... (Q-1335), XVIII ს.

1446. ჴრმალი გასტყორცა ტარიელ მიმართა მისსა ძმობილსა ყმა ცხენისაგან გარდიჭრა ჰგუანდა ეტლისა სწრობილსა მართ ერთმანერთსა აკოცეს ჰგუანან ყელ გარდაჭდობილსა ჴმა შაქრის ფერად გაუხდა ვარდსა ჴშირ ჴშირად პობილსა

1447. ტარიელ მოთქუა ტირილით სიტყუა ნატიფი მჭევრები სისხლისა ღუარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები ალვისა წყარო ცრემლისა მორწყავს ნაკადი ბევრები რაგგან შენ გნახე რა მგამა პატიჟი მჭირდეს ბევრები

1448. ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა გაღიმდის ძოწი გააპის კბილთაგან ელვა კრთებოდა ეტყოდა ვცანო ამბავი შენ რომე გიამებოდა აწ გაახლდების ყუავილი ვარდი აქამდის ჭკნებოდა

1449. ამა ამბავსა გიამბობ არს ჩემგან მონასმინები მასცა მოშორდა საწუთრო ვის ჰგუანდეს ფერად მინები კიდე შემოგხსნის ჯინჯილსა ჴელობისათვის ვინ ები კვლა მასვე გიზამს სოფელი თუ სჭმუნავ რაცა ინები

1450. ტარიელ უთხრა ჰე ძმაო კმა არს დღეს რაცა მლხენია ყოველი ჩემი სალხინო მინახავს ნახვა შენია სხვად ნუ ყოს ღ~თნ წამალი არცარა მოგისმენია კაცმანმცა სოფელს ვით პოა რაცა რა საქმე ზენია

1451. რა ტარიელ არ შესჯერდა ავთანდილცა არ დასწყნარდა მის ამბვისა დაყოვნება ვეღარ გასძლო აუჩქარდა გამოიღო რიდე მისი ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა რა ტარიელ ნახა იცნა გამოუღო შემოვარდა

1452. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გაცაშალა მან პირსა დაიდვა დაეცა ვარდმან ფერითა მკრთალამან სულნი გაიქცნეს მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ ვერცა სალამან

1453. ავთანდილ უჭურეტს ტარიელს უსულოდ ქუე მდებარესა შეჰფრინდა შუელად მიმართ{ა} მას ტკბილად მოუბარესა ვერა ვერ არგო დამწუარსა სრულად ცეცხლ ნადებარესა მისთა ნიშანთა სიცოცხლე მათ მისი მიებარესა

1454. ავთანდილ დაჯდა ტირილად ტირს ჴმითა მშუენიერითა ყორანსა გაგლეჯს ჴშირ ჴშირად აფრთხობს ბროლისა ჭერითა გახეთქა ლალი გათლილი ანდამატისა კუერითა მუნით წყარონი გამოჰჴდეს ძოწსა ვასგავსენ ფერითა

1455. ტარიელ ეგრე გასულსა მზე დასტირს იტყუის ახა ვა ღ~თო ნუ მოჰკლავ ჯერ ჟამად თქუა ბრალ არს დასამარხავა ნუ გუწუავ ცეცხლითა ცხელითა ნუ გაგუჴდი სხვათა მზრახავა სოფელო მოგუეც სიახლე ვისთუის გუაქვს გული მჭმახავა

1456. პირსა იჴოკს ღაწუთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭურეტსა რაცა ვქენო არ უქნია არცა შმაგსა არცა რეტსა წყალი სწრაფით რას დავასხი ცეცხლსა ძნელად დასაშრეტსა ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის მეტსა

1457. მე მოვჰკალ ჩემი მოყვარე რა მმართებს გაწბილებულსა თავსა ვაბრალობ საქმესა არ დახუმით გაგონებულსა ცრუ კაცი კარგად ვერა იქს საქმესა გაძნელებულსა თქმულა სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა

1458. უცნობო ქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად ავთანდილ ადგა გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად მან პოვა სისხლი ლომისა მოაქვს სავსებლად ალისად მკერდსა დაასხა გავეხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად

1459. ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა ტარიელ შეჰკრთა შეიძრა რაზმი ჰინდოთა ტომისა თუალნი აახუნა მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა ლურჯათ ჩანს შუქი მთუარისა მზისგან შუქ ნამკრთალისა

1460. ზამთარი ვარდთა გაახმობს ფურცელნი შთამოსცუივიან ზაფხულის მზისა სიახლე დასწუავს გუალვასა ჩივიან მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ჴმასა ყივიან სიცხე სწუავს ყინვა დააზრობს წყლულნი ორჯელვე სტკივიან

1461. აგრევე გული კაცისა მოსაგუარებლად ძნელია ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა მართ ვითა ხელია მიწყივ წყლულდების საწუთრო მისი აროდეს მრთელია იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისა მტერია

1462. ტარიელ ნახა ნაწერი კულაცა მკულელისა მისისა იკითხავს თუცა აშეთებს კითხუა წიგნისა მისისა დაუყუის ცრემლმან სინათლე ბნელად ჩანს შუქი დღისისა ავთანდილ ადგა დაუწყო თხრობა სიტყუისა მქისისა

1463. მიკვირს თუ რად ნამუსად გიჩს ცრემლნი მიდგიან მორევად მზე პატიმრად გყავს სოფელი იჭირვის ჩვენდა მორევად ფრიდონ მოვიხმოთ ლომგული ძმად ფიცი ჩუენდა სწორევად მან მოგუაშუელოს ლაშქარი მათ გრძნეულთათუის მორევად

1464. იტყვის თუ ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლელისა აწ რადღა გუმართებს ტირილი ჴამს დავსხდეთ ქმნად ღიმილისა ადეგ წავიდეთ საძებრად მის მზისა წაჴდომილისა ადრე მიგიყვან მიყვანა არს შენგან მონდომილისა

1465. ვითა გუმართებს გახარება პირველ აგრე გავიხარნეთ მერმე შევსხდეთ გავემართნეთ ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ ჴრმალნი ჩუენნი ვიწინამძღურნეთ მათნი ზურგით დავიყარნეთ უჭირველნი შემოვიქცეთ იგი მძორთა დავადარნეთ