... (H-3061), XVIII ს.

1405. ეტყუის: თუ: ნაქმრად: არ: ვარგა: კაცისა: გასწავლულისა჻ აწ: რადღა: გუმართებს: ტირილი: ჴამს: დავსხდეთ: ქნად: ღიმილისა჻ ადეგ: წავიდეთ: საძებრად: მის: მზისა: წაჴდომილისა჻ ადრე: მიგიყუან: მიყუანა: არს: შენგან: მონდომილისა჻

1406. ვითა: გუმართებს: გახარება: პირველ: აგრე: გავიხარნეთ჻ მერმე: შევსხდეთ: გავემართნეთ: ქაჯეთისკენ: თავნი: ვარნეთ჻ ჴრმალნი: ჩვენნი: ვიწინამძღურნეთ: მათნი: ზურგით: დავიყარნეთ჻ უჭირველნი: შემოვიქცეთ: იგი: მძოვრთა: დავადარნეთ჻

1407. მერმე: ტარიელ: ამბავსა: ჰკითხავს: აღარა: ბნდებოდა჻ შეხედნის: თვალნი: აახუნის: შავ: თეთრი: ელვა: ჰკრთებოდა჻ მართ: ვითა: ლალსა: მზისაგან: მას: ფერი: ეზარდებოდა჻ ვინ: ღირსა: თუმცა: წყალობით: ცა: რისხვით: მობრუნდებოდა჻

1408. ავთანდილს: მადლი: უბრძანა: ქნა: უყო: საუბარისა჻ მე: შენი: ქება: ვითა: ვთქუა: ბრძენთაგან: საქებარისა჻ ვითა: ზე მთისა: წყარომან: მორწყე: ყუავილი: ბარისა჻ დამწყუიდე: დენა: ცრემლისა: ნარგისთად: ნაგუბარისა჻

1409. მე: ვერა: გიყო: ნაცვალსა: ღ~თი: გარდგიჴდის: ციერი჻ ზეგარდმოთ: მისით: შემოგზღოს: მუქაფა: ჩემაგიერი჻ შესხდეს: და: შინა: წავიდეს: მათ: ლხინი: ჰქონდა: ძლიერი჻ აწ: გავეაძღო: სოფელმან: ასმათ: ადრითგან: მშიერი჻

1410. ქუაბისა: კარსა: ასმათი: მარტო: ზის: არ ბარგოსანი჻ შეხედნა: იცნა: ტარიელ: თანა: ყმა: ჭარმაგოსანი჻ ორნივე: ტურფად: იმღერდეს: ვით: იადონი: მგოსანი჻ მაშინვე: იცნა: ავარდა: შიშველი: პერანგოსანი჻

1411. აქამდის: მიწყივ: ენახა: ქუაბს: მისულა: მოტირალისა჻ აწ: გაუკვირდა: დანახვა: სიცილით: მომღერალისა჻ ზარ: აღებული: ავარდა: ცნობა: უც: ვითა: მთურალისა჻ არ: იცის: სმენა: ამბვისა: ჯერთ: მისგან: სასურვალისა჻

1412. მათ: რა: ნახეს: შემოსცინეს: სიცილით: და: კბილთა: ჩენით჻ ჰე: ასმათო: მოგუივიდა: მოწყალება: ღ~თისა: ზენით჻ ვჰპოეთ: მთვარე: დაკარგული: რაცა: გუწადდა: იგი: ვქენით჻ აწ: გავჰკვეთდით: ბედისაგან: ცეცხლთა: შრეტათ: ჭირთა: ლხენით჻

1413. ავთანდილ: ცხენსა: გარდაჴდა: ასმათის: მოსახვეველად჻ მან: მიჰყო: ჴელი: ალვასა: შტო: მოჰყუა: მოსარხეველად჻ ჴელსა: და: პირსა: აკოცებს: არის: ცრემლისა: მფრქვეველად჻ რა: სცანო: რა: ჰქენ: მიამბე: ვტირ: შენი: მოაჯე: ველად჻

1414. ავთანდილ: ასმათს: უსტარი: მისცა: მისისა: ზრდილისა჻ ალვისა: შტო დამჭკნარისა: მთვარისა: ფერ: მიჴდილისა჻ უთხრა: თუ: ნახე: ნაწერი: მის: პატიჟ: გარდაჴდილისა჻ მზე: მოგვეახლა: მოგვეცა: ჩვენ: მოშორვება: ჩრდილისა჻

1415. ასმათ: რა: ნახა: უსტარი: ცნა: მისი: დანაწერობა჻ გაჰკვირდა: ზარმან: აიღო: ათრთოლებს: ვითა: ხელობა჻ ტერფით: თხემამდის: გაუხდა: მას: მეტი: საკვირველობა჻ იტყუის: რა: ვნახე: რა: მესმის: არსცა: ამისი: მრთელობა჻

1416. ავთანდილ: უთხრა: ნუ: გეშის: ეგე: ამბავი: მრთელია჻ ლხინი: მოგვეცა: მოგუშორდა: ყოველი: ჭირი: ძნელია჻ მზე: მოგვეახლა: უკუნი: ჩვენთვის: აღარა: ბნელია჻ ბოროტსა: სძლია: კეთილმან არსება: მისი: გრძელია჻

1417. ინდოთ: მეფე: მხიარული: ასმათს: რასმე: უბრძანებდა჻ ერთმანერთსა: ეხვეოდეს: სიხარული: ატირებდა჻ ვარდსა: ზედა: ყორნის: ბოლო: ნამსა: თხელსა: აბკურებდა჻ კაცსა: ღ~თი: არ: გასწირავს: თუცა: კაცი: შეიგებდა჻

1418. ღ~თსა: მისცეს: დიდი: მადლი: თქუეს გუიყოო: რაცა: სჯობდა჻ აწყა: ვცანით: უარესსა: პირი: თქვენი: არ: გაბრჭობდა჻ ჰინდოთ: მეფე: ჴელ: აპყრობით: მხიარული: ამას: ჴმობდა჻ ქვაბს: შევიდეს: მხიარულნი: ასმათ: რასმე: მასპინძლობდა჻

1419. ტარიელ: ეტყუის: ავთანდილს: ისმინე: სიტყუა: ასები჻ გიამბობ: რასმე: ამბავსა: მოამბვედ: ნუ: გენასები჻ მე: ოდეს: ქვაბნი: წაუხმენ: დავჴოცენ: დევთა: დასები჻ მასაქეთ: მათი: აქა: ძეს: საჭურჭლე: ძვირ: ნაფასები჻

1420. მე: აგრე: არა: მინახავს: მართ: ვითა: არა: მდომია჻ მოდი: და: გავხსნათ: შევიგნეთ: საჭურჭლე: თუ: რა: ზომია჻ იამა: ადგეს: ორნივე: არცა: ქუე: ასმათ: მჯდომია჻ დალეწეს: კარი: ორმოცი: მათგან: არ: ზედა: ომია჻

1421. პოეს: საჭურჭლე: უსახო: კულა: უნახავი: თვალისა჻ მუნ: იდვა: რიყე: თვალისა: ჴელ: წმიდათ: განათალისა჻ ჩნდის: მარგალიტი: ოდენი: ბურთისა: საბურთალისა჻ ვინმცა: ქნა: რიცხვი: ოქროსა: ვერვისგან: დანათვალისა჻

1422. იგი: სახლი: ორმოცივე: შიგან: იყო: გატენილი჻ პოვეს: ერთი: ზარადახშანა: აბჯრისათვის: სახლად: ქმნილი჻ მუნ: აბჯარი: ყოვლიფერი: ასრე: იდვა: ვითა: მწნილი჻ შიგან: ერთი: კიდობანი: დაბეჭდული: არ: გახსნილი჻

1423. ზედან: ეწერა: აქა: ძეს: აბჯარი: საკვირველიო჻ ჯაჭუ მუზარადი: აბჯარი: ჴმალი: ბასრისა: მჭრელიო჻ თუ: ქაჯნი: დევთა: შეებნენ: დღე: იყოს: იგი: ძნელიო჻ უმის: ჟამისოდ: ვინც: გახსნას: არის: მეფეთა: მკულელიო჻

1424. კიდობანი: ჰპოეს: გახსნეს: მუნ: აბჯარი: სამი: ტანი჻ რასაცა: ვით: შეიმოსენ: მეომარნი: სამნი: ყმანი჻ ჯაჭვი: ჴმალი: მუზარადი: საბარკული: მათი: გვანი჻ ზურმუხტისა: ბუდებითა: იყუნეს: ვითა: ლუსკუმანი჻