... (Q-1335), XVIII ს.

წიგნი ავთანდილისა ფრიდონის წინაშე გულანშაროდამე

1428. დაწერა ფრიდონ მაღალო სუე სრულო მეფეთ მეფეო ლომისა მსგავსო ძალ გულად მზეო შუქ მოიეფეო მოვლენილო და მორჭმულო მტერთა სისხლისა მჩქეფეო უმცროსმა ძმამან შორიშორ სალამი დავიყეფეო

1429. ჭირნი ვნაჴენ და მოცამხუდა ნაცვალი ჭირ ნახულისა კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა მიცნია მართლად ამბავ პირისა მზედ სახულისა დამარჩენელი ლომისა მის ქუესკნელს დამარხულისა

1430. იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს ქაჯეთს პატიმარია მუნ მისულა მიჩანს თამაშათ თუცა გზა საომარია ნარგისთათ წვიმა ბროლისა წუიმს ვარდი ნაწვიმარია ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლავნ მაგრა სპა უამარია

1431. გულ მხიარული ვიხარებ ამად არ ცრემლი მმილდების სადაცა შენ და შენი ძმა ხართ {იქ} ძნელი გაადვილდების რაცა მოგინდეს უცილოდ იქთ იგი არ აგცილდების არ თურემ კაცმან დაგიდგნა ვეჭუ კლდეცა გაგილბილდების

1432. აწ შემინდევ ვერა გნახე შორს ამისთუის წაგიარე გზა გზა ყოვნა აღარა მცალს პატიმრადა იგი მთუარე ადრე მოვალთ მხიარულნი ჩუენი ნახუა გაიხარე ამის მეტი რაღა გკადრო ძმასა ძმურად მოეჴმარე

1433. ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია ამოდ მსახურეს თქუენიმცა გული ამათთუის სრულია ქება რად უნდა მას ვინცა თქუენთანა ხან დაზმულია მსგავსი ყუელაი მსგავსსა შობს ესე ბრძენთაგან თქმულია

1434. ესე უსტარი დაწერა შეკრა და წაცახუია მან მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და თმითა იამან შესთუალა ზეპირ რაცა ჴმდა სრულად მართ ვითა გია მან მათ მარგალიტი უჩუენის ძოწისა კარმან ღიამან

1435. მოქარავნეთა უბრძანა საქმე მიც გითხარ განაო კარგად მომიხდა მოყუსობა მე თქუენი მესუიანაო რაცა მინდოდა ყუელაი ვქენ ღ~თნ მაგულვანაო აწ აღარა მცალს ბადრაგა სხუა წაიტანეთ თანაო

1436. მონახა პოვა ავთანდილ ნავი მისისა მჴარისა გამოემართა იგი მზე პირია სავსე მთუარისა მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ მწუხარისა მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღუარისა

1437. ფატმან უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა იტყუიან მზეო რა გუიყავ დაგუწუვენ ცეცხლითა მწუელითა რად დაგუაბნელენ შენისა მოშორებისა ბნელითა დამცა გუმარხენო ჴელითა ჩუენითა დამმარხუელითა

ავთანდილისაგან გულანშაროთ წასვლა და ტარიელის შეყრა

1438. გამოვლნა ზღუანი ავთანდილ მგზავრითა რათმე ნავითა პირ მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა მას შეყრა ტარიელისი უხარის მით ამბავითა ჴელ განბყრობილი გულითა არს ღ~თისა საესავითა

1439. მოწურვილ იყო ზაფხული ქუეყნით ამოსვლა მწუანისა ვარდის ფურცლობის ნიშანი დრო მათის პაემანისა ეტლის ცვალება მზისაგან შეჯდომა საროს ტანისა სულთქნა რა ნახა ყვავილი მან უნახავმან ხანისა

1440. აგრგუინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცუარითა ვარდთა აკოცა ბაგითა მითვე ვარდისა დარითა უბრძანა გიჭურეტ თუალითა გულ ტკბილად შემხედვარითა მისად სანაცულოდ მოვალხენ თქვენთანა საუბარითა

1441. რა მოეგონის მოყვარე სდინდიან ცრემლნი მწარენი ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი უდაბურნი და უგზონი უცხონი რამე არენი სადაცა ნახის დახოცნის ლომ ვეფხნი მოშამბნარენი

1442. ქუაბნი გამოჩნდეს იამა იცნა თქუა იგი კლდენია სადაა ჩემი მოყუარე და ვისთუისი ცრემლი მდენია ღირს ვარმცა ვნახო პირის პირ უამბო რაცა მსმენია არ მოსრულიყოს რაღა ვქნა ცუდ ჩემი განავლენია

1443. თუ მოსულა უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა მინდორს სადმე წავიდოდა მჴეცისაებრ ველთა ჰვლიდა სჯობს თუ შამბ შამბ წავიარო იგონებდა იხედვიდა ესე თქუა და მიუქცივა მინდორთაკენ წამოვიდა

1444. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა მართ სახელდებით უყივის ჴმითა მით სიხარულითა ცოტაი წავლო გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა შამბისა პირსა ტარიელ დგას ჴრმლითა მომახულითა

1445. ტარიელს ლომი მოეკლა მით ჴრმალსა სისხლი სცხებოდა შამბისა პირსა ქუეითი დგა ცხენი არა ხლებოდა ყივილი ავთანდილისა ესმოდა ეოცებოდა შეხედნა იცნა გაიქცა მისკენ მირბოდა ხლტებოდა