... (S-4988), XVII-XVIII სს.

1432. ამა჻ ამბავსა჻ გიამბობ჻ არს჻ ჩემგან჻ მონასმინები: მასცა჻ მოშორდა჻ საწუთრო჻ ვის჻ ჰგვანდეს჻ ფერად჻ მინები: კიდე჻ შემოგხსნის჻ ჯინჯილსა჻ ხელობისათვის჻ ვინ჻ ები: კულავ჻ მასვე჻ გიზამს჻ სოფელი჻ თუ჻ სჭმუნავ჻ რაცა჻ ინები:

1433. ტარიელ჻ უთხრა჻ ჰე჻ ძმაო჻ კმა჻ არს჻ დღეს჻ რაცა჻ მლხენია: ყოველი჻ ჩემი჻ სალხინო჻ მინახავს჻ ნახვა჻ შენია: სხვად჻ ნუ჻ ყოს჻ ღმერთმან჻ წამალი჻ არცა჻ რა჻ მოგისმენია: კაცმანცა჻ სოფელს჻ ვით჻ პოვა჻ რაცა჻ რა჻ საქმე჻ ზენია:

1434. რა჻ ტარიელ჻ არ჻ შესჯერდა჻ ავთანდილცა჻ არ჻ დასწყნარდა: მის჻ ამბვისა჻ დაყოვნება჻ ვეღარ჻ გასძლო჻ აუჩქარდა: გამოიღო჻ რიდე჻ მისი჻ ვინ჻ ბაგეთა჻ ვარდი჻ ვარდა: რა჻ ტარიელ჻ ნახა჻ იცნა჻ გამოუღო჻ შემოვარდა:

1435. წიგნი჻ და჻ კიდე჻ რიდისა჻ იცნა჻ და჻ გაცაშალა჻ მან: პირსა჻ დაიდვა჻ დაეცა჻ ვარდმან჻ ფერითა჻ მკრთალამან: სულნი჻ გაიქცნეს჻ მოდრიკა჻ თავი჻ გიშრისა჻ ტალამან: მისნი჻ ვერ჻ გასძლნეს჻ პატიჟნი჻ ვერ჻ ყაენ჻ ვერცა჻ სალამან:

1436. ავთანდილ჻ უჭვრეტს჻ ტარიელს჻ უსულოდ჻ ქვე჻ მდებარესა: შეჰფრინდა჻ შველად჻ მიმართა჻ მას჻ ტკბილად჻ მოუბარესა: ვერა჻ ვერ჻ არგო჻ დამწვარსა჻ სრულად჻ ცეცხლ჻ ნადებარესა: მისთა჻ ნიშანთა჻ სიცოცხლე჻ მართ჻ მისი჻ მიებარესა:

1437. ავთანდილ჻ დაჯდა჻ ტირილად჻ ტირს჻ ჴმითა჻ შვენიერითა: ყორანსა჻ გაგლეჯს჻ ჴშირ჻ ჴშირად჻ აფრთხობს჻ ბროლისა჻ ჭერია: გახეთქა჻ ლალი჻ გათლილი჻ ანდამატისა჻ კვერითა: მუნით჻ წყარონი჻ გამოჰჴდეს჻ ძოწსა჻ ვამსგავსე჻ ფერია:

1438. ტარიელს჻ ეგრე჻ გასულა჻ მზე჻ დასტირს჻ იტყუის჻ ახა჻ ვა: ღ~თო჻ ნუ჻ მოჰკლავ჻ ჯერ჻ ჟამად჻ თქუა჻ ბრალ჻ არს჻ დასამარხავა: ნუ჻ გუწვავ჻ ცეცხლითა჻ ცხელითა჻ ნუ჻ გაგვხდი჻ სხვათა჻ მზრახავა: სოფელო჻ მოგვეც჻ სიახლე჻ ვისთვის჻ გვაქუს჻ გული჻ მჭმახავი:

1439. პირსა჻ იხოკს჻ ღაწუთა჻ სისხლი჻ ჩასდიოდა჻ მისსა჻ მჭურეტსა: რაცა჻ მე჻ ვქენ჻ არ჻ უქმნია჻ არცა჻ შმაგსა჻ არცა჻ რეტსა: წყალი჻ სწრაფით჻ რად჻ დავასხი჻ ცეცხლსა჻ ძნელად჻ დასაშრეტსა: ჩქარად჻ ეცეს჻ ვერ჻ გაუძლებს჻ გული჻ ლხინსა჻ მეტის჻ მეტსა:

1440. მე჻ მოვჰკალ჻ ჩემი჻ მოყვარე჻ რა჻ მმართებს჻ გაწბილებულსა: თავსა჻ ვაბრალობ჻ საქმესა჻ არ჻ დასმით჻ გაგონებულსა: ცრუ჻ კაცი჻ კარგად჻ ვერა჻ იქს჻ საქმესა჻ გაძნელებულსა: თქმულა჻ სიწყნარე჻ გმობილი჻ სჯობს჻ სიჩქარესა჻ ქებულსა:

1441. უცნობო჻ ქმნილი჻ ტარიელ჻ ძეს჻ მსგავსად჻ ნატუსალისად: ავთანდილ჻ ადგა჻ გამოვლნა჻ შამბნი჻ საძებრად჻ წყალისად: მან჻ პოვა჻ სისხლი჻ ლომისა჻ მოაქვს჻ სავსებლად჻ ალისად: მკერდსა჻ დაასხა჻ გავეჴდა჻ ლაჟვარდი჻ ფერად჻ ლალისად:

1442. ავთანდილ჻ მკერდსა჻ დაასხა჻ მას჻ ლომსა჻ სისხლი჻ ლომისა: ტარიელ჻ შეჰკრთა჻ შეიძრა჻ რაზმი჻ ინდოთა჻ ტომისა: თვალნი჻ აახუნა჻ მიეცა჻ ძალი჻ ზე჻ წამოჯდომისა: ლურჯათ჻ ჩანს჻ შუქი჻ მთვარისა჻ მზისგან჻ შუქ჻ ნაკრთომისა:

1443. ზამთარი჻ ვარდთა჻ გააჴმობს჻ ფურცელნი჻ ჩამოსცვივიან: ზაფხულის჻ მზისა჻ სიახლე჻ დასწვავს჻ გუალვასა჻ ჩივიან: მაგრამ჻ მაზედან჻ ბულბულნი჻ ტურფასა჻ ჴმასა჻ ყივიან: სიცხე჻ სწვავს჻ ყინვა჻ დააზრობს჻ წყლულნი჻ ორჯელვე჻ სტკივიან:

1444. აგრევე჻ გული჻ კაცისა჻ მოსაგვარებლად჻ ძნელია: ჭირსა჻ და჻ ლხინსა჻ ორსავე჻ ზედა჻ მართ჻ ვითა჻ ხელია: მიწყივ჻ წყლულდების჻ საწუთრო჻ მისი჻ აროდეს჻ მრთელია: იგი჻ მიენდოს჻ სოფელსა჻ ვინცა჻ თავისი჻ მკულელია:

1445. ტარიელ჻ ნახა჻ ნაწერი჻ კულავცა჻ მკვლელისა჻ მისისა: იკითხავს჻ თუცა჻ აშეთებს჻ კითხვა჻ წიგნისა჻ მისისა: დაუყვის჻ ცრემლმან჻ სინათლე჻ ბნელად჻ ჩანს჻ შუქი჻ დღისისა: ავთანდილ჻ ადგა჻ დაუწყო჻ თხრობა჻ სიტყუისა჻ მქისისა:

1446. მიკუირს჻ თუ჻ რად჻ ნამუსად჻ გიჩს჻ ცრემლნი჻ მიდგიან჻ მორევად: მზე჻ პატიმრად჻ გყავს჻ სოფელი჻ იჭირვის჻ ჩუენდა჻ მორევად: ფრიდონ჻ მოვიჴმოთ჻ ლომ჻ გულო჻ ძმად჻ ფიცი჻ ჩუენდა჻ სწორევად: მან჻ მოგვაშველოს჻ ლაშქარი჻ მათ჻ გრძნეულთათვის჻ მორევად:

1447. იტყუის჻ თუ჻ ნაქმრად჻ არ჻ ვარგა჻ კაცისა჻ გასწავლილისად: აწ჻ რადღა჻ გვმართებს჻ ტირილი჻ ჴამს჻ დავსხდეთ჻ ქნად჻ ღიმილისა: ადეგ჻ წავიდეთ჻ საძებრად჻ მის჻ მზისა჻ წაჴდომილისა: ადრე჻ მიგიყუან჻ მიყვანა჻ არს჻ შენგან჻ მონდომილისა:

1448. ვითა჻ გუმართებს჻ გახარება჻ პირველ჻ აგრე჻ გავიხარნეთ: მერმე჻ შევსხდეთ჻ გავემართნეთ჻ ქაჯეთისკენ჻ თავნი჻ ვარნეთ: ჴმალნი჻ ჩვენნი჻ ვიწინამძღვრნეთ჻ მათნი჻ ზურგით჻ დავიყარნეთ: უჭირველნი჻ შემოვიქცეთ჻ იგი჻ მძორთა჻ დავადარნეთ:

1449. მერმე჻ ტარიელ჻ ამბავსა჻ ჰკითხავს჻ აღარა჻ ბნდებოდა: შეხედნის჻ თვალნი჻ ამართნის჻ შავ჻ თეთრი჻ ელვა჻ ჰკრთებოდა: მართ჻ ვითა჻ ლალსა჻ მზისაგან჻ მას჻ ფერი჻ ეზარდებოდა: ვინ჻ ღირს჻ ა჻ თუმცა჻ წყალობით჻ ცა჻ მიწყივ჻ მობრუნდებოდა:

1450. ავთანდილს჻ მადლი჻ უბრძანა჻ ქნა჻ უყო჻ საუბარისა: მე჻ შენი჻ ქება჻ ვითა჻ ვთქვა჻ ბრძენთაგან჻ საქებარისა: ვითა჻ ზე჻ მთისა჻ წყარომან჻ მომრწყე჻ ყუავილი჻ ბარისა: დამწყუიტე჻ დენა჻ ცრემლისა჻ ნარგისთათ჻ ნაგუბარისა:

1451. მე჻ ვერა჻ გიყო჻ ნაცვალსა჻ ღმერთი჻ გარდგიჴდის჻ ციერი: ზეგარდმო჻ მისით჻ შემოგზღოს჻ მუქაფა჻ ჩემ჻ მაგიერი: შესხდეს჻ და჻ შინა჻ წავიდეს჻ მათ჻ ლხინი჻ ჰქონდა჻ ძლიერი: აწ჻ გავეაძღო჻ სოფელმან჻ ასმათ჻ ადრითგან჻ მშიერი: