... (Q-1335), XVIII ს.

1466. მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს აღარა ბნდებოდა შეხედნის თუალნი აჰმართნის შავ თეთრი ელვა ჰკრთებოდა მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა ვინ ღირსა თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა

1467. ავთანდილს მადლი უბრძანა ქნა უყო საუბარისა მე შენი ქება ვითა ვთქუა ბრძენთაგან საქებარისა ვითა ზე მთისა წყარომან მომრწყე ყუავილი ბარისა დამწყვიტე დენა ცრემლისა ნარგიზთათ ნაგუბარისა

1468. მე ვერა გიყო ნაცვალს[ა] ღ~თი გარდგიხდის ციერი ზე გარდმოთ მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემაგიერი შესხდეს და შინა წავიდის მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი აწ გავეაძღო სოფელმან ასმათ ადრიდგან მშიერი

1469. ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის არ ბარგოსანი შეხედნა იცნა ტარიელ თანა ყმა ჭარმაგოსანი ორნივე ტურფად იმღერდეს ვით იადონი მგოსანი მაშინვე იცნა ავარდა მოშლილი პერანგოსანი

1470. აქამდის მიწყივ ენახა ქუაბს მისულა მოტირალისა აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა ზარ აღებული ავარდა ცნობა უც ვითა მთურალისა არ იცის სმენა ამბვისა ჯერთ მისგან სასურალისა

1471. მათ რა ნახეს შემოყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით ჰე ასმათო მოგუივიდა მოწყალება ღ~თისა ზენით ვჰპოვეთ მთუარე დაკარგული რაცა გუწადდა იგი ვქენით აწ გავჴედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით

1472. ავთანდილ ცხენსა გარდაჴდა ასმათის მოსახუეველად მან მიჰყო ჴელი ალვასა შტო მოჰყუა მოსარხეველად ყელსა და პირსა აკოცებს არის ცრემლისა მფრქუეველად რა სცანო რა ჰქენ მიამბე ვტირ შენი მოაჯე ველად

1473. ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა ალვისა შტო დამჭკნარისა მთუარისა ფერ მიხდილისა უთხრა თუ ნახე ნაწერი მის პატიჟ გარდახდილისა მზე მოგუეახლა მოგუეცა ჩუენ მოშორება ჩრდილისა

1474. ასმათ რა ნახა უსტარი ცნა მისი დანაწერობა გაჰკვირდა ზარმან აიღო ათრთოლებს ვითა ხელობა ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკუირველობა იტყვის რა ვნახე რა მესმის არსცა ამისი მრთელობა

1475. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის ეგე ამბავ[ი] მრთელია ლხინი მოგუეცა მოგუშორდა ყოველი ჭირი ძნელია მზე მოგუეახლა უკუნი ჩუენთუის აღარა ბნელია ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია

1476. ჰინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა ერთმანერთსა ეხუეოდეს სიხარული ატირებდა ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა კაცსა ღ~თი არ გასწირავს თუცა კაცი შეიგებდა

1477. თქუეს ესე ნიშნად გუეყოფის ვართო კარგითა ბედითა ღ~თნ მოგუჴედნა თუალითა ზეგარდმო მონახედითა აიღეს იგი აბჯარი თავის თავისა ქედითა თუითო მათ ერთი ფრიდონის საძღნობლად შეკრეს ღუედითა

1478. ოქროც რამე წაიტანეს მარგალიტი ღარიბები გამოვიდეს გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები ავთანდილ თქუა ამას იქით დავამაგრო ჴრმალთა ნები ამას ღამე არსად წავალ რა გათენდეს არ დავდგები

1479. აქა მხატვარო დახატე ძმად უმტკიცესნი ძმობილნი იგი მიჯნურნი მნათობთა სხუისა ვერ ვისგან სწრობილნი ორნივე გმირნი მოყმენი მამაცობისა ცნობილნი რა ქაჯეთს მივლენ გასინჯეთ ომი ლახუართა სობილნი

ტარიელისა და ავთანდილისა წასულა ფრიდონისასა

1480. რა გათენდა გაემართნეს წაიტანეს ასმათ თანა ნურადინის ქუეყანამდის შეისვიან მათ უკანა მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა არ უძღვანა ავთანდილ კმა ყოლაუზად სხუამცა ვინღა წაიტანა

1481. იარეს და ზედა შეჰჴდეს ნურადინის მეჯოგეთა ჯოგი ნახეს მოეწონა ფრიდონისთუის ია გეთა მუნ ავთანდილს ჰინდო ეტყვის გაქნევ კარგთა სიშ[მ]აგეთა მოდი ფრიდონს გავლაღობნეთ ჯოგსა მისსა მოვადგეთა

1482. ჯოგი წაუღოთ მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად გამოემართვის საომრად ველთა სისხლისა დაღებად ანასდა გუიცნობს გაჰკრთების გულსა შეელმის დადებად ამოა კარგი ლაღობა ლაღსა შევეიქს ლაღებად

1483. დაიწყეს პყრობა ტაიჭსა ფრიდონის უკეთესებსა მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექნა ეკრა კუესებსა უყივლეს ვინ ხართ მოყმენო ვინ იქთ საქმესა ზესებსა ჯოგი მისია ვინ მტერსა ჰკრავს ჴრმალსა არ აკუნესებსა

1484. მათ მშვილდები დაიწუადეს მეჯოგეთა გაეკიდნეს მეჯოგენი მიაზახდეს ჴმანი მათნი გაადიდნეს გუიშველეთო გუიშველეთო მეკობრეთა ამოგწყვიდნეს ჴმა შეიქნა შეიყარნეს ფრიდონს ჰკადრეს არ დარიდნეს