... (S-1727), 1837 წ.

1404. კაცსა უკრავად დაბნედდის: ხმა ტარიელის ჴაფისა჻ აბჯარსა ფრეწდის გაცუდდეს: სიმაგრე ჯავშან ქაფისა჻ სამგნითვე კართა შესჯარნეს: ჭირი არ ნახეს კაფისა჻ რა ქალაქს შეჰხდეს შეიქნა: სიხარკე ციხეს სწრაფისა჻

1405. ავთანდილ და ლომი ფრიდონ: შიგნით ერთად შეიყარნეს჻ მტერნი სრულად აეწყვიტნეს: სისხლი მათნი მოეღვარნეს჻ უყივლეს და ერთმანერთი: ნახეს დიდად გაეხარნეს჻ თქვეს ტარიელ რა იქნაო: მისთვის ჭვრეტად თვალნი არნეს჻

1406. ერთმანცა არა იცოდა: ვერა ცნეს ტარიერისა჻ ციხესა კარსა მიჰმართეს: რიდი არ ქონდა მტერისა჻ მუნ ნახეს რიყე აბჯრისა: ნალეწი ხმალთა წვერისა჻ ათი ათასი ნობათი: უსულო მგზავსი მტვერისა჻

1407. ციხისა მცველნი ყველაი: იდვა მართ ვითა სნეული჻ თავით ფერხამდი დაჭრილი: აბჯარი მუნ დახეული჻ ციხისა კარნი განხმულნი: კართა ნალეწი სრეული჻ თქვეს ნაქმრად ტარიელისად: საქმე არს მისეული჻

1408. გზანი დახვდეს შეკაზმულნი: ავიდეს და აძვრეს ხვრელსა჻ ნახეს მზისა შესაყრელად: გამოეშვა მთვარე გველსა჻ მუზარადი მოეხადა: შვენის აკვრა თმასა ლელსა჻ მკერდი მკერდსა შეეწება: გარდაეჭდო ყელი ყელსა჻

1409. ეხვეოდეს ერთმანერთსა: აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს჻ ამას გვანდეს ოდეს ერთგან: მუშთარ ზოალ შეიყარნეს჻ მზე რა ვარდსა შემოადგეს: დაშვენდენ და შუქნი არნენ჻ აქანამდის ჭირ ნახულთა: ამას იქით გაიხარნეს჻

1410. მათ ერთმანერთსა აკოცეს: დგანან ყელ გარდაჭდობილნი჻ კვლავ შეეწებნეს ჴშირ ჴშირად: ვარდნი ბაგეთა პობილნი჻ აწ ესენიცა გავიდეს: შეკრბეს სამივე ძმობილნი჻ მას მზესა მისცეს სალამი: წარდგეს მართ ვითა ხმობილნი჻

1411. მზე მოეგება პირითა: ტურფითა მოცინარითა჻ აკოცა მისთა მშველელთა: ლაღმან ცნობითა წყნარითა჻ მათ მდაბლად მადლი უბრძანა: სიტყვითა მით ნარნარითა჻ ორივე ერთგან უბნობდეს: ამოთა საუბარითა჻

1412. ტარიელსცა უსალამეს: მას ალვისა მორჩსა ვით ხეს჻ მიულოცეს გამარჯვება: ერთმანერთი მოკითხეს჻ არა სჭირდა არ ინანეს: რომ აბჯარი არ გაითხეს჻ თავნი მათნი გაალომეს: მათნი მბრძოლი იშვლეს ითხეს჻

1413. სამასისა კაცისაგან: ასსამოცი შეჰყოლოდა჻ ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა: მაგრა ერთკერძ უხაროდა჻ მონახეს და არ აცოცხლეს: რაცა მბრძოლი დარჩომოდა჻ რომე ჰპოვნეს საჭურჭლენი: აწმცა თვალვით ვით ითქმოდა჻

1414. მოკრიფეს ჯორი აქლემი: რაცა ვით პოვეს მალები჻ სამიათასსა აჰკიდეს: მარგალიტი და თვალები჻ თვალი ყველაი დათლილი: იაგუნდი და ლალები჻ იგი მზე შესვეს კუბოსა: არს მათგან განაკრძალები჻

1415. სამოცი კაცი დააგდეს: ქაჯეთს ციხისა მცველია჻ წამოიყვანეს იგი მზე: მათიღა წაგვრა ძნელია჻ ზღვათა ქალაქსა დამართეს: თუცა გზა მუნით გრძელია჻ თქვეს ფატმან ვნახოთ მუქაფა: გვაც მისი გარდუხდელია჻

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა჻

1416. ზღვათა მეფესა წინაშე: გაგზავნა მახარობელი჻ შესთვალა მოველ ტარიელ: მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი჻ ქაჯეთით მამყავს ჩემი მზე: ჩემი ლახვართა მსობელი჻ მწადიან გნახნე პატივით: ვითა მამა და მშობელი჻

1417. აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა: და მათი დანადებია჻ მეფეო კარგი ყველაი: მე თქვენგან წამკიდებია჻ ფატმანს უხსნია ჩემი მზე: დედებია და სდებია჻ ამისად ნაცულად რა გიძღვნა: მძულს ცუდი ნაქადებია჻

1418. მოდი გვნახენ გავიარდეთ: ქვეყანასა შენსა ვირე჻ სრულად ქაჯთა სამეფოსა: გიძღუნი ჩემგან შეიწირე჻ კაცნი შენნი შეაყენენ: ციხე მაგრად დაიჭირე჻ მე ვისწრაფი ვერა გნახავ: შენ წამოდი ჩემკენ ირე჻

1419. თქვენ უბრძანე ჩემმაგიერ: უსენს ქმარსა ფატმანისსა჻ გამოგზავნოს იამების: ნახვა მისი ხსნილსა მისსა჻ მისგან კიდე ინატრიდა: ჭვრეტასამცა რადღა ვისსა჻ ვინ მზესაცა უნათლეა: ასრე ვითა ბროლი ფისსა჻

1420. რა კაცი ტარიელისა: ესტუმრა ზღვათა მფლობელსა჻ წესია გული გაკრთების: ამბავსა გასაკრთომელსა჻ მისცა მადლი და დიდება: ღ~თსა მართლისა ბრჭობელსა჻ მაშინვე შეჯდა არ უნდა: მისვლა სხვასაღა მხმობელსა჻

1421. ბარგი აჰკიდა გააგო: ქნა ქორწილისა მათისა჻ მას მოაქვ რიცხვი ტურფათა: არს სიდიადე სათისა჻ ფატმან ჰყავს თანა იარეს: სავალი დღისა ათისა჻ უხარის ნახვა ლომისა: და მზისა ხმელთა მნათისა჻

1422. შორს გაეგებნეს სამნივე: დიდსა მეფესა ზღვათასა჻ გარდაჰჴდეს მდაბლად აკოცეს: გარესწყდეს ჯარსა სპათასა჻ შეასხეს ქება ტარიელს: მან მადლი გაუათასა჻ ქალი რა ნახეს სტრფიალობს: შუქსა მას ბროლ ბაკმათასა჻