... (S-5006), XVIII ს.

1442. მე: აგრე: არა: მინახავს: მართ: ვითა: არა: მდომია: მოდი: და: გავხსნათ: შევიგნეთ: საჭურჭლე: თუ: რა: ზომია: იამა: ადგეს: ორნივე: არცა: ქვე: ასმათ: მჯდომია: დალეწეს: კარი: ორმოცი: მათგან: არ: ზედა: ომია:

1443. პოვეს: საჭურჭლე: უსახო: კულავ: უნახავი: თვალისა: მუნ: იდვა: რიყე: თუალისა: ჴელწმიდად: განათალისა: ჩნდის: მარგალიტი: ოდენი: ბურთისა: საბურთალისა: ვინმცა: ქნა: რიცხვი: ოქროსა: ვერვისგან: დანათვალისა:

1444. იგი: სახლი: ორმოცივე: შიგან: იყო: გატენილი: პოვეს: ერთი: ზარადახანა: აბჯრისათვის: ახლად: ქნილი: მუნ: აბჯარი: ყოვლი: ფერი: ასრე: იდვა: ვითა: მწნილი: შიგან: ერთი: კიდობანი: დაბეჭდილი: არ: გახსნილი:

1445. ზედა: ეწერა: აქა: ძეს: აბჯარი: საკვირველიო: ჯაჭუ: მუზარადი: ალმასი: ჴმალი: ბასრისა: მჭრელიო: თუ: ქაჯნი: დევთა: შეებნენ: დღე: იყოს: იგი: ძნელიო: უმისჟამისოდ: ვინც: გახსნას: არის: მეფეთა: მკვლელიო:

1446. კიდობანი: გაჴსნეს: პოვეს: მუნ: აბჯარი: სამი: ტანი: რასაცა: ვით: შეიმოსენ: მეომარნი: სამნი: ყმანი: ჯაჭვი: ჴმალი: მუზარადი: საბარკული: მათი: გუანი: ზურმუხტისა: ბუდებითა: იყუნეს: ვითა: ლუსკუმანი:

1447. თვითომან: თვითო: ჩაიცვეს: თავის: თავს: გამოსცდიდიან: ჯაჭუ: მუზარადსა: აბჯარი: მართ: ვერა: ვერ: მოჰკიდიან: ჴმალი: რკინისა: მოჰკრიან: ვით: ბამბის: მკედსა: სჭრიდიან: მათ: უღირს: ყოვლად: ქუეყანად: შევატყევ: არ: გაჰყიდიან:

1448. თქუეს: ესე: ნიშნად: გუეყოფის: ვართო: კარგითა: ბედითა: ღმერთმან: მოგვხედნა: თვალითა: ზეგარდმო: მონახედითა: აიღეს: იგი: აბჯარი: თავის: თავისა: ქედითა: თვითო: მათ: ერთი: ფრიდონის: საძღვნობლად: შეკრეს: ღვედითა:

1449. ოქროც: რამე: წაიტანეს: მარგალიტი: ღარიბები: გამოვიდეს: გამობეჭდეს: ორმოცივე: საჭურჭლები: ავთანდილ: თქვა: ამას: იქით: დავამაგრო: ჴმალსა: ნები: ამას: ღამე: არსად: წავალ: რა: გათენდეს: არ: დავდგები:

1450. აქა: მხატვარო: დახატე: ძმად: უმტკიცესნი: ძმობილნი: იგი: მიჯნურნი: მნათობთა: სხვისა: ვერვისგან: სწრობილნი: ორნივე: გმირნი: მოყმენი: მამაცობისა: ცნობილნი: რა: ქაჯეთს: მივლენ: გასინჯეთ: ომი: ლახვართა: სობილნი:

ტარიელისა და ავთანდილისა წასვლა ფრიდონისასა:

1451. რა: გათენდა: გაემართნეს: წაიტანეს: ასმათ: თანა: ნურადინის: ქუეყანამდის: შეისუიან: მათ: უკანა: მუნ: ვაჭარმან: ოქროს: ფასად: ცხენი: მისცა: არ: უძღვანა: ავთანდილ: კმა: ყოლაოზად: სხვამცა: ვინღა: წაიტანა:

1452. იარეს: და: ზედა: შეჰჴდეს: ნურადინის: მეჯოგეთა: ჯოგი: ნახეს: მოეწონა: ფრიდონისთვის: იაგეთა: მუნ: ავთანდილს: ჰინდო: ეტყუის: გაქნევ: კარგთა: სიშმაგეთა: მოდი: ფრიდონს: გავლაღობნეთ: ჯოგსა: მისსა: მოვადგეთა:

1453. ჯოგი: წაუღოთ: მოსრულნი: ვესმით: ჯოგისა: წაღებად: გამოემართვის: საომრად: ველთა: სისხლისა: დაღებად: ანაზდად: გვიცნობს: გაჰკრთების: გულსა: შეელმის: დაღებად: ამოა: კარგი: ლაღობა: ლაღსა: შევეიქს: ლაღებად:

1454. დაუწყეს: პყრობა: ტაიჭთა: ფრიდონის: უკეთესებსა: მუნ: მეჯოგეთა: ფანოსი: შეექნა: ეკრა: კვესებსა: უყივლეს: ვინ: ხართ: მოყმენო: ვინ: იქთ: საქმესა: ზესებსა: ჯოგი: მისია: ვინ: მტერსა: ჰკრავს: ჴმალსა: არ: აკუნესებსა:

1455. მათ: მშვილდები: დაიწვადეს: მეჯოგეთა: გაეკიდნეს: მეჯოგენი: მიიზახდეს: ჴმანი: მათნი: გაადიდნეს: გვიშველეთო: გვიშველეთო: მეკობრეთა: ამოგვწყუიტნეს: ჴმა: შეიქნა: შეიყარნეს: ფრიდონს: ჰკადრეს: არ: დარიდნეს:

1456. შეეკაზმა: ფრიდონ: შეჯდა: შეკაზმული: გამოვიდა: ჴმა: შეიქნა: შეიყარნეს: რაზმი: ველთა: დაჰფარვიდა: იგი: მზენი: მოეგებნეს: ვის: ზამთარი: ვერ: დაზვრიდა: დაესვარა: ზარადები: პირსა: მათსა: უფარვიდა:

1457. რა: ტარიელ: ფრიდონ: იცნა: აწ: ვნახეო: ვინცა: მინა: მუზარადი: მოიჴადა: გაიღიმნა: გაიცინა: ფრიდონს: უთხრა: რასა: ლამი: ჩუენი: მოსლვა: რას: გეწყინა: პურად: ავი: მასპინძელი: მოგუეგებვი: ომად: წინა:

1458. ფრიდონ: ფიცხლა: გარდაიჭრა: დავარდა: და: თაყვანისსცა: იგინიცა: გარდაუხდეს: მოეხუივნეს: აკოცესცა: ფრიდონ: ღმერთსა: ჴელ: აბყრობით: უსაზომო: მადლი: მისცა: დიდებულნი: აკოცებდეს: იცნობდიან: იგი: ვისცა:

1459. ფრიდონ: უთხრა: რასა: სდეგით: მოგელოდი: უწინარე: მე: მზა: ვარო: სამსახური: თქუენი: რამცა: დავიზარე: ჰგუანდა: თუცა: შეყრილ: იყვნეს: ორნი: მზენი: ერთი: მთვარე: ერთმანერთი: დააშვენეს: გაემართნეს: იქცეს: გარე:

1460. ფრიდონის: სახლსა: გარდახდეს: ორნივე: ტურფად: გებულსა: ახლოს: დაისვამს: ავთანდილს: მისსა: ძმად: შეფიცებულსა: ტარიელ: დაჯდა: საჯდომსა: ოქსინო: გარდაგებულსა: მათ: უძღვნეს: იგი: აბჯარი: ფრიდონს: ჭაბუკად: ქებულსა: