... (S-4988), XVII-XVIII სს.

1452. ქვაბისა჻ კარსა჻ ასმათი჻ მარტო჻ ზის჻ არ჻ ბარგოსანი: შეხედნა჻ იცნა჻ ტარიელ჻ თანა჻ ყმა჻ ჭარმაგოსანი: ორნივე჻ ტურფად჻ იმღერდეს჻ ვით჻ იადონი჻ მგოსანი: მაშინვე჻ იცნა჻ ავარდა჻ შიშველი჻ პერანგოსანი:

1453. აქამდის჻ მიწყივ჻ ენახა჻ ქვაბს჻ მისლვა჻ მოტირალისა: აწ჻ გაუკვირდა჻ დანახვა჻ სიცილით჻ მომღერალისა: ზარ჻ აღებული჻ ავარდა჻ ცნობა჻ უც჻ ვითა჻ მთვრალისა: არ჻ იცის჻ სმენა჻ ამბვისა჻ ჯერთ჻ მისგან჻ სასურვალისა:

1454. მათ჻ რა჻ ნახეს჻ შემოჰყივლეს჻ სიცილით჻ და჻ კბილთა჻ ჩენით: ჰე჻ ასმათო჻ მოგვივიდა჻ მოწყალება჻ ღ~თისა჻ ზენით: ვჰპოვეთ჻ მთვარე჻ დაკარგული჻ რაცა჻ გწადდა჻ იგი჻ ვქენით: აწ჻ გავჴედით჻ ბედისაგან჻ ცეცხლთა჻ შრეტით჻ ჭირთა჻ ლხენით:

1455. ავთანდილ჻ ცხენსა჻ გარდაჴდა჻ ასმათის჻ მოსახვეველად: მან჻ მიჰყო჻ ხელი჻ ალვასა჻ რტო჻ მოჰყვა჻ მოსარხეველად: ყელსა჻ და჻ პირსა჻ აკოცებს჻ არის჻ ცრემლისა჻ მფრქვეველად: რა჻ სცანო჻ რა჻ ჰქენ჻ მიამბე჻ ვსტირ჻ შენი჻ მოაჯე჻ ველად:

1456. ავთანდილ჻ ასმათს჻ უსტარი჻ მისცა჻ მისისა჻ ზრდილისა: ალვისა჻ შტო჻ დამჭკნარისა჻ მთვარისა჻ ფერ჻ მიჴდილისა: უთხრა჻ თუ჻ ნახე჻ ნაწერი჻ მის჻ პატიჟ჻ გარდაჴდილისა: მზე჻ მოგვეახლა჻ მოგვეცა჻ ჩუენ჻ მოშორვება჻ ჩრდილისა:

1457. ასმათ჻ რა჻ ნახა჻ უსტარი჻ ცნა჻ მისი჻ დანაწერობა: გაჰკვირდა჻ ზარმან჻ აიღო჻ ათრთოლებს჻ ვითა჻ ხელობა: ტერფით჻ თხემამდის჻ გაუჴდა჻ მას჻ მეტი჻ საკვირველობა: იტყუის჻ რა჻ ვნახე჻ რა჻ მესმის჻ არსცა჻ ამისი჻ მრთელობა:

1458. ავთანდილ჻ უთხრა჻ ნუ჻ გეშის჻ ეგე჻ ამბავი჻ მრთელია: ლხინი჻ მოგუეცა჻ მოგვშორდა჻ ყოველი჻ ჭირი჻ ძნელია: მზე჻ მოგვეახლა჻ უკუნი჻ ჩუენთვის჻ აღარა჻ ბნელია: ბოროტსა჻ სძლია჻ კეთილმან჻ არსება჻ მისი჻ გრძელია:

1459. ინდოთ჻ მეფე჻ მხიარული჻ ასმათს჻ რასმე჻ უბრძანებდა: ერთმანერთსა჻ ეხვეოდეს჻ სიხარული჻ ატირებდა: ვარდსა჻ ზედან჻ ყორნის჻ ბოლო჻ ნამსა჻ თხელსა჻ აპკურებდა: კაცსა჻ ღმერთი჻ არ჻ გასწირავს჻ თუცა჻ კაცი჻ შეიგებდა:

1460. ღ~თსა჻ მისცეს჻ დიდი჻ მადლი჻ თქუეს჻ გვიყოვო჻ რაცა჻ სჯობდა: აწყა჻ ვცანით჻ უარესსა჻ პირი჻ თქუენი჻ არ჻ გაბრჭობდა: ინდოთ჻ მეფე჻ ჴელ჻ აპყრობით჻ მხიარული჻ ამას჻ ჴმობდა: ქვაბს჻ შევიდეს჻ მხიარული჻ ასმათ჻ რასმე჻ მასპინძლობდა:

1461. ტარიელ჻ ეტყუის჻ ავთანდილს჻ ისმინე჻ სიტყუა჻ ასები: გიანბობ჻ რასმე჻ ამბავსა჻ მოამბვედ჻ ნუ჻ გენასები: მე჻ ოდეს჻ ქვაბნი჻ წაუხვენ჻ დავჴოცენ჻ დევთა჻ დასები: მას჻ აქათ჻ მათი჻ აქა჻ ძეს჻ საჭურჭლე჻ ძვირ჻ ნაფასები:

1462. მე჻ აგრე჻ არა჻ მინახავს჻ მართ჻ ვითა჻ არა჻ მდომია: მოდი჻ და჻ გავჴსნათ჻ შევიგნეთ჻ საჭურჭლე჻ თუ჻ რა჻ ზომია: იამა჻ ადგნენ჻ ორნივე჻ არცა჻ ქვე჻ ასმათ჻ მჯდომია: დალეწეს჻ კარი჻ ორმოცი჻ მათგან჻ არ჻ ზედა჻ ომია:

1463. ჰპოეს჻ საჭურჭლე჻ უსახო჻ კულა჻ უნახავი჻ თვალისა: მუნ჻ იდვა჻ რიყე჻ თვალისა჻ ჴელწმიდად჻ განათალისა: ჩნდის჻ მარგალიტი჻ ოდენი჻ ბურთისა჻ საბურთალისა: ვინმცა჻ ქნა჻ რიცხვი჻ ოქროსა჻ ვერვისგან჻ დანათვალისა:

1464. იგი჻ სახლი჻ ორმოცივე჻ შიგან჻ იყო჻ გატენილი: ჰპოეს჻ ერთი჻ ზარდახანა჻ აბჯრისათვის჻ ახლად჻ ქნილი: მუნ჻ აბჯარი჻ ყოვლი჻ ფერი჻ ასრე჻ იდვა჻ ვითა჻ მწნილი: შიგან჻ ერთი჻ კიდობანი჻ დაბეჭდილი჻ არ჻ გაჴსნილი:

1465. ზედა჻ ეწერა჻ აქა჻ ძეს჻ აბჯარი჻ საკუირველიო: ჯაჭუ჻ მუზარადი჻ ალმასი჻ ჴმალი჻ ბასრისა჻ მჭრელიო: თუ჻ ქაჯნი჻ დევთა჻ შეებან჻ დღე჻ იყოს჻ იგი჻ ძნელიო: უმისჟამისოდ჻ ვინც჻ გახსნას჻ არის჻ მეფეთა჻ მკვლელიო:

1466. კიდობანი჻ გახსნეს჻ პოვეს჻ მუნ჻ აბჯარი჻ სამი჻ ტანი: რასამცა჻ ვით჻ შეიმოსენ჻ მეომარნი჻ სამნი჻ ყმანი: ჯაჭუ჻ ჴრმალი჻ მუზარადი჻ საბარკული჻ მათი჻ გვანი: ზურმუხტისა჻ ბუდებითა჻ იყუნეს჻ ვითა჻ ლუსკუმანი:

1467. თვითომან჻ თვითო჻ ჩაიცვეს჻ თავის჻ თავს჻ გამოსცდიდიან: ჯაჭუ჻ მუზარადსა჻ აბჯარი჻ მართ჻ ვერა჻ ვერ჻ მოჰკიდიან: ჴმალი჻ რკინისა჻ მოჰკრიან჻ ვით჻ ბამბის჻ მკედსა჻ სჭრიდიან: მათ჻ უღირს჻ ყოვლად჻ ქუეყანად჻ შევატყევ჻ არ჻ გაჰყიდიან:

1468. თქუეს჻ ესე჻ ნიშნად჻ გვეყოფის჻ ვართო჻ კარგითა჻ ბედითა: ღ~თნ჻ მოგუხედნა჻ თუალითა჻ ზეგარდმო჻ მონახედითა: აიღეს჻ იგი჻ აბჯარი჻ თავის჻ თავისა჻ ქედითა: თვითო჻ მათ჻ ერთი჻ ფრიდონის჻ საძღვნობლად჻ შეკრეს჻ ღვედითა:

1469. ოქროც჻ რამე჻ წაიტანეს჻ მარგალიტი჻ ღარიბები: გამოვიდეს჻ გამობეჭდეს჻ ორმოცივე჻ საჭურჭლები: ავთანდილ჻ თქუა჻ ამას჻ იქით჻ დავამაგრო჻ ჴმალთა჻ ნები: ამას჻ ღამე჻ არსად჻ წავალ჻ რა჻ გათენდეს჻ არ჻ დავდგები:

1470. აქა჻ მხატვარო჻ დახატე჻ ძმად჻ უმტკიცესნი჻ ძმობილნი: იგი჻ მიჯნურნი჻ მნათობთა჻ სხვისა჻ ვერვისგან჻ სწრობილნი: ორნივე჻ გმირნი჻ მოყმენი჻ მამაცობისა჻ ცნობილნი: რა჻ ქაჯეთს჻ მივლენ჻ გასინჯეთ჻ ომი჻ ლახვართა჻ სობილნი:

ტარიელისა და ავთანდილისა წასვლა ქუაბიდამ ფრიდონისასა: