... (H-66), 1832 წ.

1423. ზღვათა მეფესა ეტყვიან: ორნივე შუქთა მაფენი კბილნი ბროლნი და ბაგენი: სადაფთა მოსადაფენი უთქვენოდ მყოფთა არ გვინდა: ნიშანი ნაჩანგ დაფენი მაგრა გაგვიშვენ ჟამია: წავიდეთ ვართ მოსწრაფენი

1424. შენ იყავ მამა მშობელი და ჩვენი საესავიო მაგრა ამასცა ვიაჯით: გვიბოძოთ ერთი ნავიო მეფემან ბრძანა არა მშურს: სამიწოდ თქვენად თავიო რადგან ისწრაფი რა გკადრო: წა გიწინამძღვრდეს მკლავიო

1425. მეფემან ნავი ხომალდი: მოკაზმა ზღვისა კიდესა გამოემართა ტარიელ: გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა თავსა იცემდეს იგლეჯდეს: თმაწვერსა გაიყრიდესა ფატმანის ცრემლთა შედენით: თვით ზღვაცა გაადიდესა

ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მისვლა჻

1426. გამოვლნეს ზღვანი სამთავე: ერთგან ძმად შენაფიცართა კვლავ ამტკიცებდეს სიტყვათა: მათ პირველ დანამტკიცართა ჰშვენის მღერა და სიცილი: მათ მისთა არ უიცართა ბაგეთათ შუქი შეადგის: ზედან ბროლისა ფიცართა

1427. მუნით კაცი ასმათს თანა: მათ გაგზავნეს მახარობლად კვლავ ფრიდონის თავადთასა: ნაომართა მათთა მთხრობლად მანდა მოვა მოიმაღლებს: მზე მნათობთა მომაგრობლად ჩვენ დამზრალნი აქანამდის: აწ ვიქმნებთ დაუზრობლად

1428. იგი მზე შესვეს კუბოსა: იარეს გზა ზღვის პირისა მიყმაწვილობდეს უხარის: მათ გარდახდომა ჭირისა მივიდეს სადა ქვეყანა: იყო ნურადინ გმირისა მოეგებნიან ისმოდის: ხმა სიმღერისა ხშირისა

1429. მუნ მიეგებნეს ყოველნი: ფრიდონის დიდებულები ასმათი სავსე ლხინითა: მას აღარ აჩნდა წყლულები ნესტან დარიჯს მოიჭდო: რომე ვერ გახსნის ცულები აწ გაუსრულა ყველაი: მან მისი ნაერთგულები

1430. ნესტან დარეჯან ეხვევის: პირსა აკოცებს პირითა უბრძანა ჩემო ვაგლახ მე: შენცა აგავსე ჭირითა აწ ღ~თნ მოგვცა წყალობა: ვსცან მისი არ სიძვირითა მე გულსა შენსა ეზომსა: არ ვიცი გარდვიხდი რითა

1431. ასმათ ჰკადრა მადლი ღ~თსა: ვარდნი ვნახენ არ დამზრალი სიკვდილიცა სიცოცხლედ მჩანს: ოდეს გნახენ მხიარულნი სჯობს ყოვლთა მოყვარულთა: პატრონ ყმანი მოყვარულნი ბოლოდ ესრე გააცხადნა: გონებამან დაფარულნი

1432. დიდებულთა თაყვანისცეს: მოახსენეს დიდი ქება რომე ღ~თნ გაგვახარნა: კურთხეულა მისი ღ~თება ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი: აღარა გვწვავს ცეცხლთა დება წყლულსა მისგან დაკოდილსა: მასვე ძალ უც განკურნება

1433. მოვიდეს და პირი ჴელსა: დასდვეს აგრე გარდაკოცნეს მეფე ეტყვის ძმათა თქვენთა: თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს იგი შვებას საუკუნოს: ცხადად პოვეს არ იოცნეს ერთსა მიხვდეს საზიაროდ: დიდებანი იასოცნეს

1434. თუცა მე მათი დახოცა: მტკივის და სატკივარია მაგრა მათ მიხვდა უკვდავი: მუნ დიდი საჩუქარია ესე თქვა ნელად ატირდა: და წვიმა თოვლსა არია ნარგისთათ იძვრის ბორიო: ვარდსა ზრავს იანვარია

1435. მუნ ატირდეს ყველაკანი: რა ტირილად იგი ნახეს რაცა ვისრა დაჰკლებოდა: მათ ტირილით სულთქმით ახეს დადუმდეს და მოახსენეს: რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს თქვენთა მჭვრეტთა მღერა მართებს: რასათვისმცა ივაგლახეს

1436. ვინ ღირსა თქვენგან ეგზომსა: ტირილსა შეჭირვებასა თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს: მიწათა ზედან რებასა კვლავ ფრიდონ ჰკადრა მეფესა: ნურათ იქ გამწარებასა ღ~თიმცა მუქფად მოგიზღავს: ათასსა გახარებასა

1437. ავთანდილცა მიუმტკივნა: იტყვის დიდსა სიმძიმილსა მათ შეასხეს ქება უთხრეს: თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა რადგან მიხვდა დაკარგული: ლომი მზესა წახდომილსა აღარა ვსტირთ სატირალსა: აღარ დავსდებთ თვალთა მილსა

1438. მივიდეს სადა ქალაქი: დიდი მულღაზანზარია სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა: გახდა ზათქი და ზარია დაბდაბისა და ქოსისა: ხმა ტურფად შენათხზარია მოატყდეს მოქალაქენი: დააგდეს მუნ ბაზარია

1439. შუკათათ მოდგნეს ვაჭარნი: ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია შორს უარებდეს სარანგნი: ჴელთა აქვსთ მათ აბჯარია მოიჯრებოდეს ჯალაბნი: სარანგთა დამსაჯანია მათად საჭვრეტლად მიშვება: მუნ მათგან სააჯარია

1440. გადახდეს ფრიდონისასა: სრა ნახეს მოსაწონები გამოეგება მრავალი: ოქროს სარტყლითა მონები ფერხთა საფენლად ოქსინო: მართ მათგან არს ნაქონები თავსა აყრიდეს ოქროსა: ხვეტს მუნ ჯარი ნარონები

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან