... (H-757), 1671 წ.

1431. ფატმანს჻ უთხრა჻ საყუარელო჻ კმა჻ ხარ჻ ჩემთუის჻ სასურველად მე჻ ამბავი჻ სანატრელი჻ მომასმინე჻ არ჻ პირბნელად მაგრა჻ საქმე჻ ქაჯეთისა჻ გამაგონე჻ უფრო჻ მრთელად ქაჯნი჻ ყველა჻ უჴორცოა჻ რამან჻ შექმნა჻ ჴორციელად

1432. მის჻ ქალისა჻ სიბრალული჻ ამანთებს჻ და჻ მიდებს჻ ალსა მაგრა჻ ქაჯნი჻ უჴორცონი჻ რას჻ აქნევენ჻ მიკუირს჻ ქალსა ფატმან჻ უთხრა჻ მომისმინე჻ მართლად჻ გხედავ჻ მანდა჻ მკრთალსა არ჻ ქაჯნია჻ კაცნიაო჻ მინდობიან჻ კლდესა჻ სალსა

1433. ქაჯნი჻ სახელად჻ მით჻ ჰქუიან჻ არიან჻ ერთად჻ კრებულნი კაცნი჻ გრძნებისა჻ მცოდნენი჻ ზედა჻ გაჴელოვნებულნი ყოველთა჻ კაცთა჻ მავნებნი჻ იგი჻ ვერვისგან჻ ვნებულნი მათნი჻ შემბმელნი჻ წამოვლენ჻ დამბრმალნი჻ დაწბილებულნი

1434. იქმენ჻ რასმე჻ საკუირველსა჻ მტერსა჻ თუალთა჻ დაუბრმობენ ქართა჻ აღსძვრენ჻ საშინელთა჻ ნავსა჻ ზღუაზღუა჻ დაამხობენ ვითა჻ ჴმელსა჻ გაირბენენ჻ წყალსა჻ წმიდად჻ დააშრობენ სწადდეს჻ დღესა჻ ბნელად჻ იქმენ჻ სწადდეს჻ ბნელსა჻ ანათობენ

1435. ამისთუის჻ ქაჯად჻ უხმობენ჻ გარეშემონი჻ ყველანი თვარა჻ იგიცა჻ კაცნია჻ ჩვენებრვე჻ ჴორციელანი ავთანდილ჻ მადლი჻ უბრძანა჻ ცეცხლნი჻ დამივსენ჻ ცხელანი დიდად჻ მიამნეს჻ ამბავნი჻ სიტყუანი჻ აწინდელანი

1436. გულითა჻ ღმერთსა჻ ადიდებს჻ ავთანდილ჻ ცრემლთა჻ მდენელი თქუა჻ ღმერთო჻ გმადლობ჻ რომელი჻ ხარ჻ ჭირთა჻ მომალხენელი ყოფილი჻ მყოფი჻ უთქუმელი჻ ყურთაგან჻ მოუსმენელი წყალობა჻ თქუენი჻ იჩქითად჻ არს჻ ჩუენი჻ გარ჻ მომფენელი

1437. მის჻ ამბისა჻ ცნობისათვის჻ ცრემლით჻ ღმერთსა჻ ადიდებდა ფატმან჻ ეჭუდა჻ თავისათუის჻ ამად჻ ცეცხლსა჻ კულა჻ იდებდა ყმა჻ ნამუსსა჻ ინახევდა჻ სიყუარულსა჻ იფერებდა ფატმან჻ ყელსა჻ ეხუეოდა჻ პირსა჻ მზესა჻ აკოცებდა

1438. მას჻ ღამით჻ ფატმან჻ იამა჻ ავთანდილ჻ თანა჻ წოლითა ყმა჻ უნდოგუარად჻ ეხუევის჻ ყელსა჻ ყელითა჻ ბროლითა ჰკლავს჻ თინათინის჻ გონება჻ ძრწის჻ იდუმლითა჻ ძრწოლითა გული჻ ხელქმნილი჻ გასჭრია჻ მჴეცთავე჻ თანა჻ რბოლითა

1439. ავთანდილ჻ მალვით჻ ცრემლსა჻ წუავს჻ დენად჻ სისხლ჻ ნართავისად შიგან჻ მელნისა჻ მორევსა჻ ცურავს჻ გიშრისა჻ ნავი჻ სად იტყუის჻ თუ჻ მნახეთ჻ მიჯნურნოიგი჻ ვინ჻ ვარდი჻ ა჻ ვისად უმისოდ჻ ნეხუთა჻ ზედა჻ ვზი჻ ბულბული჻ მსგავსად჻ ყუავისად

1440. მუნ჻ ცრემლნი჻ მისგან჻ ნადენნი჻ ქუათაცა჻ დასალბონია გიშრისა჻ ტევრსა჻ აგუბებს჻ ვარდისა჻ ველსა჻ ფონია ფატმან჻ მას჻ ზედა჻ იხარებს჻ მართ჻ ვითა჻ იადონია თუ჻ ყუავი჻ ვარდთა჻ იშოვნის჻ თავი჻ ბულბული჻ ჰგონია

1441. გათენდა჻ ბანად჻ წავიდა჻ მზე჻ სოფელს჻ შუქნაკიდები დიაცმან჻ უძღუნა჻ მრავალი჻ კაბა჻ ყაბაჩა჻ რიდები მრავალი჻ ფერი჻ სულნელი჻ ტურფა჻ პერანგი჻ წმიდები რაცა჻ გწადდესო჻ ჩაიცუი჻ მე჻ ნურას჻ ნუ჻ მერიდები

1442. ავთანდილ჻ თქვა჻ საქმე჻ ჩემი჻ გავაცხადო჻ ამა჻ დღესა სამოსისა჻ ვაჭრულისა჻ ცმა჻ აქამდის჻ დაეწესა მას჻ დღე჻ ყოვლი჻ საჭაბუკო჻ შეიმოსა჻ ტანსა჻ მხნესა მოიმატა჻ დაშუენება჻ დაემსგავსა჻ ლომი჻ მზესა

1443. ფატმანს჻ პური჻ შეეკაზმა჻ ავთანდილის჻ საწუეველად ყმა჻ შევიდა჻ მოკაზმული჻ მხიარულად჻ არ჻ პირბნელად ფატმან჻ ნახა჻ გაუკუირდა჻ ვაჭრულისა჻ უმოსელად შემოსცინნა჻ აგრე჻ სჯობსო჻ შენთუის჻ ხელთა჻ სასურველად

1444. ფატმან჻ მისსა჻ შუენებასა჻ მეტისმეტად჻ ჰკუირდებოდა მან჻ პასუხი჻ არა჻ გასცა჻ თავისწინა჻ ღიმდებოდა შეეტყუების჻ არ჻ მიცნობსო჻ რა჻ რეგუანდა჻ რა჻ გუარ჻ ჴმობდა თუცა჻ რასმე჻ იფერებდა჻ მეტი჻ არა჻ ჰგავიდოდა

1445. პური჻ ჭამეს჻ გაიყარნეს჻ ყმა჻ მივიდა჻ მისსა჻ შინა ღუინოსმული჻ მხიარული჻ დაწუა჻ ამოდ჻ დაიძინა საღამოჟამს჻ გაიღუიძნა჻ შუქი჻ ველთა჻ მოაფინა ფატმან჻ უჴმო჻ მოდი჻ მნახე჻ მარტო჻ ვარო჻ თავისწინა

1446. ფატმან჻ მივიდა჻ ავთანდილს჻ ჴმა჻ ესმა჻ მისგან჻ ოხისა იტყოდა჻ მომკლავს჻ უცილოდ჻ ტანი჻ ალვისა჻ მოხისა გუერდსა჻ დაისვა჻ ბალიში჻ მისცა჻ მისისა჻ ნოხისა ვარდისა჻ ბაღსა჻ უჩრდილობს჻ ჩრდილი჻ წამწამთა჻ ქოხისა

1447. ავთანდილ჻ ბრძანა჻ ჰე჻ ფატმან჻ ვიცი჻ ეს჻ საქმე჻ შენია დაჰკრთები჻ ამა჻ ამბავსა჻ მართ჻ ვითა჻ გუელნაკბენია მაგრა჻ აქამდის჻ მართალი჻ შენ჻ ჩემი჻ არა჻ გსმენია ჩემნი჻ მომკლველნი჻ წამწამნი჻ შავნი჻ გიშრისა჻ ხენია

1448. გგონივარ჻ ვინმე჻ ვაჭარი჻ პატრონი჻ ქარავანისა მე჻ ვარ჻ სპასპეტი჻ მაღლისა჻ მეფისა჻ როსტევანისა თავადი჻ სპისა჻ დიდისა჻ მათისა჻ შესაგუანისა მაქვს჻ პატრონობა჻ მრავლისა჻ საჭურჭლე჻ მგზავსი჻ ხანისა

1449. შენ჻ გიცი჻ კარგი჻ მოყვარე჻ ერთგული჻ მისანდობელი მათ჻ უვის჻ ერთი჻ ასული჻ მზე჻ ჴმელთა჻ მანათობელი იგია჻ ჩემი჻ დამწველი჻ და჻ ჩემი჻ დამადნობელი მან჻ გამომგზავნა჻ დავაგდე჻ პატრონი჻ მათი჻ მშობელი

1450. რომე჻ შენ჻ ქალი჻ გყოლია჻ მე჻ ძებნად჻ მისვე჻ ქალისად მივლია჻ ყოვლი჻ ქუეყანა჻ მის჻ მზისა჻ მონაცვალისად მისთუის჻ გაჭრილი჻ მინახავს჻ წევს჻ ლომი჻ ფერნამკრთალი჻ სად გამცუდებელად჻ თავისად჻ მის჻ გულისა჻ და჻ ძალისად