... (S-4988), XVII-XVIII სს.

1394. შენ჻ საყუარელო჻ ნუ჻ სჭმუნავ჻ ჭმუნვითა჻ ამისთანითა: ჩემი჻ სთქუა჻ სხვათა჻ მიხუდების჻ იგი჻ ალვისა჻ ტანითა: არმად჻ სიცოცხლე჻ უშენოდ჻ ვარ჻ აქამდისცა჻ ნანითა: ან჻ თავსა჻ კლდეთა჻ ჩავიქცევ჻ ანუ჻ მოვიკლავ჻ დანითა:

1395. შენმან჻ მზემან჻ უშენოსა჻ ვერვის჻ მიხუდეს჻ მთვარე჻ შენი: შენმან჻ მზემან჻ ვერვის჻ მიხუდეს჻ მოცავიდენ჻ სამნი჻ მზენი: აქა჻ თავსა჻ გარდავიქცევ჻ ახლოს჻ მახულან჻ დიდი჻ კლდენი: სული჻ ჩემი჻ შეივედრე჻ ზეცით჻ მამხუდენ჻ ნუთუ჻ ფრთენი:

1396. ღ~თსა჻ შემვედრე჻ ნუთუ჻ კულა჻ დამჴსნა჻ სოფლისა჻ შრომასა: ცეცხლსა჻ წყალსა჻ და჻ მიწასა჻ ჰაერთა჻ თანა჻ ძრომასა: მამცეს჻ ფრთენი჻ და჻ ავჰფრინდე჻ მივჰჴუდე჻ მას჻ ჩემსა჻ ნდომასა: დღისით჻ და჻ ღამით჻ ვხედვიდე჻ მზისა჻ ელვათა჻ კრთომასა:

1397. მზე჻ უშენოდ჻ ვერ჻ იქნების჻ რადგან჻ შენ჻ ხარ჻ მისი჻ წილი: გაღანამცა჻ მას჻ იახელ჻ მისი჻ ეტლი჻ არ჻ თუ჻ წბილი: მუნა჻ გნახო჻ მანდვე჻ გსახო჻ გამინათლო჻ გული჻ ჩრდილი: თუ჻ სიცოცხლე჻ მწარე჻ მქონდა჻ სიკუდილიმცა჻ მქონდა჻ ტკბილი:

1398. მე჻ სიკუდილი჻ აღარ჻ მიმძიმს჻ შემოგვედრებ჻ რადგან჻ სულსა: მაგრა჻ შენი჻ სიყუარული჻ ჩავიტანე჻ ჩამრჩა჻ გულსა: მამეგონდეს჻ მოშორვება჻ მემატების჻ წყლული჻ წყლულსა: ნურცა჻ მტირ჻ და჻ ნურცა჻ მიგლოვ჻ ჩემო჻ ჩემსა჻ სიყუარულსა:

1399. წადი჻ ინდოეთს჻ მიმართე჻ არგე჻ რა჻ ჩემსა჻ მშობელსა: მტერთაგან჻ შეიწრებულსა჻ ყოვლგნით჻ ჴელ჻ აუპყრობელსა: გულსა჻ ალხენდი჻ ჩემისა჻ მოშორვებისა჻ მთმობელსა: მამიგონებდი჻ მტირალსა჻ შენთუის჻ ცრემლ჻ შეუშრობელსა:

1400. რაცა჻ ვიჩივლე჻ ბედისა჻ ჩემისა჻ კმა჻ საჩივარად: ცან჻ სამართალი჻ მართალი჻ გულისა჻ გულსა჻ მივა჻ რად: შენთვის჻ მოვკუდები჻ გავხდები჻ ყორანთა჻ დასახივარად: ვირე჻ ცოცხალ჻ ვარ჻ გეყოფი჻ სატირლად჻ და჻ სატკივარად:

1401. აჰა჻ ინიშნე჻ ნიშანი჻ შენეულისა჻ რიდისა: გარდმიკვეთია჻ ალამი჻ ჩემო჻ ერთისა჻ კიდისა: ესეღა჻ დაგრჩეს჻ სანაცლოდ჻ მის჻ იმედისა჻ დიდისა: რისხვით჻ მობრუნდა჻ ბორბალი჻ ჩუენზედა჻ ცისა჻ შვიდისა:

1402. ესე჻ წიგნი჻ საყუარელსა჻ მისსა჻ თანა჻ მინაწერი: რა჻ დაწერა჻ გარდაჰკვეთა჻ მათ჻ რიდეთა჻ ერთი჻ წვერი: თავ჻ მოჴდილსა჻ დაუშვენდა჻ სისხო჻ სიგრძე჻ თმათა჻ წვერი: ალვისაგან჻ სული჻ მოქრის჻ ყორნის჻ ფრთათათ჻ მონაბერი:

1403. ესე჻ სიტყვა჻ მართალია჻ არ჻ ჭრელად჻ და჻ არ჻ ხვასრულად: ნესტან჻ დარეჯ჻ ჰქვიან჻ ქალსა჻ ქართულადაც჻ კულავ჻ სპარსულად: თავშიშველი჻ ყაყაჩოსა჻ ჰგავს჻ თუ჻ იყოს჻ ვარდი჻ სრულად: ტარიელის჻ გონებითა჻ ალვა჻ მჭკნარად჻ დანასრულად:

1404. იგი჻ მონა჻ წამოვიდა჻ გულანშაროს჻ მიმავალი: წამერთ჻ მიჰჴდა჻ ფატმანისსა჻ დღე჻ იარა჻ არ჻ მრავალი: რა჻ ავთანდილს჻ გაუსრულდა჻ საქმე჻ მისი჻ სასურვალი: ჴელ჻ აპყრობით჻ ღ~თსა჻ ჰმადლობს჻ ცნობა჻ სრული჻ არა჻ მთრვალი:

1405. ფატმანს჻ უთხრა჻ გამისრულდა჻ ჟამად჻ საქმე჻ საწადელი: დიდი჻ შენი჻ მოჭირვება჻ ჩემგან჻ არის჻ გარდუჴდელი: წავალ჻ დგომად჻ აღარა჻ მცალს჻ დრო჻ მოსულა჻ შარშანდელი: ფიცხლა჻ ქაჯეთს჻ მოვიყიანო჻ მათი჻ მომსპობ჻ ამწყვეტელი:

1406. ხათუნმან჻ უთხრა჻ ჰე჻ ლომო჻ ცეცხლი჻ აწ჻ უფრო჻ ცხელდების: მოეშორვების჻ ნათელსა჻ გული჻ ამისთვის჻ ბნელდების: ისწრაფე჻ ჩემი჻ ნუ჻ გაგვა჻ ხელი჻ ეგრეცა჻ ხელდების: თუ჻ ქაჯნი჻ მოგესწრებიან჻ მუნ჻ მისლვა჻ გაგიძნელდების:

1407. ყმამან჻ ფრიდონის჻ მონანი჻ იჴმო჻ მას჻ თანა჻ ხლებულნი: უბრძანა჻ მკუდარნი჻ აქამდის჻ აწყა჻ ვართ჻ დაცოცხლებულნი: რაცა჻ გვინდოდა჻ მისითა჻ სმენითა჻ გაახლებულნი: ჩვენთა჻ მტერთანი჻ გიჩვენნე჻ წყლულნი჻ მით჻ ვაგლახებულნი:

1408. მიდით჻ და჻ ფრიდონს჻ უანბეთ჻ ამბავი჻ არნაცქაფავი: მე჻ ვერა჻ ვნახავ჻ ვისწრაფი჻ გზა჻ ჩემი჻ არს჻ ნასწრაფავი: მან჻ გააჴაფოს჻ ჴმა჻ ჴაფი჻ კულავ჻ უფრო჻ გასაჴაფავი: თქუენ჻ მოგცე჻ ლარი჻ ყუელაი჻ მე჻ ჩემი჻ ნაალაფავი:

1409. ჩემსა჻ ზედან჻ დიდი჻ არის჻ ვალი჻ თქუენგან჻ დანადები: მადლსა჻ სხვაებრ჻ გარდავიხდი჻ თუღა჻ ფრიდონს჻ შევეყრები: აწ჻ წაიღეთ჻ ყუელაკაი჻ მეკობრეთა჻ წანაღები: ამის჻ მეტსა჻ ვერას჻ მოგცემ჻ ვიცი჻ ამად჻ გეძუნწები:

1410. სახლი჻ არ჻ მახლავს჻ არ჻ ძალ჻ მაქუს჻ გაცემა჻ საბოძვარისა: მისცა჻ მართ჻ სავსე჻ ხომალდი჻ რიცხვი჻ ტურფათა჻ ჯარისა: უბრძანა჻ წადით჻ წაიღეთ჻ გზა჻ წავლეთ჻ მისვე჻ არისა: ფრიდონს჻ მიართვით჻ უსტარი჻ ჩემგან჻ ძმად჻ ნაფიცარისა:

წიგნი ავთანდილისა ფრიდონთანა მიწერილი გულანშაროდაღმე:

1411. დაწერა჻ ფრიდონ჻ მაღალო჻ სვე჻ სრულო჻ მეფეთ჻ მეფეო: ლომისა჻ მსგავსო჻ ძალ჻ გულად჻ მზეო჻ შუქმოიეფეო: მოვლენილო჻ და჻ მორჭმულო჻ მტერთა჻ სისხლისა჻ მჩქეფეო: უმცროსმან჻ ძმამან჻ შორიშორ჻ სალამი჻ დავიყეფეო:

1412. ჭირნი჻ ვნახენ჻ და჻ მოცამხუდა჻ ნაცვალი჻ ჭირ჻ ნახულისა: კარგა჻ მოჴდომა჻ საქმისა჻ ჩემისა჻ გაზრახულისა: მიცნია჻ მართლად჻ ამბავი჻ პირისა჻ მზედ჻ სახულისა: დამარჩენელი჻ ლომისა჻ მის჻ ქუესკნელს჻ დამარხულისა: