... (H-66), 1832 წ.

1441. მათ ქალ ყმათათვის საჯდომი: დაედგა თეთრ ძოწეული წითელ ყვითლითა თვალითა: ზედა კეკლუცად ფრქვეული ავთანდილისთვის ყვითელი: და შავი ერთგან რეული მოვიდეს დასხდეს მჭვრეტელნი: ვსცან მათი სულ დალეული

1442. მგოსანნი მოდგეს ისმოდა: ჴმა სიმღერისა ტკბილისა ქორწილი ქნეს და გამრავლდა: ძღნობა ლარისა ლბილისა ფრიდონის პურად კარგისა: არ მასპინძლისა წბილისა ნესტან დარეჯანს უშვენის: ღიმილი ჩენა კბილისა

1443. მოიღეს ძღვენი უსახო: ფრიდონის არ ალქატისა ცხრა მარგალიტი სიდიდით: მართ ვითა კვერცხი ბატისა კვლავ ერთი თვალი სამგზავსო: მზისა შუქ მონამატისა მას წინა ღამით ძალ ედვის: მხატვარსა ხატვა ხატისა

1444. კვლავ უძღვნა თითო ფარღული: გარდასაყრელი ყელისა მრგვლად გათლილისა თვალისა: იაგუნდისა მრთელისა კვლავ მოაქვს ერთი ტაბაკი: მძლედ საჭირავი ჴელისა ავთანდილისთვის ლომისა: ძღვენი ფრიდონის ქველისა

1445. იგი ტაბაკი სავსეა: მარგალიტითა სხვილითა ავთანდილს უძღვნა ყველაი: არა სიტყვითა წბილითა აივსო სახლი სტვირითა: და ოქსინოთა ლბილითა ტარიელ მადლი უბრძანა: ლაღმან სიტყვითა ტკბილითა

1446. ფრიდონისგან უსაზომო: ქორწილია დღესა რვასა ყოვლთა დღეთა მიართმიდეს: უფასოსა ძღვენსა მზასა დღე და ღამე არ გასწყვეტდის: ჩაგანა და ჩანგი ხმასა აჰა მიხვდეს შესაფერნი: ყმა ქალსა და ქალი ყმასა

1447. ტარიელ ფრიდონს უბრძანა: დღე ერთ სიტყვები გულისა არს გული თქვენი საჩემო: უფროსი ძმისა სრულისა არ გემუქფების სიცოცხლე: არცა მოცემა სულისა მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან: ჩემი წამალი წყლულისა

1448. ავთანდილისგან შენც იცი: ჩემთვის თავისა დადება აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა: მოხმარებისა წადება შენ მიდი ჰკითხე რა უნდა: მან ქნას ამისი ცხადება ვითა დამივსო სახმილი: ეგრე მისიცა კმა დება

1449. უთხრა ძმაო რა გარდიხდის: შენგან ჩემსა ჭირნახულსა ღ~თი მოგცემს წყალობასა: მისგან ზეცით შესახულსა თუ ვერა ვიქ საწადელსა: შენსა შენთვის გაზრახულსა არა ვნახავ სახლსა ჩემსა: არ დარბაზსა არცა ხულსა

1450. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა: ანუ რით მოგეხმარები ვარჩევ წავიდეთ არაბეთს: იყავ ჩემიცა მარები ტკბილი სიტყვთა გავმართოთ: და ხმლითა საომარები თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ: მე ჩემსა არ ვექმარები

1451. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს: ტარიას მოციქულობა მას გაეცინნა გაღიმდა: შვენოდა მხიარულობა თქვა თუ მეშველი რად მინდა: მჭირს არავისგან წყლულობა ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს: არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა

1452. ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის: მორჭმული ღ~თისა ნებითა საკრძალავი და უკადრი: ლაღი არვისგან ვნებითა არცა რა უმძიმს ქაჯთაგან: არცა გრძნეულთა გრძნობითა მას ზედა შველა რად მინდა: რად მეჭვ რასაცა თნებითა

1453. რა მოვა ჩემთვის განგება: ზეცით მოსრულნი ზენანი ღ~თი იწადებს მამივლენ: გულის სახმილთა ლხენანი მაშინღა დამხვდნენ მოკუდავსა: მზისა ელვათა ფენანი უმისჟამისოდ ცუდია: ჩემგან მიდამო რბენანი

1454. მიდი და ჰკადრე ტარიელს: პასუხი ჩემგან თხრობილი მადლი რად უნდა მეფეო: ვარ რაზომ გინდა ლმობილი ვარ მუცლითგანვე დედისა: თქვენად სამონოდ შობილი ღ~თნ მუნამდის მიწა მყოს: ვირ მეფე იყო ცნობილი

1455. გებრძანა შეყრა მწადიან: საყვარელისა შენისა ეგე არს მგზავსი გულისა: ლმობიერისა თქვენისა მუნა მე ჴმალი არ მიკვეთს: არცა სივრცელე ენისა მიჯობს მოლოდნა საქმისა: მის განგებისა ზენისა

1456. ესეა ჩემი საწადი: და ჩემი მოსანდომარე ჰინდოეთს გნახო მორჭმული: საჯდომთა ზედა მჯდომარე გვერცავე გიჯდეს მნათობი: პირი ელვათა მკრთომარე მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს: არვინ ჩნდეს მუნ მეომარე

1457. რა გამისრულდენ ესენი: ჩემნი გულისა ნებანი მაშინღა მივალ არაბეთს: მამხვდეს მის მზისა ხლებანი ოდესცა სწადდეს დამივსნეს: ამა ცეცხლისა დებანი სხვა თქვენგან არა არ მინდა: მძულან რასაცა თნებანი

1458. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს: ესე სიტყვანი ყმისანი მან ბრძანა მაგას არა ვიქ: ამას არ უნდა მისანი ვითა მან პოვა მიზეზი: ჩემისა სულთა დგმისანი ეგრევე მანცა სამისოდ: ნახნეს ძალ გულნი ძმისანი

1459. მიდი უთხარ ჩემაგიერ: სიტყვა ჩემგან არ ნათნები მე შენისა გამზრდელისა: უნახავად არ დავდგები ვეჭვ მრავალი დამეხოცოს: მონა მისგან საყვარლები ვითხოვ ხოლე შენდობასა: ეგეთიღა მოვბრუნდები

1460. ესე უთხარ ამის მეტსა: მოციქულობ ნურას ნუო ხვალე წასლვა არ დავშალო: არცა სიტყვა გავათუო მე არ მიზამს არაბთ მეფე: რომე სიტყვა გავიცრუო ამოდ ვთხოვო ქალი მისი: შევეხვეწო შევაგუო