... (H-3061), XVIII ს.

1425. თვითომან: თვითო: ჩაიცვეს: თავის: თავს: გამოსცდიდიან჻ ჯაჭუ: მუზარადსა: აბჯარი: მართ: ვერა: ვერ: მოჰკიდიან჻ ჴმალი: რკინისა: მოჰკრიან: ვით: ბანბის: მკედსა: სჭრიდიან჻ მათ: უღირს: ყოვლად: ქვეყანად: შევატყევ: არ: გაჰყიდიან჻

1426. თქვეს: ესე: ნიშნად: გვეყოფის: ვართო: კარგითა: ბედითა჻ ღ~თნ: მოგუხედა: თვალითა: ზე: გარდმო: მონახედითა჻ აიღეს: იგი: აბჯარი: თავის: თავისა: ქედითა჻ თვითო: მათ: ერთი: ფრიდონის: საძღვნობლად: შეკრეს: ღვედითა჻

1427. ოქროც: რამე: წაიტანეს: მარგალიტი: ღარიბები჻ გამოვიდეს: გამობეჭდეს: ორმოცივე: საჭურჭლები჻ ავთანდილ: თქვა: ამას: იქით: დავამაგრო: ჴმალთა: ნები჻ ამას: ღამე: არსად: წავალ: რა: გათენდეს: არ: დავდგები჻

ტარიელისა და ავთანდილის წასულა ქვაბიდამ და ფრიდონისას მისულა჻

1428. რა: გათენდა: გაემართნეს: წაიტანეს: ასმათ: თანა჻ ნურადინის: ქუეყანამდის: შეისვიან: მათ: უკანა჻ მუნ: ვაჭარმან: ოქროს: ფასად: ცხენი: მისცა: არ: უძღვანა჻ ავთანდილ: კმა: ყოლაუზად: სხვამცა: ვინღა: წაიტანა჻

1429. იარეს: და: ზედა: შეჰჴდეს: ნურადინის: მეჯოგეთა჻ ჯოგი: ნახეს: მოეწონათ: ფრიდონისთვის: იაგეთა჻ მუნ: ავთანდილს: ინდო: ეტყუის: გაქნევ: კარგთა: სიშმაგეთა჻ მოდი: ფრიდონს: გავლაღობდეთ: ჯოგსა: მისსა: მოვადგეთა჻

1430. ჯოგი: წაუღოთ: მოსრულნი: ვესმით: ჯოგისა: წაღებად჻ გამოემართვის: საომრად: ველთა: სისხლისა: დაღებად჻ ანაზდად: გვიცნობს: გაჰკრთების: გულსა: შეელმის: დაღებად჻ ამოა: კარგი: ლაღობა: ლაღსავე: შეიქს: ლაღებად჻

1431. დაუწყეს: პყრობა: ტაიჭსა: ფრიდონის: უკეთესებსა჻ მუნ: მეჯოგეთა: ფანოსი: შეექნა: ეკრა: კვესებსა჻ უყივლეს: ვინ: ხართ: მოყმენო: ვინ: იქთ: საქმესა: ზესებსა჻ ჯოგი: მისია: ვინ: მტერსა: ჰკრავს: ჴმალსა: არ: აკუნესებსა჻

1432. მათ: მშვილდები: დაიწოდეს: მეჯოგეთა: გაეკიდნეს჻ მეჯოგენი: მიიზახდეს: ჴმანი: მათნი: გაადიდნეს჻ გუიშველეთო: გუიშველეთო: მეკობრეთა: ამოგუწყვიდნეს჻ ჴმა: შეიქნა: შეიყარნეს: ფრიდონს: ჰკადრეს: არ: დარიდნეს჻

1433. შეეკაზმა: ფრიდონ: შეჯდა: შეკაზმული: გამოვიდა჻ ჴმა: შეიქნა: შეიყარნეს: რაზმი: ველთა: დაჰფარვიდა჻ იგი: მზენი: მოეგებნეს: ვის: ზამთარი: ვერ: დაზურიდა჻ დაეხურა: ზარადები: პირსა: მათსა: უფარვიდა჻

1434. რა: ტარიელ: ფრიდონ: იცნა: აწ: ვნახეო: ვინცა: მინა჻ მუზარადი: მოეჴადა: გაიღიმნა: გაიცინა჻ ფრიდონს: უთხრეს: რასა: ლამი: ჩვენი: მოსულა: რად: გეწყინა჻ პურად: ავი: მასპინძელი: მოგვეგებე: ომად: წინა჻

1435. ფრიდონ: ფიცხლა: გარდაიჭრა: დავარდა: და: თაყუანისცა჻ იგინიცა: გარდაუჴდენ: მოეხვივნეს: აკოცესცა჻ ფრიდონ: ღ~თსა: ჴელ: აპყრობით: უსაზომო: მადლი: მისცა჻ დიდებულნი: აკოცებდეს: იცნობდიან: იგი: ვისცა჻

1436. ფრიდონ: უთხრა: რასა: სდეგით: მოგელოდი: უწინარე჻ მე: მზა: ვარო: სამსახური: თქუენი: რამცა: დავიზარე჻ გვანდა: თუცა: შეყრილ: იყუნენ: ორნი: მზე: და: ერთი: მთვარე჻ ერთმანეთი: დააშვენეს: გაემართნეს: იქცეს: გარე჻

1437. ფრიდონის: სახლსა: გარდაჴდეს: ორნივე: ტურფად: გებულსა჻ ახლოს: დაისვამს: ავთანდილს: მისად: ძმად: შეფიცებულსა჻ ტარიელ: დაჯდა: საჯდომსა: ოქსინო: გარდაგებულსა჻ მათ: უძღუნეს: იგი: აბჯარი: ფრიდონს: ჭაბუკად: ქებულსა჻

1438. უთხრეს: ჯერ: ჟამად: არა: გვაქუს: სხვა: შენთვის: არ: მაღანია჻ მაგრა: ტურფანი: მრავალნი: ქუე: სადმე: გუისხენ: სხვანია჻ მან: დასდვა: პირი: მიწასა: არ: დაიყოვნა: ხანია჻ ჩვენთვის: ამისი: ბოძება: არს: თქუენი: შესაგვანია჻

1439. გამოისვენეს: მას: ღამით: ფრიდონის: მასპინძლობითა჻ აბანოს: ბანა: აავსნა: შესამოსლისა: ძღნობითა჻ დამოსნა: ტურფა: ტურფითა: ერთმანეთისა: მჯობითა჻ თვალ: მარგალიტი: ღარიბი: უძღუნეს: ოქროსა: გობითა჻

1440. უთხრა: თუ: ესე: სიტყუაა: ავისა: მასპინძელისა ჰგავს: მოსწყენოდეს: სტუმრობა: თქუენ: ბრძნისა: ვითა: ხელისა჻ მაგრა: აწ: ყოვნა: არ: ვარგა: წავლა: სჯობს: გზისა: გრძელისა჻ თუ: ქაჯნი: მოგვესწრებიან: საეჭვი: არს: სიძნელისა჻

1441. დიდთა: რას: ვაქნევთ: ლაშქართა: კარგნი: გუინდა: და: ცოტანი჻ სამასი: კაცი: გვეყოფის: წავიდეთ: მართ: მეოტანი჻ ჩვენ: ქაჯეთს: ქაჯთა: საომრად: დავაგნეთ ჴმალთა: კოტანი჻ მას: ადრე: ვჰპოებთ: ვისიცა: მოგვკლავს: ალვისა: მოტანი჻

1442. ქაჯეთს: ერთხელ: კულავც: ვყოფილვარ: ნახავთ: თქვენცა: გემაგრების჻ ყოვლგნით: კლდეა: გარეშემო: მტერი: ვერა: მოადგების჻ თუ: იდუმალ: არ: შეუალთ: ცხადად: შესულა: არ: ეგების჻ მით: ლაშქარი: არად: გუინდა: რაზმი: მალვით: ვერ: მოგყუების჻

1443. იგინიცა: დაემოწმნეს: ამა: მისსა: ნაუბარსა჻ მუნ: დააგდეს: ქალი: ასმათ: ფრიდონ: მისცემს: საჩუქარსა჻ თვით: სამასსა: ცხენოსანსა: წაიტანდეს: გმირთა: დარსა჻ ბოლოდ: ღ~თი: გაუმარჯვებს: ყოვლსა: პირველ: შენაზარსა჻