... (H-3061), XVIII ს.

1444. ზღვა: გაიარეს: სამთავე: ერთგან: ძმად: შეფიცებულთა჻ ფრიდონ: გზა: იცის: იარეს: დღისით: და: ღამით: რებულთა჻ ფრიდონ: თქუა: ვახლავთ: არესა: ჩუენ: ქაჯეთს: მიახლებულთა჻ აქადგან: ღამით: ვლა: გუინდა: მით: არას: გამჟღავნებულთა჻

1445. ამა: ფრიდონის: თათბირთა: სამნივე: ერთგან: ზმიდიან჻ რა: გაუთენდის: დადგიან: და: ღამით: ფიცხლა: ვლიდიან჻ მივიდნეს: აჩნდეს: ქალაქი: მცველთა: ვერ: დაცასთულიდიან჻ გარე: კლდე: იყო: გუშაგთა: ჴმა: ჯარვით: გაადიდიან჻

1446. ყოვლგნით: მრგვალი: შეუალი: არსით: იყო: ყოლნა: პირი჻ სამთა: კართა: ცხრა: ათასი: ზედან: სცვიდა: მოყმე: გმირი჻ შუა: ციხე: ამართული: კლდე: დუხ: კეკლუცი: არ: დუხჭირი჻ გუირაბითა: შესავალი: აჴურეტილი: ვითა: სტვირი჻

1447. გვირაბის: კარსა: ჭაბუკი: ათი: ათასი: მცველია჻ მათ: ლომთა: ნახეს: ქალაქი: მთვარე: დგას: მუნ: ნათელია჻ თქუეს: ვითათბიროთ: ვითა: ვთქუათ: აწ: გამორჩევა: ძნელია჻ ასი: ათასსა: აჯობებს: თუ: გამორჩევით: მქნელია჻

თათბირი ნურადინ ფრიდონისა ქაჯეთის ციხეს რომ შემოადგნენ჻

1448. ფრიდონ: თქუა: ვიტყუი: სიტყუასა: ვეჭუ: ჩემი: არ: დამცდარია჻ ჩუენ: ცოტაი: ვართ: ქალაქი: დიდთაგან: საომარია჻ პირისპირ: ომი: არ: ძალ: გვაქუს: არ: ჟამი: საკვეხარია჻ ათას: წელ: ვერსით: შეუვალთ: თუ: ზედ: დაგუიხშან: კარია჻

1449. ჩემსა: სიმცროსა: გამზრდელნი: სამუშაითოთ: მზრდიდიან჻ მასწავლნეს: მათი: საქმენი: მახლტუნებდიან: მწურთიდიან჻ ასრე: გავიდი: საბელსა: რომ: თვალნი: ვერ: მომკიდიან჻ ვინცა: მჭურეტდიან: ყმაწვილნი: იგიცა: ინატრიდიან჻

1450. აწ: ვინცა: ვიცით: უკეთუ: შეტყორცა: საგდებელისა჻ მან: ერთსა: ბურჯსა: გარდვაგდოთ: წვერი: საბლისა: გრძელისა჻ მაზედან: გავლა: ადვილად: მიჩნს: მართ: ვითა: ველისა჻ თქუენ: ჭირად: გიყო: შიგანთა: პოვნა: კაცისა: მრთელისა჻

1451. აბჯრითა: გავლა: არად: მჩანს: ჭირად: გატანა: ფარისა჻ შიგან: ჩავხლტები: კისკასად: ვეცემი: მგზავსად: ქარისა჻ ლაშქართა: დავჰჴოც: გავახვამ: ნახოთ: გაღება: კარისა჻ თქუენცა: მუნ: მოდით: სადაცა: გესმას: ზრიალი: ზარისა჻

თათბირი ავთანდილისა შეპარვით ციხეს შესულისა

1452. ავთანდილ: უთხრა: ჰე: ფრიდონ: მოყუასნი: ვერ: გიჩივიან჻ ლომთა: მკლავთაგან: იმედი: გაქუ: არა: წყლულნი: გტკივიან჻ სთათბირობ: ძნელთა: თათბირსა: მტერთა: ივაგლახივიან჻ მაგრა: თუ: გესმის: გუშაგნი: რა: ახლო: ახლო: ყივიან჻

1453. რა: გახვიდოდე: გუშაგთა: ესმას: აბჯრისა: ჩხარება჻ გიგრძნობენ: თოკსა: მოჰკვეთენ: ამისი: ჴამს: დაჯერება჻ წაგიჴდეს: ცუდად: ყუელაი: დაგრჩეს: ცუდიღა: ფერება჻ ეგე: თათბირი: არ: ვარგა: სხვაებრ: ვჰქნათ: თავის: ტერება჻

1454. სჯობს: დადეგით: დამალულნი: თქუენ: ადგილსა: იდუმალსა჻ ისი: კაცნი: არ: იჭერენ: მგზავრსა: ქალაქს: შემავალსა჻ სავაჭროთა: მოვეკაზმი: ვიქ: საქმესა: მე: მუხთალსა჻ ერთსა: ჯორსა: გარდავჰკიდებ: მუზარადსა: ჯაჭუსა: ჴმალსა჻

1455. სამთავე: შესულა: არ: ვარგა: თუ: გვიგრძნან: არს: სათუები჻ მე: მარტო: შევალ: ვაჭრულად: და: კარგად: შევეტყუები჻ მალვით: ჩავიცვამ: აბჯარსა: გავჩნდები: გავეცრუები჻ ღ~თნ: ქნას: უხვად: ვადინო: შიგან: სისხლისა: რუები჻

1456. შიგანთა: მცველთა: მოვიცლი: მე: უნახავად: ჭირისად჻ თქუენ: გარეთ: კართა: ეცენით: ყოველნი: მგზავსად: გმირისად჻ კლიტეთა: დავლეწ: გავახვამ: ნახოთ: გაღება: კარისად჻ თურა: სხვა: სჯობდეს: თქუენ: ბრძანეთ: ვარ: მრჩევლად: ამა: პირისად჻

თათბირი ტარიელისა სამთაგანვე შეჴდომა და ციხის აღება჻

1457. ტარიელ: უთხრა: მე: თქუენი: ვცან: გმირთა: მეტი: გმირობა჻ თქუენსა: ძალ: გულსა: თქუენივე: ჰგავს: თათბირობა: პირობა჻ ვიცი: გწადს: ომი: ფიცხელი: არ: ცუდი: ჴმალთა: ღირობა჻ კაციმცა: მაშინ: თქუენ: გახლავთ: რა: ომმან: ქნას: გაჭირობა჻

1458. მაგრა: იყუენით: ჩემთვისცა: საქმისა: რასმე: რჩევითა჻ ჴმა: ესმას: ჩემსა: ხელმქნელსა: ზე: გარდმოდგების: მზე: ვითა჻ თქუენ: გქონდეს: ომი: ფიცხელი: უომრად: მნახოს: მე: ვითა჻ ესე: მე: დამსურის: ნუ: უბნობთ: სიტყუითა: თქუენ: სათნევითა჻

1459. მაგა: თათბირსა: ესე: სჯობს: ვქმნათ: ჩემი: მონახსენები჻ გავიყოთ: კაცი: ასასი: რა: ღამე: ჩნდეს: ნათენები჻ სამთავე: სამგნით: მივმართოთ: ფიცხლად: დავწკიპოთ: ცხენები჻ მოგვეგებიან: ვემცრობით: ჩვენ: ჴმალსა: მივცეთ: მძლე: ნები჻

1460. ვინცა: შეუსწრას: ჰფარავსმცა: მას: ღ~თისა: საფარველია჻ კარნი: დავლეწნეთ: დავჰჴოცნეთ: ყოველი: კართა: მცველია჻ სამთავე: იქით: მივმართოთ: მაშინ: აღარა: ძნელია჻ ძლევა: მან: მოგუცეს: რომელი: სათქმლადცა: საზარელია჻