... (H-66), 1832 წ.

1384. ფრიდონ უთხრა შემიგია: გამიგია ვიცი მე რა მაგა ცხენსა ჩემეულსა: მოასწრობენ კართა ვერა ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი: ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა თვარა ყოლა არ გიძღვნიდი: ჩემი გითხრა სიძუნწე რა

1385. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს: საუბართა ესოდენთა ამაზედან გაიცინნეს: მათ წყლიანთა სიტყუა ბრძენთა ერთმანეთსა ალაღობნეს: ლაღობათა მათთა ფერთა გარდახდეს და დაეკაზმნეს: უკეთესთა შესხდეს ცხენთა

1386. კვლავ ერთმანერთსა მიუგეს: სიტყვები არ პირ მკვახები დაასკვნეს იგი თათბირი: ტარიას განაზრახები გაიყუნეს კაცი ას ასი: ყველაი გმირთა სახები ცხენებსა შესხდეს აიღეს: მათ მათი ჩაბალახები

1387. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ: მზისაცა მეტითა მათ სამთა შვიდნი მნათობნი: ფარვენ ნათლისა სვეტითა ტარიელ შავსა ზედა ზის: ტანითა მით წერწეტითა დალივნეს მტერნი ომითა: ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა

1388. ჩემი აწ ესე ნათქვამი: მათი სახე და დარია რა ზედა წვიმდენ ღრუბელი: და მთათა აღტყდეს ღვარია მოვა და ხევთა მოგრაგნის: ისმის ზათქი და ზარია მაგრა რა ზღვათა შეერთვის: მაშინ ეგრეცა წყნარია

1389. თუცა ფრიდონ და ავთანდილ: სიკეთე მიუწდომნია მაგრა ტარიას შემბმელნი: არვისგან მოსანდომნია მზე მნათობთაცა დაფარავს: არცაღა ნათლად ხომნია აწ იყურებდით მსმენელნო: გესმნენ ფიცხელი ომნია

1390. სამთავე სამად გაიყვეს: თვითომან თვითო კარები თანა ჰყვა კაცი სამასი: ყველაი გმირთა დარები მას ღამით უქნეს სადარნო: უცრუო ანაჩქარები გათენდა გაჩნდეს მიმართეს: თავის თავ ჰქონდა ფარები

1391. პირველ ამოდ მიდიოდეს: მგზავრთა რათმე მაგიერად მათ შიგანთა ვერა უგრძნეს: ვერცა დახვდეს გულ ხმიერად გულსა შიში არა ჰქონდა: ამოდ დგეს და ნებიერად მიდგეს გარე მუზარადი: დაიხურნეს ჟამიერად

1392. ანაზდად ცხენი გაქუსლეს: მათრახმან შექმნა წრიალი რა ნახნეს კარნი გაახვნეს: ქალაქით გახდა ზრიალი სამთავე სამგნით მიმართეს: თავსა მით უყვეს რიალი იკრეს ნობსა და დაბდაბსა: შეიქნა ბუკთა ტკრციალი

1393. მაშინ ქაჯეთს მოიწია: უსაზომო რისხვა ღ~თისა კრონოს წყრომით შემხედველმან: მოიშორვა სიტკბო მზისა მათვე რისხვით გარდუბრუნდა: ბორბალი და სიმგრგვლე ცისა ველნი მკვდართა ვერ იტევდა: გადიადდა ჯარი მკვდრისა

1394. კაცსა უკრავად დაბნედდის: ხმა ტარიელის ჴაფისა აბჯარსა ფრეწდის გაცუდდეს: სიმაგრე ჯავშან ქაფისა სამგნითვე კართა შესჯარნეს: ჭირი არ ნახეს კაფისა რა ქალაქს შეჰხდეს შეიქნა: სიხარკე ციხეს სწრაფისა

1395. ავთანდილ და ლომი ფრიდონ: შიგნით ერთად შეიყარნეს მტერნი სრულად აეწყვიტნეს: სისხლი მათნი მოეღვარნეს უყივლეს და ერთმანერთი: ნახეს დიდად გაეხარნეს თქვეს ტარიელ რა იქნაო: მისთვის ჭვრეტად თვალნი არნეს

1396. ერთმანცა არა იცოდა: ვერა ცნეს ტარიერისა ციხესა კარსა მიჰმართეს: რიდი არ ქონდა მტერისა მუნ ნახეს რიყე აბჯრისა: ნალეწი ხმალთა წვერისა ათი ათასი ნობათი: უსულო მგზავსი მტვერისა

1397. ციხისა მცველნი ყველაი: იდვა მართ ვითა სნეული თავით ფერხამდი დაჭრილი: აბჯარი მუნ დახეული ციხისა კარნი განხმულნი: კართა ნალეწი სრეული თქვეს ნაქმრად ტარიელისად: საქმე არს მისეული

1398. გზანი დახვდეს შეკაზმულნი: ავიდეს და აძვრეს ხვრელსა ნახეს მზისა შესაყრელად: გამოეშვა მთვარე გველსა მუზარადი მოეხადა: შვენის აკვრა თმასა ლელსა მკერდი მკერდსა შეეწება: გარდაეჭდო ყელი ყელსა

1399. ეხვეოდეს ერთმანერთსა: აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს ამას გვანდეს ოდეს ერთგან: მუშთარ ზოალ შეიყარნეს მზე რა ვარდსა შემოადგეს: დაშვენდენ და შუქნი არნენ აქანამდის ჭირ ნახულთა: ამას იქით გაიხარნეს

1400. მათ ერთმანერთსა აკოცეს: დგანან ყელ გარდაჭდობილნი჻ კვლავ შეეწებნეს ჴშირ ჴშირად: ვარდნი ბაგეთა პობილნი აწ ესენიცა გავიდეს: შეკრბეს სამივე ძმობილნი მას მზესა მისცეს სალამი: წარდგეს მართ ვითა ხმობილნი

1401. მზე მოეგება პირითა: ტურფითა მოცინარითა აკოცა მისთა მშველელთა: ლაღმან ცნობითა წყნარითა მათ მდაბლად მადლი უბრძანა: სიტყვითა მით ნარნარითა ორივე ერთგან უბნობდეს: ამოთა საუბარითა

1402. ტარიელსცა უსალამეს: მას ალვისა მორჩსა ვით ხეს მიულოცეს გამარჯვება: ერთმანერთი მოკითხეს არა სჭირდა არ ინანეს: რომ აბჯარი არ გაითხეს თავნი მათნი გაალომეს: მათნი მბრძოლი იშვლეს ითხეს

1403. სამასისა კაცისაგან: ასსამოცი შეჰყოლოდა ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა: მაგრა ერთკერძ უხაროდა მონახეს და არ აცოცხლეს: რაცა მბრძოლი დარჩომოდა რომე პოვეს საჭურჭლენი: აწმცა თვალვით ვით ითქმოდა