... (S-4988), XVII-XVIII სს.

1413. იგი჻ მზე჻ ქაჯთა჻ მეფესა჻ ჰყავს჻ ქაჯეთს჻ პატიმარია: მუნ჻ მისლვა჻ მიჩანს჻ თამაშად჻ თუცა჻ გზა჻ საომარია: ნარგისთათ჻ წვიმა჻ ბროლისა჻ წვიმს჻ ვარდი჻ ნაწვიმარია: ჯერთ჻ ქალსა჻ ქაჯნი჻ არ჻ ახლვან჻ მაგრა჻ სპა჻ უამარია:

1414. გულ჻ მხიარული჻ ვიხარებ჻ ამად჻ არ჻ ცრემლი჻ მმილდების: სადაცა჻ შენ჻ და჻ შენი჻ ძმა჻ ხართ჻ ძნელი჻ გაადვილდების: რაცა჻ მოგინდეს჻ უცილოდ჻ იქთ჻ იგი჻ არ჻ აგცილდების: არ჻ თურემ჻ კაცმან჻ დაგიდგნა჻ ვეჭუ჻ კლდეცა჻ გაგილბილდების:

1415. აწ჻ შემინდევ჻ ვერა჻ გნახე჻ შორს჻ ამისთვის჻ წაგიარე: გზა჻ გზა჻ ყოვნა჻ აღარა჻ მცალს჻ პატიმრადა჻ იგი჻ მთვარე: ადრე჻ მოვალთ჻ მხიარულნი჻ ჩუენი჻ ნახვა჻ გაიხარე: ამის჻ მეტი჻ რაღა჻ გკადრო჻ ძმასა჻ ძმურად჻ მოეჴმარე:

1416. ამა჻ მონათა჻ ჩემზედა჻ გარდაუჴდელი჻ გულია: ამოდ჻ მსახურეს჻ თქუენიმცა჻ გული჻ ამათთვის჻ სრულია: ქება჻ რად჻ უნდა჻ მას჻ ვინცა჻ თქუენთანა჻ ხანდაზმულია: მსგავსი჻ ყველაი჻ მსგავსსა჻ შობს჻ ესე჻ ბრძენთაგან჻ თქმულია:

1417. ესე჻ უსტარი჻ დაწერა჻ შეკრა჻ და჻ წაცახვია჻ მან: მისცა჻ ფრიდონის჻ მონათა჻ ვარდმან჻ და჻ ვითა჻ იამან: შესთვალა჻ ზეპირ჻ რაც჻ ჴამდა჻ სრულად჻ მართ჻ ვითა჻ გია჻ მან: მათ჻ მარგალიტი჻ უჩვენის჻ ძოწისა჻ კარმან჻ ღიამან:

1418. მოქარავნეთა჻ უბრძანა჻ საქმე჻ მიც჻ გითხარ჻ განაო: კარგად჻ მამიჴდა჻ მოყვსობა჻ მე჻ თქუენი჻ მესვიანაო: რაცა჻ მინდოდა჻ ყუელაი჻ ვქენ჻ ღ~თნ჻ მაგულვანაო: აწ჻ აღარა჻ მცალს჻ ბადრაგა჻ სხვა჻ წაიტანეთ჻ თანაო:

1419. მონახა჻ პოვა჻ ავთანდილ჻ ნავი჻ მისისა჻ მჴარისა: გამოემართა჻ იგი჻ მზე჻ პირითა჻ სავსე჻ მთვარისა: მაგრამ჻ დაგდება჻ უმძიმდა჻ ფატმანის჻ გულ჻ მწუხარისა: მისთა჻ გამყრელთა჻ ნაკადი჻ ჩასდის჻ სისხლისა჻ ღვარისა:

1420. ფატმან჻ უსენ჻ და჻ მონანი჻ ტირან჻ ცრემლითა჻ ცხელითა: იტყუიან჻ მზეო჻ რა჻ გვიყავ჻ დაგვწვენ჻ ცეცხლითა჻ მწველითა: რად჻ დაგვაბნელენ჻ შენისა჻ მოშორვებისა჻ ბნელითა: დაცაგუმარხენო჻ ჴელითა჻ ჩუენისა჻ დამმარხველითა:

ავთანდილისაგან გულანშაროთ წასულა და ტარიელის შეყრა:

1421. გამოვლნა჻ ზღვანი჻ ავთანდილ჻ მგზავრითა჻ რითმე჻ ნავითა: პირმხიარული჻ აცორვებს჻ მართ჻ ოდენ჻ მარტო჻ თავითა: მას჻ შეყრა჻ ტარიელისი჻ უხარის჻ მით჻ ამბავითა: ჴელ჻ აპყრობილი჻ გულითა჻ არს჻ ღ~თისა჻ საესავითა:

1422. მოწურვილ჻ იყო჻ ზაფხული჻ ქუეყნით჻ ამოსლვა჻ მწუანისა: ვარდის჻ ფურცლობის჻ ნიშანი჻ დრო჻ მათის჻ პაემანისა: ეტლის჻ ცვალება჻ მზისაგან჻ შეჯდომა჻ საროსტანისა: სულთქმნა჻ რა჻ ნახა჻ ყუავილი჻ მან჻ უნახავმან჻ ხანისა:

1423. აგრგვინდა჻ ცა჻ და჻ ღრუბელნი჻ ცროდეს჻ ბროლისა჻ ცვარითა: ვარდთა჻ აკოცა჻ ბაგითა჻ მითვე჻ ვარდისა჻ დარითა: უბრძანა჻ გიჭურეტ჻ თვალითა჻ გულ჻ ტკბილად჻ შემხედვარითა: მისად჻ სანაცვლოდ჻ მოვილხენ჻ თქუენთანა჻ საუბარითა:

1424. რა჻ მოეგონის჻ მოყუარე჻ სდინდიან჻ ცრემლნი჻ მწარენი: ტარიელისკენ჻ იარნა჻ მან჻ გზანი჻ საწყინარენი: უდაბურნი჻ და჻ უგზონი჻ უცხონი჻ რამე჻ არენი: სადაცა჻ ნახის჻ დაჴოცის჻ ლომ჻ ვეფხნი჻ მოშამბნარენი:

1425. ქვაბნი჻ გამოჩნდეს჻ იამა჻ იცნა჻ თქვა჻ იგი჻ კლდენია: სადაა჻ ჩემი჻ მოყუარე჻ და჻ ვისთვის჻ ცრემლი჻ მდენია: ღირს჻ ვარმცა჻ ვნახო჻ პირისპირ჻ უამბო჻ რაცა჻ მსმენია: არ჻ მოსრულ჻ იყოს჻ რაღა჻ ვქნა჻ ცუდ჻ ჩემი჻ განავლენია:

1426. თუ჻ მოსრულა჻ უღონიოდ჻ შინა჻ ხანსა჻ არ჻ დაზმიდა: მინდორს჻ სადმე჻ წავიდოდა჻ მჴეცისაებრ჻ ველთა჻ ვლიდა: სჯობს჻ თუ჻ შამბშამბ჻ წავიარო჻ იგონებდა჻ იხედვიდა: ესე჻ თქუა჻ და჻ მიუქცია჻ მინდორთაკენ჻ წამოვიდა:

1427. მიაცორვებს჻ და჻ იმღერის჻ მხიარულითა჻ გულითა: მართ჻ სახელდებით჻ უყივის჻ ჴმითა჻ მით჻ სიხარულითა: ცოტაი჻ წავლო჻ გამოჩნდა჻ მზე჻ სინათლითა჻ სრულითა: შამბისა჻ პირსა჻ ქვეითი჻ დგას჻ ჴრმლითა჻ მომახულითა:

1428. ტარიელს჻ ლომი჻ მოეკლა჻ მით჻ ჴმალსა჻ სისხლი჻ სცხებოდა: შამბისა჻ პირსა჻ ქვეითი჻ დგა჻ ცხენი჻ არა჻ ხლებოდა: ყივილი჻ ავთანდილისი჻ ესმოდა჻ ეოცებოდა: შეხედნა჻ იცნა჻ გაიქცა჻ მისკენ჻ მირბოდა჻ ხლტებოდა:

1429. ჴმალი჻ გასტყორცა჻ ტარიელ჻ მიმართა჻ მისსა჻ ძმობილსა: ყმა჻ ცხენისაგან჻ გარდიჭრა჻ ჰგვანდა჻ ეტლისა჻ სწრობილსა: მართ჻ ერთმანერთსა჻ აკოცეს჻ ჰგვანან჻ ყელ჻ გარდაჭდობილსა: ჴმა჻ შაქრისფერად჻ გაუჴდა჻ ვარდსა჻ ჴშირ჻ ჴშირად჻ პობილსა:

1430. ტარიელ჻ მოთქუა჻ ტირილით჻ სიტყუა჻ ნატიფი჻ მჭევრები: სისხლისა჻ ღვარმან჻ შეღება჻ წითლად჻ გიშრისა჻ ტევრები: ალვასა჻ წყარო჻ ცრემლისა჻ მორწყავს჻ ნაკადი჻ ბევრები: რადგან჻ შენ჻ გნახე჻ რა჻ მგამა჻ პატიჟი჻ მჭირდეს჻ მე჻ რვები:

1431. ტარიელ჻ ტირს჻ და჻ ავთანდილ჻ სიცილით჻ ეუბნებოდა: გაღიმდის჻ ძოწი჻ გააპის჻ კბილთაგან჻ ელვა჻ ჰკრთებოდა: ეტყოდა჻ ვსცანო჻ ამბავი჻ შენ჻ რომე჻ გიამებოდა: აწ჻ გაახლდების჻ ყუავილი჻ ვარდი჻ აქამდის჻ ჭკნებოდა: