... (H-3061), XVIII ს.

1673. ყოვლთა: მისცეს: ზენაარი: მიუყარნეს: მუჴლნი: წინა჻ ნუ: დაგუჴოცო: მისსა: ძალსა: ვინცა: აგრე: დაგარჩინა჻ ტარიელ: დგას: დაყმუნვებით: რამაზ: წინა: მოეფინა჻ ღ~თი: ალხენს: შეხვეწილსა: არ: შეუნდობს: კაცი: ვინა჻

1674. კაცი: ცრემლითა: შეინდობს: თუ: ცოდვა: მისთანაც: არსა჻ ვით: ნინეველი: ისხემდეს: თავსა: მტუერსა: და: ნაცარსა჻ ამით: დაესხნეს: რისხვასა: ზეცით: მოსრულსა: ნაცარსა჻ წაღმავე: წაგრეხს: სოფელი უკუღმა: უკუნაცარსა჻

1675. ბრძენმან: ვინმე: მოსწავლემან: საკითხავი: ესე: ვპოვნე჻ ესეაო: მამაცისა: მეტის: მეტი: სიგულოვნე჻ ოდეს: მტერსა: მოერიო: ნუღარ: მოჰკლავ: დაიყოვნე჻ გინდეს: სრული: მამაცობა: ესე: სიტყუა: დაიჴსოვნე჻

1676. ტარიელ: მოტკბა: ღ~თისაგან: მსგავსად: იგ: წარმართულია჻ აღარ: დაჴოცნა უბრძანა ძლეული: შიშმან: თუ: ლია წაღმავე: წაგრეხს: საქმესა: რაცა: უკუღმა: სთულია჻ ნაქმარი: მრუდი: ყუელაი: აწ: ჩემგან: გამართულია჻

1677. თაყუანისცეს: და: დალოცეს: ყოველთა: ჴმა: ერთად: იერეს჻ ღ~თსა: შევედრეს: ზახილით: სვე: მათი: გააძლიერეს჻ თავები: დაჴსნეს: სიკუდილსა: სიცოცხლე: ამის: მიერეს჻ ტარიას: ჴრმალნი: ვერ: დაძღეს: ჯერთ: ჴორცი: მოიმშიერეს჻

1678. ტარიას: ჭურეტად: მოსრული: მუშთარი: ახლოს: მჭურეტია჻ რისხვისა: ცეცხლი: ტარიელს: სიტკბოთა: დაუშრეტია჻ მოვიდეს: ნახეს: რამაზის: ლაშქარი: ძლივღა: ეტია჻ ჰინდოეთს: ზეცით: სინათლე: ჩადგა: მართ: ვითა: სვეტია჻

1679. ერთი: კაცი: მათ: ლაშქართა: მახარობლად: მიუვიდა჻ არ: დაგჴოცსო: შეგიწყალნა ყველაკაი: დალოცვიდა჻ ბუკსა: ჰკრეს: და: იხარებდეს: ყველა: ამას: მოზრახვიდა჻ მოვიდა: იგი: მოყმე: რომე: ერთი: ბევრთა: სრვიდა჻

1680. მოეგებნიან: ტარიელს: შორიშორ: უსალამიან჻ შიგანთა: დროშა: ინდოთა: მათ: იცნეს: აალამიან჻ ვერ: გამოენდვნეს: ინდონი: თქუეს: თუ: ღალატსა ლამიან჻ არ: მოელოდეს: ტარიელს: მით: ცრემლი: დაილამიან჻

1681. ტარიელ: მიდგა: უყივლა: მე: მოველ: მეფე: თქუენიო჻ თანა: მყავს: ჩემი: მნათობი: პირი: ელვათა: მფენიო჻ ჩვენ: მოგვცა: მაღლით: მაღალმან: წყალობა: მისი: ზენიო჻ გამოდით: თქუენი: სიშორე: არს: ჩემგან: მოუთმენიო჻

1682. მაშინღა: იცნეს: ტარიელ: მათგან: მიდამო: სრბანია჻ სრულად: მჭურეტლითა: აივსო: ზღუდე: და: ბანისბანია჻ ჴმამაღლად: ჴმობდეს: იზახდეს: მოგვშორდეს: სალმობანია჻ აქამდის: რისხვა მაღალმან: აწ: მოგვცა: წყალობანია჻

1683. კარნი: გაახუნეს: გამოჩნდეს: მოიხუნეს: მათ: კლიტენია჻ ერთობ: ფლასითა: მოსილნი: მათ: მზეთა: ზედ: მჭურეტენია჻ ტირან: ორნივე: ქალყმანი: ვარდისა: ბაღსა: ტენია჻ ზახილით: თავსა: იგლეჯენ: ყორნის: თმა: ბროლსა: ტენია჻

1684. ვითა: გამზრდელსა: მართებდა: გაზრდილი: აგრე: ხელია჻ რომე: სდის: ცრემლი: თუალთაგან კულავ: ცეცხლი: უფრო: ცხელია჻ თავსა: იგლეჯს: და: იზახის: ტირს: მეტად: გულფიცხელია჻ გიშრისა: ტევრსა: მოჰფოცხუდა: ბროლისა: საფოცხელია჻

1685. რა: ნახნა: ხასნი: ვეზირნი: ფლასითა: დამოსილნია჻ კულავ: დაიზახნა: ტარიელ: უფროსნი: დანაკივლნია჻ სისხლი: და: ცრემლი: თვალთაგან: სდის: და: მიწყობით: მილნია჻ მოვიდეს: ყელსა: მოეჭუდნეს: ვითა: ძმანი: და: შვილნია჻

1686. დიდებულნი: მოეხვივნეს: მოუზრუნვეს: მათ: ცოლქმართა჻ ქალი: დაბნდა: მამისათვის: ტირილიცა: ვერ: შემართა჻ ვარდსა: რტონი: შთამოსცუივდეს: ზე: ვერავინ: წამომართა჻ მუნა: კაცთა: ვერ: ვხედვიდი გაცინებით: მოღიმართა჻

1687. დედოფალი: გამოჭრილი: მოვიდოდა: მათად: ნახვად჻ უბრძანებდა: რად: ვინ: სტირთო: ესე: ჰქონდა: წყრომაზრახვად჻ ღ~თნ: რისხვა: მოაქცია: წყალობისა: გამოსახვად჻ გუმართებს: რომე: მადლი: მივსცეთ: აღარა: გუცალს: გლოვაახვად჻

1688. ტარიელ: ზედან მოიჭდნა: მხურვალთა: ცრემლთა: მდენელმან჻ იტყუის: თუ: ცეცხლი: დამევსო: ცხელი: აწ: დამწუა: მე: ნელმან჻ დადუმდი: სული: დაიღე: ჩემგან: ამისმან: მსმენელმან჻ თქუენი: სიცოცხლე: მალხინა: ღმერთმან: ობოლთა: მლხენელმან჻

1689. ქალმან: დედასა: შესტირნა ჰი: ჰი რაღა: ვქნა: დედაო჻ შესამოსლითა: დაგაგდე: აწ: შაოსანსა: გხედაო჻ მამამან: ტახტი: დასცალა: არა: ზის: მასსა: ზედაო჻ დედამან: ცრემლნი: მოჰჴოცნა: ეტყუის დადუმდი: ბედაო჻

1690. გარდაუკოცნა: პირი: და: ბაგეთა: ვარდი: თხელები჻ ვარდსა: დაუტყლეჟს: ბაგეთათ: გაჴდა: ალვისა: მთხელები჻ დარეჯანს: ეტყუის: რაღა: ვთქვათ: სიტყუები: ბედით: ხელები჻ ჩვენ: ყოვლთა: გუმართებს: ნეტარძი: ათასი: არერთხელები჻

1691. რა: გარდაჴდა: მცირე: ხანი: ჟამი: იქნა: გარდასრულად჻ დიდებულნი: ეთაყუანნეს: ერთობილნი: ადგეს: სრულად჻ იგი: მზენი: მიეგებნეს: მოეხვივნეს: გულის: გულად჻ აკოცეს: და: მოიკითხეს: თავისთავის: თუითეულად჻

1692. ავთანდილ: და: ფრიდონ: ჰკადრეს: დედოფალსა: მიმტკივნება჻ ტარიელ: თქუა: დედოფალო: გჭირს: ამათი: არამცნება჻ ესენია: მჴსნელნი: ჩუენნი: აწ: არა: გუცალს: გრძლად: უბნება ამათგან: გვაქვს: ჩუენ: ორთავე: სიცოცხლისა: მოპოვნება჻