..., 1860 წ.

1394. პირ მზე გაჰკვირდა ფატმანის. ამბისა საკვირველითა ნუშნი გააპეს შეიძრნეს. სათნი გიშრისა წნელითა მან იგი წიგნი მონამან. მისცა თავისა ჴელითა და სულ სთქვამს იკითხავს უსტარას. ალტობს ცრემლითა ცხელითა.

1395. მონასა ჰკითხა მიამბე. ვინ არის ჩემი მძებნელი ანუ ვინ მისცის ცოცხალი. მიწასა ზედან მტკეპნელი მან მოახსენა ვიკადრებ. რისაც ვარ ოდენ მცნობელი და რა წამოსულხარ მას აქეთ. შენგან ჩვენია მზე ბნელი.

1396. ფატმან გული მას აქათ. ლახვრითა შენახევია მას რომე ცრემლი სდენია. ზღვათაცა შესართავია მე ერთხელ შენი ამბავი. მისთვის კვლავ მიმირთმევია და ღ~თსა ვიმოწმებ მას აქეთ. ტირილი არ დალევია.

1397. აწ ვინმე მოყმე მოვიდა. შვენიერისა პირითა მან უთხრა ყველაი წვრილად. თქვენ ხართ რითაცა ჭირითა იგია შენი მძებნელი. მკლავითა მეტად გმირითა და მე გამომგზავნეს და მვედრეს. სწრაფი სწრაფებითა ხშირითა.

1398. ქალმან უთხრა მემართლების. ყმაო შენი ნაუბარი ფატმან ჩემი არ იცოდა. ვიყავ ვისი წანაგვარი უღონიოდ არის სადმე. ჩემი ცეცხლთა მამდებარი და მე მიუწერ შენცა ჰკადრე. ვარ ვითამცა გულ მდუღარი.

წიგნი ნესტან დარეჯანისა, ფატმანთან მიწერილი.

1399. პირ მზე სწერს აჰა ხათუნო. დედის მჯობო დედაო მისგან ტყვე ქმნილსა, სოფელმან. რა მიყო ამას ხედაო მე გლახ მას ჩემთა პატიჟთა. სხვაცა დამერთო ზედაო და აწ ვნახე შენი უსტარი. მე დიდად მიემედაო.

1400. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა. გამიადვილე ჭირები აწ აქა სულა ქაჯთაგან. ვარ ასრე დანამჭირვები ერთსა მცვენ ერთი სამეფო. ბევრჯელ ათასი გმირები და ავათ მამიხდა თათბირი. და ჩემი დანაპირები.

1401. სხვა ამბავი აქაური. მეტი რამცა მოგიწერე ქაჯთა მეფე არ მოსულა. არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე მაგრამ სპანი უთვალავნი. მცვენ და მათი სიელ ფერე და რასა ჰქვიან ძებნა ჩემი. არ ეგების დაიჯერე.

1402. ვინცაღა ჩემი მძებ ნელი. მოსულა ცუდ მაშვრალია იჭირვის იწვის ენთების. ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია მაგრამ მას ვნატრი უნახავს. მზე ამადარ დამზრალია და უმისოდ ჩემი სიცოცხლე. ვაი რა დიდი ბრალია.

1403. შენ ამბავი არ გიამბე. მაშინ იმად დაგიმალე ვერ იტყოდა ენა ჩემი. თავი ჭირსა გავაკრძალე გეხვეწები სიყვარულსა. შემახვეწე შემაბრალე და ნუ წამოვა ძებნად ჩემად. მიუწერე შეცა სთვალე.

1404. მე რომ მჭირს კმარის ნუ მამკლავს. იმისი თავე სწორითა მას მკვდარსა ვნახავ მოვკვდები. მე სიკვდილითა ორითა ვერავინ მარგებს დასტურად. ვიცი არ რამე ჭორითა და არ დაგმორჩილდეს დამქოლე. შავისა ქვითა ყორითა.

1405. გეთქვა ნიშნისა გაგზავნა. აწ ესე განამჟღავნია მისეულთავე რიდეთა. ნაკვეთი გამიგზავნია ესენი ჩემთვის მის გამო. ტურფანი სანახავნია და თუმცა თუ ფერად ბედისა. ჩემისა მსგავსად შავნია.

წიგნი ნესტან დარეჯანისა, საყვარელთან მიწერილი.

1406. აწ საყვარელსა მოგიწერ. გულ ამოსკვნილი მტირალი მისმანვე ცეცხლმან დაუვსის. ვის ედებოდა ვის ალი დაწერა წიგნი მსმენელთა. გულისა გასაგმირალი და ვარდი გააპის გამოჩნდის. მუნ ბროლი გამამჭვირვალი.

1407. ჱე ჩემო ესე უსტარი. არს ჩემგან მონაღვაწები მე გული შენი ქაღალდად. გულსავე ჩემსა ვაწები ტანი კალმად მაქვს კალამი. ნაღველსა ამონაწები და გულო შავ გულო დაბმულ ხარ. ნუ აეხსნები აწები.

1408. ხედავცა ჩემო სოფელი. რათა საქმისა მქნელია რაზომცა ნათობს სანათელი. ჩემთვის ეგრეცა ბნელია ბრძენნი იცნობენ სწუნებენ. მით მათგან საწუნელია და უშენოდ ჩემი სიცოცხლე. ვაიმე რა დიდი ბრალია.

1409. ხედავ ჩემო ვით გაგვყარა. სოფელმან და ჟამმან კრულმან ვეღარ გნახე საყვარელი. მხიარული მხიარულმან ნეტარ რა ქნას უშენომან. გულმან შენგან დალახრულმან და გაგიცხადა დაფარული. გონებამან დაფარულმან.

1410. შენმან მზემან აქანამდი. შენ ცოცხალი არ მეგონე ჩემი მეთქვა გარდასრული. სიცოცხლე და ყოვლი ღონა აწ რა მესმა შემოქმედი. ვადიდე და ღ~თსა ვმონა და ჩემი ყველა აქანამდი. ჭირი ლხინსა შევაწონა.

1411. შენი სიცოცხლე მეყოფის. ჩემად იმედად გულისად გულისა ერთობ წყლულისა. და ასჯერ დადაგულისად მომიგონებდე გახსოვდე. მე შენთვის დაკარგულისად და ვზი მზრდელად სიყვარულისა. მის შენგან დანერგულისად.