისა: შესაღამოდ჻

1573. გაეკვირვა: მეფე: მისსა: თუალადობა სიტურფესა჻ პირსა: უჭურეტს: გაკვირვებით: უქებს: მკლავთა: სიალფესა჻ კულავ: ფრიდონცა: უსალამა: თაყუანისცა: მან: მეფესა჻ მას: მეფესა: ავთანდილის: ნახვისათვის: მოსწრაფესა჻

1574. მეფე: ტარიას: ქებასა: დაჰკრთების: დაეღონების჻ ტარიელ: ეტყუის: მეფეო: აწ: გული: შენ: გემონების჻ მიკვირს: თუ: ეგრე: სიკეთე: თქუენ: ჩემი: რად: გეგონების჻ რადგან: ავთანდილ: შენია: სხვა: რად: ვინ: მოგეწონების჻

1575. ნუ: გიკვირს: მისი: ვერ: ნახუა: და: დაყოვნება: ხანისა჻ მოდი: და: დავსხდეთ: მეფეო: ამოა: კორდი: მწვანისა჻ გკადრო: მიზეზი: მისისა: თქვენს: წინა: ვერ: მოტანისა჻ ვიაჯ: რასმე: აწ: მმართებს: მოთხოვა: მე: ფარმანისა჻

1576. დასხდეს: მეფენი: მოადგა: გარე: სიმრავლე: რაზმისა჻ ტარიელს: პირსა: ციმციმი: ათქს: უნათლესი: ბაზმისა჻ ჭურეტა: ახელებს: მჭვრეტელთა: ყოფა: ქცევისა: და: ზმისა჻ დაუწყო: თხრობა: მეფესა: სიტყუისა: ბრძნად: ნაკაზმისა჻