..., 1860 წ.

1412. სხვად ჩემო ჩემი ამბავი. ჩემგან არ მოგეწერების ენა დაშვრების მოსმენით. არ ვისგან დაიჯერების ფატმან წამგვარა გრძნეულთა. ღ~თიმცა მას ემტერების და აწ კვლავ ქნა იგი სოფელმან. რაცა მას შეეფერების.

1413. აწ სოფელმან უარესი. ჭირი ჭირსა მამისართა არ დასჯერდა ბედი ჩემი. მათ პატიჟთა მრავალ გვართა კვლავცა მიმცა შესაპყრობლად. ქაჯთა ძნელად საომართა და ბედმან გვიყო ყველაკაი. ჩემო რამცა დაგვემართა.

1414. ციხეს ვზივარ მაღალსა. თვალნი ძლივ შემოსწვდებიან გზა გვირაბითა შემოვა. მცველნი მას ზედან დგებიან დღისით და ღამით მოყმენი. ნობათს არ დასცთებიან და მათთა შემბმელთა დაჴოცენ. მართ ცეცხლად მედებიან.

1415. ნუ თუ ესენი გეგონოს. სხვათა მებრძოლთა წესითა ნურცა მე მამკლავ ჭირითა. ამისგან უარესითა შენ მკვდარსა გნახავ დავიწვი. ვითა აბედი კვესითა და მოგშორდი დამთმე გულითა. კლდისაგან უმაგრესითა.

1416. შენ საყვარელო ნუ სჭმუნავ. ჭმუნვითა ამისთანითა ჩემი სთქვა სხვათა მიხვდაო. იგი ალვისა ტანითა არამ სიცოცხლე უშე ნოდ. ვარ აქამდისცა ნანითა და ან თავსა კლდესა ჩავიქცევ. ანუ მოვიკლავ დანითა.

1417. შენმან მზემან უშენოსა. არვის მიხვდეს მთვარე შენი შენმან მზემან არვის მიხვდეს. მოცავიდნენ სამნი მზენი აქა თავსა გარდავიქცევ. ახლოს მახლავს დიდი კლდენი და სული ჩემი შეივედრე. ზეცით მამხვდეს ზეცინ ფრთენი.

1418. ღ~თსა შემვედრე ნუ თუ კვლავ. დამჴსნას სოფლისა შრომასა ცეცხლსა წყალსა და მიწასა. ჰაერთა თანა ძრომასა მომცეს ფრთენი და ავფრინდე. მივხვდე მას ჩემსა მდომასა და დღისი და ღამით ვხედვიდე. მზისა ელვისა კრთომასა.

1419. მზე უშენოდ ვერ იქნების. რადგან შენ ხარ მისი წილი გაღანამცა მას იახლე. მისი ეტლი არ თუ წბილი მუნა გნახო მანდავ გახო. განმინათლო გული ჩრდილი და თუ სიცოცხლე მწარე მქონდეს. სიკუდილიცა მქონდეს ტკბილი.

1420. მე სიკუდილი აღარ მიმძიმს. შემოგვედრებ რადგან სულსა მაგრამ შენი სიყვარული. ჩავიტანე ჩამრჩა გულსა მამაგონდეს მოშორვება. მამემატოს წყლული წყლულსა და ნურცა მტირ და ნურცა მიგლოვ. ჩემო ჩემსა სიყარულსა.

1421. წადი ინდოეთს მიმართე. არგე რა ჩემსა მშობელსა მტერთაგან შეიწრებულსა. ყოველგნით ჴელ აუპყრობელსა გულსა ალხენდი ჩემისა. მოშორვებისა მთმობელსა და მომიგონებდე მტირალსა. შენთვის ცრემლ შეუშრობელსა.

1422. რაცა ვიჩივლე ბედისა. ჩემისა კმა საჩივრად სცან სამართალი მართალი. გულისა მივარად. შენთვის მოვკვდები გავხდები. ყორანთა დასაყივარად და ვირემ ცოცხალ ვარ გეყოფი. სატირლად და სატკივარად.

1423. აჰა ინიშნე ნიშანი. შენეულისა რიდისა გარდმიკვეთია ალამი. ჩემო ერ თისა კიდისა ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ. მის იმედისა დიდისა და რისხვით მობრუნდა ბორბალი. ჩემ ზედა ცისა შვიდისა.

1424. ესე წიგნი საყუარელსა. მისსა თანა მინაწერი რა დაწერა გართაკვეთა. მას რიდეთა ერთი წვერი თავ მოხდილსა დაუშვენდა. სისხო სიგრძე თმათა წვერი და ალვისაგან სული მოქრის. ყორნის ფრთითა მონაბერი.

1425. ესე სიტყვა მართალია. არ ჭორად არ ხვასრულად ქალს ჰქვიან ნესტან დარეჯან. ქართულაც კვლავ სპარსულად, თავ შიშველი ყაყაჩოსა. გავს თუ იყოს ვარდი სრულად და ტარიელის გონებითა. ალვა მჭკნარა დანასრულად.

1426. იგი მონა წამოვიდა. გულანშაროს მომავალი წამ ერთ მიჴუდა ფატმანისას. დღე იარა არ მრავალი რა ავთანდილს გაუსრულდა. საქმე მისი სასურველი და ჴელ აპყრობით ღ~თსა მადლობს. ცნობა სრული არა მთვრალი.

1427. ფატმანს უთხრა გამისრულდა. საჟად საქმე საწადელ.ი დიდი შენი მოჭირვება. ჩემგან არის გარდუხდელი წავალ დგომად აღარა მცალს. დრო მოსრულა შარშანდელი და ფიცხლავ ქაჯეთს მოვიყვანო. მათი მომსპოლ ამწყვეტელი.

1428. ხათუნმან უთხრა ჱე ლომო. ცეცხლი აწ უფრო ცხელდების მოშორვებისა ნათელსა. გული ამისთვის ბნელდების ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა. გული ეგრეცა ჴელდების და თუ ქაჯნი მოგესწრებიან. მუნ მისვლა გაგიძნელდების.

1429. ყმამან ფრიდონის მონანი. იჴმო მას თანა ხლებულნი უბრძანა მკვდარი აქამდინ. ახლა ვართ დაცოცხლებულნი რაცა გვინდოდა მისითა. სმენითა გახარებულნი და ჩვენთა მტერთანი გიჩვენო. წყლულნი მით ვაგლახებულნი.

1430. მოდით და ფრიდონს უამბეთ. ამბავი არ ნაცქაფავი მე ვერა ვნახავ ვისწრაფი. გზა ჩემი არს ნასწრაფავი მან გააჴაფოს ჴმა ჴაფი.. კულა უფრო გასახაფავი დაა თქვენ მოგცე ლარი ყველაი. მე ჩემი ნაალაფავი.

1431. ჩემსა ზედა დიდი არის. ვალი თქვენგან დანადები მადლსა სხვაებრ გარდავიხდი. თუღა ფრიდონს შევეყრები აწ წაიღეთ ყველაყაი. მეკობრეთა წანაღები და ამის მეტსა ვერას მოგცემ. ვიცი ამად გეძუნწები.