... (S-1727), 1837 წ.

1423. ფატმან ხათუნს მისსა მჭვრეტსა: ედებოდა ცეცხლი ნელი჻ მოეხვია გარდუკოცნა: ჴელი ფერხი პირი ყელი჻ იტყვის ღ~თო გემსახურო: განმინათლდა რადგან ბნელი჻ ვსცან სიმოკლე ბოროტისა: კეთილია შენი გრძელი჻

1424. ქალი ფატმანს ეხვეოდა: ტკბილად იტყვის არ გამწყრალი჻ ღ~თნ გული გამინათლა: გახეთქილი გაცამწყრალი჻ აწ აგრე ვარ გავსებული: წინას ვიყავ ვითა მცხრალი჻ მზემან შუქნი შემომადგნა: ვარდი მით ვჩან არ დამზრალი჻

1425. ზღვათა მეფე გარდაიჴდის: მუნ ქორწილსა მეტად დიდსა჻ ქაჯეთიცა დაუმადლა: არ გაუშვა დღესა შვიდსა჻ უხვად გასცემს საბოძვარსა: საჭურჭლესა ანაკიდსა჻ პერპერასა დაფანტულსა: ზედა სცვეთდეს ვითა ჴიდსა჻

1426. მუნ იდვის გორი ლარისა: სტავრისა და ატლასისა჻ ტარიელს უძღვნა გვირგვინი: ვერ დანადები ფასისა჻ იაგუნდისა მრთელისა: ყჳთლისა მეტად ხასისა჻ კვლავ ერთი ტახტი ოქროსა: წითლისა მართ ხალასისა჻

1427. ნესტან დარეჯანს ყაბაჩა: უძღვნა შემკული თვალითა჻ იაგუნდითა წითლითა: ბალაღშითა და ლალითა჻ დასხდეს ორნივე ქალ ყმანი: პირითა ელვა მკრთალითა჻ მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს: ცეცხლითა მართ ახალითა჻

1428. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა: უსაზომო დიდი ძღვენი჻ ძვირფასისა უნაგირი: უკეთესი თვითო ცხენი჻ თითო კაბა თვალიანი: უცხო ფერთა შუქთა მფენი჻ მოახსენეს მადლი რა ვთქვათ: სვიანამცა დავლა თქვენი჻

1429. ტარიელ მადლსა გარდიხდის: ტურფა სიტყვითა ენითა჻ დიდად ვიამე მეფეო: პირველ ნახვითა თქვენითა჻ მერმე აგვავსენ მრავლითა: ტურფა ფერითა ძღვენითა჻ ვიცი შორი შორ არ ჩავლა: ჩვენ თქვენი კარგად ვქენითა჻

1430. ზღვათა მეფე მოახსენებს: ჴელმწიფეო ლომო ქველო჻ მოახლეთა სიცოცხლეო: ვერ მჭვრეტელთა შორით მკვლელო჻ მგზავსი თქვენი რამცა მეძღვნა: შვენიერო სანახველო჻ რა მოგშორდე რა მერგების: საჭვრეტელად სასურველო჻

1431. ტარელ ფატმანს უბრძანა: მე თავი შენი მიდია჻ დავ გული შენი ჩემზედა: გარდაუხდელი დიდია჻ აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე: ქაჯეთით ამიკიდია჻ მომიცემია წაიღე: არ კიდე მომიყიდია჻

1432. ფატმან ხათუნ თაყვანსცა: ჰკადრებს მადლსა მეტის მეტსა჻ მე მეფეო შენი ნახვა: მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა჻ რა მოგშორდე რა ვიქმნები: მე დამაგდებ ვითა რეტსა჻ ახ ნეტარძი მოახლეთა: ვაგლახ თქვენსა ვერა მჭვრეტსა჻

1433. ზღვათა მეფესა ეტყვიან: ორნივე შუქთა მაფენი჻ კბილნი ბროლნი და ბაგენი: სადაფთა მოსადაფენი჻ უთქვენოდ მყოფთა არ გვინდა: ნიშაგნი ნაჩანგ დაფენი჻ მაგრა გაგვიშვენ ჟამია: წავიდეთ ვართ მოსწრაფენი჻

1434. შენ იყავ მამა მშობელი და ჩვენი საესავიო჻ მაგრა ამასცა ვიაჯით: გვიბოძოთ ერთი ნავიო჻ მეფემან ბრძანა არა მშურს: სამიწოდ თქვენად თავიო჻ რადგან ისწრაფი რა გკადრო: წა გიწინამძღვრდეს მკლავიო჻

1435. მეფემან ნავი ხომალდი: მოჰკაზმა ზღვისა კიდესა჻ გამოემართა ტარიელ: გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა჻ თავსა იცემდეს იგლეჯდეს: თმაწვერსა გაიყრიდესა჻ ფატმანის ცრემლთა შედენით: თვით ზღვაცა გაადიდესა჻

ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მისვლა჻

1436. გამოვლნეს ზღუანი სამთავე: ერთგან ძმად შენაფიცართა჻ კვლავ ამტკიცებდეს სიტყვათა: მათ პირველ დანამტკიცართა჻ შვენის მღერა და სიცილი: მათ მისთა არ უიცართა჻ ბაგეთათ შუქი შეადგის: ზედან ბროლისა ფიცართა჻

1437. მუნით კაცი ასმათს თანა: მათ გაგზავნეს მახარობლად჻ კვლავ ფრიდონის თავადთასა: ნაომართა მათთა მთხრობლად჻ მანდა მოვა მოიმაღლებს: მზე მნათობთა მომაგრობლად჻ ჩვენ დამზრალნი აქანამდის: აწ ვიქმნებთ დაუზრობლად჻

1438. იგი მზე შესვეს კუბოსა: იარეს გზა ზღვის პირისა჻ მიყმაწვილობდეს უხარის: მათ გარდახდომა ჭირისა჻ მივიდეს სადა ქვეყანა: იყო ნურადინ გმირისა჻ მოეგებნიან ისმოდის: ხმა სიმღერისა ხშირისა჻

1439. მუნ მიეგებნეს ყოველნი: ფრიდონის დიდებულები჻ ასმათი სავსე ლხინითა: მას აღარ აჩნდა წყლულები჻ ნესტან დარიჯს მოიჭდო: რომე ვერ გახსნის ცულები჻ აწ გაუსრულა ყველაი: მან მისი ნაერდგულები჻

1440. ნესტან დარეჯან ეხვევის: პირსა აკოცებს პირითა჻ უბრძანა ჩემო ვაგლახ მე: შენცა აგავსე ჭირითა჻ აწ ღ~თნ მოგვცა წყალობა: ვსცან მისი არ სიძვირითა჻ მე გულსა შენსა ეზომსა: არ ვიცი გარდვიხდი რითა჻

1441. ასმათ ჰკადრა მადლი ღ~თსა: ვარდნი ვნახენ არ დამზრალი჻ ბოლოდ ესრე გააცხადნა: გონებამან დაფარულნი჻ სიკუდილიცა სიცოცხლედ მჩანს: ოდეს გნახენ მხიარულნი჻ სჯობს ყოვლთა მოყვარულთა: პატრონ ყმანი მოყვარულნი჻