... (Q-1335), XVIII ს.

1408. აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა დამისართა არ დასჯერდა ბედი ჩემი მათ პატიჯთა მრავალ გუართა კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა ძნელად საომართა ბედმან გვიყო ყუელაკაი ჩემო რაცა დაგუემართა

1409. ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა თუალნი ძლივ გარდასცუდებიან გზა გუირაბითა შემოვა მცველნი მუნ ზედა დგებიან დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცთებიან მათთა შემბმელთა დაჰჴოცენ მართ ცეცხლად მოედებიან

1410. ნუთუ ესენი გეგონნეს სხუათა მებრძოლთა წესითა ნუცა მე მომკლავ ჭირითა ამისგან უარესითა შენ მკვდარსა გნახავ დავიწვი ვითა აბედი კუესითა მოგშორდი დამთმე გულითა კლდისაცა უმაგრესითა

1411. შენ საყუარელო ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა ჩემი თქუა სხუათა მიხუდების იგი ალვისა ტანითა არამ სიცოცხლე უშენოდ ვარ აქამდისცა ნანითა ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ ანუ მოვიკლავ დანითა

1412. შენმან მზემან უშენოსა ვერ ვის მიხუდეს მთუარე შენი შენმან მზემან უშენოსა ვერ ვის მიხუდეს მოცავდენ სამნი მზენი აქა თავსა გარდავიქცევ ახლოს მახლვან დიდნი კლდენი სული ჩემი შეივედრე ზეცით მომხუდენ ნუთუ ფრთენი

1413. რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა კმა საჩივარად ცან სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად შენთუის მოვკუდები გავხდები ყორანთა დასაყივარად ვირე ცოცხალვარ გეყოფი სატირლად და სატკივარად

1414. აჰა ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა გარდმიკვეთია ალამი ჩემო ერთისა კიდისა ესეღა დაგრჩეს სანაცულოდ მის იმედისა დიდისა რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩუენზედა ცისა შუიდისა

1415. ესე წიგნი საყვარელსა მისსა თანა მინაწერი რა დაწერა გარდაჰკუეთა მათ რიდეთა ერთი წუერი თავ მოჰჴდილსა დაუშვენდა სისხო თმათა სიგრძე წუერი ალვისაგან სული მოქრის ყორნის ფრთათათ მონაბერი

1416. ესე სიტყუა მართალია არ ჭრელად ად არ ხუსრულად ნესტან დარეჯ{ან} ჰქუიან ქალსა ქართულადცა კვლა სპარსულად თავ შიშველი ყაყაჩოსა ჰგავს თუ {ი}ყოს ვარდი სრულად ტარიელის გონებითა ალვა მჭკნარად დანასრულად

1417. ღ~თსა შენ კადრე ნუთუ კვლა დამჴსნას სოფლისა შრომასა ცეცხლსა წყალსა და მიწასა ჰაერთა თანა ძრომასა მომცეს ფრთენი და ავჰფრინდე მივხუდე მას ჩემსა ნდომასა დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა

1418. მზე უშენოდ ვერ იქნების რადგან შენ ხარ მისი წილი განაღამცა მას იახელ მისი ეტლი ართუ წბილი მუნა გნახო მანდვე გსახო განმინათლო გული ჩრდილი თუ სიცოცხლე მწარე მქონდა სიკუდილიმცა მქონდა ტკბილი

1419. მე სიკუდილი აღარ მიმძიმს შემოგვედრებ რადგან სულსა მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე ჩამრჩა გულსა მომეგონოს მოშორვება მემატების წყლული წყლულსა ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ ჩემო ჩემსა სიყვარულსა

1420. წადი ჰინდოეთს მიმართე არგე რა ჩემსა მშობელსა მტერთაგან შეიწრებულსა ყოვლგნით ჴელ აუბყრობელსა გულსა ალხინე ჩემისა მოშორებისა მთმობელსა მომიგონებდი მტირალსა შენთუის ცრემლ შეუშრობელსა

1421. იგი მონა წამოვიდა გულანშაროს მიმავალი წამერთ მიჴდა ფატმანისსა დღე იარა არ მრავალი რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი ჴელ აბყრობით ღ~თსა მადლობს ცნობა სრული არა მთრვალი

1422. ფატმანს უთხრა გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი წავალ დგომად აღარა მცალს დრო მოსრულა შარშანდელი ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ ამწყუედელი

1423. ხათუნმან უთხრა ჰე ლომო ცეცხლი აწ უფრო ცხელდების მოეშორების ნათელსა გული ამისთუის ბნელდების ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა ჴელი ეგრეცა ხელდების თუ ქაჯნი მოგესწრებიან მუნ მისულა გაგიძნელდების

1424. ყმამან ფრიდონის მონანი უჴმნა მასთანა ჴლებული უბრძანა მკუდარნი აქამდის აწყა ვართ დაცოცხლებული რაცა გუინდოდა მისითა სმენითა გაახლებული ჩუენთა მტერთანი გიჩუენნე წყლულნი მით ვაგლახებული

1425. მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ ნაცქაფავი მე ვერა ვნახავ ვისწრაფი გზა ჩემი არს ნასწრაფავი მან გაახაფოს ჴმა ჴაფი კვლა უფრო გასახაფავი თქუენ მოგცე ლარი ყველაი მე ჩემი ნაელაფავი

1426. ჩემსა ზედა დიდი არის ვალი თქუენგან დანადები მადლსა სხუაებრ გარდავიჴდი თუღა ფრიდონს შევედრები აწ წაიღეთ ყუელაკაი მეკობრეთა წანაღები ამის მეტსა ვერას მოგცემ ვიცი ამად გეძუნწები

1427. სახლი არ მახლავს არ ძალ მაქუ გაცემა საბოძვარისა მისცა მართ სავსე ხომალდი რიცხუი ტურფათა ჯარისა უბრძანა წადით წაიღეთ გზა წავლეთ მისვე არისა ფრიდონს მიართუით უსტარი ჩემგან ძმად ნაფიცარისა