... (H-757), 1671 წ.

1451. ავთანდილ჻ ფატმანს჻ ყოველი჻ უთხრა჻ ამბავი჻ თავისა ამბავი჻ ტარიელისა჻ შემოსვა჻ ვეფხის჻ ტყავისა უბრძანა჻ შენ჻ ხარ჻ წამალი჻ ჯერთ჻ შენგან჻ უნახავისა ღონე჻ წამწმისა჻ ჴშირისა჻ ყორნის჻ ფრთებნაფუშავისა

1452. მოდი჻ და჻ ფატმან჻ მეწიე჻ ვეცადნეთ჻ მისსა჻ რგებასა უშველოთ჻ იგი჻ მნათობნი჻ ნუთუ჻ მიეცნენ჻ შვებასა ვინცა჻ სცნობს჻ კაცი჻ ყველაი჻ ჩუენსა჻ დაიწყებს჻ ქებასა ნუთუ჻ კულა჻ მიხუდენ჻ მიჯნურნი჻ ერთმანერთისა჻ ხლებასა

1453. მომგვარე჻ ქაჯეთს჻ გავგზავნოთ჻ იგივე჻ მონა჻ გრძნეული ქალსა჻ ვაცნობოთ჻ ყველაი჻ ამბავი჻ ჩუენგან჻ ცნეული მანცა჻ გვაცნობოს჻ მართალი჻ ვქნათ჻ მისი჻ გამორჩეული ღმერთმან჻ ქნას჻ ქაჯთა჻ სამეფო჻ მოგესმას჻ ჩუენგან჻ ძლეული

1454. ფატმან჻ თქუა჻ ღმერთსა჻ დიდება჻ საქმენი჻ მომხუდეს჻ მორანი დღეს჻ რომე჻ მესმნეს჻ ამბავი჻ უკვდავებისა჻ სწორანი მოგუარა჻ მონა჻ გრძნეული჻ შავი჻ მართ჻ ვითა჻ ყორანი უბრძანა჻ ქაჯეთს჻ გაგგზავნი჻ წა჻ გზანი჻ გისხენ჻ შორანი

1455. აწ჻ გამოჩნდების჻ საჴმრობა჻ ჩემთუის჻ შენისა჻ გრძნებისა ფიცხლად჻ დამივსე჻ საჴუმილი჻ შენ჻ ჩემთა჻ ცეცხლთა჻ გზნებისა მას჻ მზესა჻ ჰკადრე჻ მიზეზი჻ მისისა჻ განკურნებისა მან჻ უთხრა჻ ხუალე჻ მოგართვა჻ ყოვლი჻ ამბავი჻ ნებისა

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი჻

1456. ფატმან჻ სწერს჻ აჰა჻ მნათობო჻ სოფლისა჻ მზეო჻ ზენაო შენთა჻ შორსმყოფთა჻ ყოველთა჻ დამწუელო჻ ამაზრზენაო სიტყუამჭევრო჻ და჻ წყლიანო჻ ტურფაო჻ ლამაზენაო ბროლო჻ და჻ ლალო჻ ოროვე჻ კულავ჻ ერთგან჻ შენათხზენაო

1457. თუცა჻ თუ჻ შენი჻ ამბავი჻ შენ჻ არა჻ მომასმენიე მე჻ ეგრეცა჻ ვცან჻ მართალი჻ მით჻ გულსა჻ შენთუის჻ ველიე შენთუის჻ ხელქმნილსა჻ ტარიელს჻ ამბითა჻ მოალხენიე ორნივე჻ მიხუდეთ჻ წადილსა჻ იგი჻ ვარდობდესშენ჻ იე

1458. მოსრულა჻ შენად჻ საძებრად჻ მისი჻ ძმადშეფიცებული ავთანდილ჻ მოყმე჻ არაბი჻ არაბეთს჻ შიგან჻ ქებული სპასპეტი჻ როსტენ჻ მეფისა჻ ვერვისგან჻ დაწუნებული შენ჻ სწერდი჻ შენსა჻ ამბავსა჻ ლაღი჻ ბრძნად჻ გაგონებული

1459. ჩუენ჻ ამისთუის჻ ესე჻ მონა჻ გამოვგზავნეთ჻ თქუენსა჻ წინა ვცნათ჻ ამბავი჻ ქაჯეთისა჻ მოსრულანცა჻ ქაჯნი჻ შინა მანდაურთა჻ მეომართა჻ ანგარიში჻ წურილად჻ გუინა ვინ჻ არიან჻ მცველნი჻ შენნი჻ ან჻ თავადი჻ მათი჻ ვინა

1460. რაცა჻ იცი჻ მანდაური჻ მოგუიწერე჻ გაამჟღავნე მერმე჻ შენსა჻ საყვარელსა჻ ნიშანი჻ რა჻ გაუგზავნე შენი჻ ყველა჻ აქამდისი჻ ჭირი჻ ლხინსა჻ გაათავნე ღმერთსა჻ უნდესმოყუარენი჻ შესაფერნი჻ შეგაზავნე

1461. წადი჻ უსტარო჻ ისწრაფე჻ თუ჻ მუჴლი჻ ჰქონდეს჻ მალები დაგნატრი჻ მიხუალ჻ დაგხუდების჻ ბროლი჻ სათი჻ და჻ ლალები ბედად჻ შენ჻ მჯობხარუსტარო჻ გნახვენ჻ დამწველის჻ თუალები შენს჻ უკან჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ თუ჻ გესმის჻ არ჻ გებრალები

1462. ფატმან჻ მისცა჻ დაწერილი჻ მას჻ გრძნეულსა჻ ჴელოვანსა ესე჻ წიგნი჻ მიართვიო჻ ქალსა჻ მზისა჻ დასაგვანსა მან჻ გრძეულმან჻ მოლი჻ რამე჻ წამოისხა჻ ზედა჻ ტანსა მასვე჻ წამსა჻ დაიკარგა჻ გარდაფრინდა჻ ბანისბანსა

1463. წავიდა჻ ვითა჻ ისარი჻ კაცისა჻ მშვილდფიცხელისა რა჻ ქაჯეთს჻ შეჰოდა჻ ქნილ჻ იყო჻ ოდენ჻ ბინდბანდი჻ ბნელისა უჩინოდ჻ შევლო჻ სიმრავლე჻ მოყმისა჻ კართა჻ მცველისა მას჻ მზესა჻ ჰკადრა჻ ამბავი჻ მისისა჻ სასურველისა

1464. ციხისა჻ კარნი჻ დაჴშულნი჻ შევლნა჻ მართ჻ ვითა჻ ღიანი შევიდა჻ ზანგი჻ პირშავი჻ თმაგრძელი჻ ტანნაბდიანი იგი჻ მზე჻ დაჰკრთა჻ ეგონა჻ სამოსი჻ რამე჻ ზიანი შესცვალა჻ ვარდი჻ ზაფრანად჻ ლაჟვარდის჻ ფერად჻ იანი

1465. ქაჯმან჻ უთხრა჻ ვინ჻ გგონივარ჻ ანუ჻ აგრე჻ რად჻ დაბნდები მე჻ ვარ჻ მონა჻ ფატმანისი჻ თქუენს჻ წინაშე჻ ნამგზავრები ამა჻ წიგნმან჻ გამამართლოს჻ არ჻ ტყუვილად჻ გეუბნები მზისა჻ შუქნი჻ მოისწრაფენ჻ ვარდო჻ ადრე჻ ნუ჻ დასჭნები

1466. შუენებითა჻ არსთა჻ მზე჻ ხარ჻ ქუეყანისა჻ არეული჻ ბროლბალახში჻ ძოწგიშერი჻ პირგავსილი჻ მთუარეული჻ ალვის჻ ნორჩი჻ ცისკრის჻ ვარდი჻ მუშკსულნელი჻ აბრეული჻ ნუ჻ დასჭნები჻ წამერთ჻ მოვა჻ ღ~თის჻ წყალობა჻ ადრეული

1467. პირმზე჻ გაჰკუირდა჻ ფატმანის჻ ამბითა჻ საკუირველითა ნუშნი჻ გააპნა჻ შეიძრნეს჻ სათნი჻ გიშრისა჻ წნელითა მან჻ იგი჻ წიგნი჻ მონამან჻ მისცა჻ თავისა჻ ჴელითა სულთქვამს჻იკითხავს჻ უსტარსა჻ ალტობს჻ ცრემლითა჻ ცხელითა

1468. მონასა჻ ჰკითხა჻ მიანბე჻ ვინ჻ არის჻ ჩემი჻ მძებნელი ანუ჻ ვინ჻ მიცის჻ ცოცხალი჻ მიწათა჻ ზედან჻ მტკეპნელი მან჻ მოახსენა჻ ვიკადრებ჻ რასაც჻ ოდენ჻ ვარ჻ მცნებელი რა჻ წამოსრულ჻ ხარ჻ მას჻ აქათ჻ შენგან჻ ჩუენია჻ მზე჻ ბნელი

1469. ფატმანის჻ გული჻ მას჻ აქათ჻ ლახუართა჻ შენახევია მას჻ რომე჻ ცრემლი჻ სდენია჻ ზღუათაცა჻ შენართევია მე჻ ერთხელ჻ შენი჻ ამბავი჻ მისთუის჻ კვლაც჻ მიმირთმევია ღმერთსა჻ ვიმოწმებ჻ მას჻ აქათ჻ ტირილი჻ არ჻ დაჰლევია