... (S-1727), 1837 წ.

1442. დიდებულთა თაყუანისცეს: მოახსენეს დიდი ქება჻ რომე ღ~თნ გაგვახარნა: კურთხეულა მისი ღ~თება჻ ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი: აღარა გვწვავს ცეცხლთა დება჻ წყლულსა მისგან დაკოდილსა: მასვე ძალ უც განკურნება჻

1443. მოვიდეს და პირი ჴელსა: დასდვეს აგრე გარდაკოცნეს჻ მეფე ეტყვის ძმათა თქვენთა: თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს჻ იგი შვებას საუკუნოს: ცხადად პოვეს არ იოცნეს჻ ერთსა მიხვდეს საზიაროდ: დიდებანი იასოცნეს჻

1444. თუცა მე მათი დახოცა: მტკივის და სატკივარია჻ მაგრა მათ მიხვდა უკვდავი: მუნ დიდი საჩუქარია჻ ესე თქვა ნელად ატირდა: და წვიმა თოვლსა არია჻ ნარგისთათ იძვრის ბორიო: ვარდსა ზრავს იანვარია჻

1445. მუნ ატირდეს ყველაკანი: რა ტირილად იგი ნახეს჻ რაცა ვისრა დაჰკლებოდა: მათ ტირილით სულთქმით ახეს჻ დადუმდეს და მოახსენეს: რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს჻ თქვენთა მჭვრეტთა მღერა მართებს: რასათვისმცა ივაგლახეს჻

1446. ვინ ღირსა თქვენგან ეგზომსა: ტირილსა შეჭირვებასა჻ თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს: მიწათა ზედან რებასა჻ კვლავ ფრიდონ ჰკადრა მეფესა: ნურათ იქ გამწარებასა჻ ღ~თიმცა მუქფად მოგიზღავს: ათასსა გახარებასა჻

1447. ავთანდილცა მიუმტკივნა: იტყვის დიდსა სიმძიმილსა჻ მათ შეასხეს ქება უთხრეს: თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა჻ რადგან მიხვდა დაკარგული: ლომი მზესა წახდომილსა჻ აღარა ვსტირთ სატირალსა: აღარ დავსდებთ თვალთა მილსა჻

1448. მივიდეს სადა ქალაქი: დიდი მულღაზანზარია჻ სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა: გახდა ზათქი და ზარია჻ დაბდაბისა და ქოსისა: ხმა ტურფად შენათხზარია჻ მოატყდეს მოქალაქენი: დააგდეს მუნ ბაზარია჻

1449. შუკათათ მოდგნეს ვაჭარნი: ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია჻ შორს უარებდეს სარანგნი: ჴელთა აქუს მათ აბჯარია჻ მოიჯრებოდეს ჯალაბნი: სარანგთა დამსაჯანია჻ მათად საჭვრეტლად მიშვება: მუნ მათგან სააჯარია჻

1450. გადახდეს ფრიდონისასა: სრა ნახეს მოსაწონები჻ გამოეგება მრავალი: ოქროს სარტყლითა მონები჻ ფერჴთა საფენლად ოქსინო: მართ მათგან არს ნაქონები჻ თავსა აყრიდეს ოქროსა: ხვეტს მუნ ჯარი ნარონები჻

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან჻

1451. მათ ქალ ყმათათვის საჯდომი: დაედგა თეთრ ძოწეული჻ წითელ ყჳთლითა თვალითა: ზედა კეკლუცად ფრქვეული჻ ავთანდილისთვის ყვთელი: და შავი ერთგან რეული჻ მოვიდეს დასხდეს მჭვრეტელნი: ვსცან მათი სულ დალეული჻

1452. მგოსანნი მოდგეს ისმოდა: ხმა სიმღერისა ტკბილისა჻ ქორწილი ქნეს და გამრავლდა: ძღნობა ლარისა ლბილისა჻ ფრიდონის პურად კარგისა: არ მასპინძლისა წბილისა჻ ნესტან დარეჯანს უშვენის: ღიმილი ჩენა კბილისა჻

1453. მოიღეს ძღვენი უსახო: ფრიდონის არ ალქატისა჻ ცხრა მარგალიტი სიდიდით: მართ ვითა კვერცხი ბატისა჻ კვლავ ერთი თვალი სამგზავსო: მზისა შუქ მონამატისა჻ მას წინა ღამით ძალ ედვის: მხატვარსა ხატვა ხატისა჻

1454. კვლავ უძღვნა თითო ფარღული: გარდასაყრელი ყელისა჻ მრგვლად გათლილისა თვალისა: იაგუნდისა მრთელისა჻ კვლავ მოაქვს ერთი ტაბაკი: მძლედ საჭირავი ჴელისა჻ ავთანდილისთვის ლომისა: ძღვენი ფრიდონის ქველისა჻

1455. იგი ტაბაკი სავსეა: მარგალიტითა სხვილითა჻ ავთანდილს უძღუნა ყუელაი: არა სიტყვითა წბილითა჻ აივსო სახლი სტვირითა: და ოქსინოთა ლბილითა჻ ტარიელ მადლი უბრძანა: ლაღმან სიტყვითა ტკბილითა჻

1456. ფრიდონისგან უსაზომო: ქორწილია დღესა რვასა჻ ყოვლთა დღეთა მიართმიდეს: უფასოსა ძღვენსა მზასა჻ დღე და ღამე არ გასწყვეტდის: ჩაღანა და ჩანგი ხმასა჻ აჰა მიხვდეს შესაფერნი: ყმა ქალსა და ქალი ყმასა჻

1457. ტარიელ ფრიდონს უბრძანა: დღე ერთ სიტყვები გულისა჻ არს გული თქვენი საჩემო: უფროსი ძმისა სრულისა჻ არ გემუქფების სიცოცხლე: არცა მოცემა სულისა჻ მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან: ჩემი წამალი წყლულისა჻

1458. ავთანდილისგან შენც იცი: ჩემთვის თავისა დადება჻ აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა: მოხმარებისა წადება჻ შენ მიდი ჰკითხე რა უნდა: მან ქნას ამისი ცხადება჻ ვითა დამივსო სახმილი: ეგრე მისიცა კმა დება჻

1459. უთხრა ძმაო რა გარდიხდის: შენგან ჩემსა ჭირნახულსა჻ ღ~თი მოგცემს წყალობასა: მისგან ზეცით შესახულსა჻ თუ ვერა ვიქ საწადელსა: შენსა შენთვის გაზრახულსა჻ არა ვნახავ სახლსა ჩემსა: არ დარბაზსა არცა ხულსა჻

1460. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა: ანუ რით მოგეხმარები჻ ვარჩევ წავიდეთ არაბეთს: იყავ ჩემიცა მარები჻ ტკბილი სიტყვთა გავმართოთ: და ხმლითა საომარები჻ თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ: მე ჩემსა არ ვექმარები჻